“საქართველოს ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება” – LIBMOD-ის ღია წერილი გერმანიის მთავრობას

თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრი (LIBMOD) გერმანიის მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რომ 2 დეკემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული, ქრისტიან-დემოკრატიული და ლიბერალური ჯგუფების მიერ გამოქვეყნებული დეკლარაცია, რომელშიც ისინი საქართველოში ახალი არჩენვების ჩატარებას, უსაფუძვლოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას მოითხოვენ, მიიღოს როგორც საკუთარი და იმუშაოს მათი რეალიზაციისთვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლა საქართველოს დამოუკიდებლობისა […]
ირანის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა რადიო თავისუფლების ყოფილ ჟურნალისტს

ირანის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის (რადიო ფარდას) ყოფილ ჟურნალისტს რეზა ვალიზადეს. იგი დამნაშავედ ცნეს “მტრული ამერიკული მთავრობისთვის” მუშაობაში. როგორც რადიო ფარდა წერს, სასამართლო პროცესის დროს მოსამართლე ისე იქცეოდა, როგორც პროკურორი. სასჯელის მოხდის შემდეგ, ვალიზადე, რომელსაც ირანულის გარდა, ამერიკის მოქალაქეობაც აქვს, ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ქვეყნის დატოვებას, თეირანსა და […]
დაშლა: კახა კალაძე ნაძვის ხის განათება გადადო

თბილისის მერმა კახა კალაძემ 14 დეკემბერს დაგეგმილი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონიძიება გაურკვეველი ვადით გადადო. მამუკა მდინარაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებას აპირებდნენ, დაშლისკენ მოუწოდა. კალაძე იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან პარლამენტის წინ მოქალაქეები მე-17 დღეა მუდმივად მართავენ აქციებს, მარშებს და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, ასევე რეჟმის მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას. […]
“ახლა უკვე ამის გამოც შეუძლიათ დააკავონ პირი” – ნონა ქურდოვანიძე

‘გუშინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა” – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს. ახლა უკვე იმის გამოც შეუძლიათ დააკავონ პირი, რომ: 1. სასამართლოში დროულად მიიყვანონ – მიუხედავად იმისა, თავისი ნებით უარს ამბობს თუ არა სასამართლოში მისვლაზე; 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით […]
ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად… უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები – ჯო უილსონი

ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე წერს და ახალი არჩევნების ჩანიშვას მოითხოვს. სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მე მივესალმები მის გამბედაობას, როდესაც ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს ქართველებს რუსი მარიონეტული პრეზიდენტი შეასაღოს. უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები”, – წერს ჯო უილსონი. “ოცნებამ” პრეზიდენტად […]
ზურაბიშვილი: „აქ ვარ და აქ ვრჩები“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიამდე პარლამენტთან მივიდა. რამდენიმე წუთით ადრე, ქალაქის მერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნაძვის ხის ცერემონია ე.წ. “ლიბერალური ფაშიზმის” მოქმედების გამო გადადო. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მომიტინგეები ანუგეშა და მათ პარლამენტის ტერიტორიიდან, კერძოდ 9 აპრილის მემორიალთან ყოფნისას განუცხადა: „ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ. აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმებთ, ყველაფერში ერთად […]
ბრაიზა სანქციებზე: სიმბოლური და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მაღალჩინოსნებს დამატებითი სანქციები დაუწესა. რას ნიშნავს ეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის, რა გავლენას იქონიებს ის „ქართული ოცნების“ ქმედებებზე და როგორი განვითარება შეიძლება ჰქონდეს თბილისისა და ვაშინგტონის მომავალს. ამ თემებზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, მეთიუ ბრაიზას ვესაუბრეთ. ბატონო ელჩო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც იცით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი სავიზო შეზღუდვები დააწესა ქართველი ოფიციალური პირებისთვის. […]
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე – არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს – ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს!

საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს არალეგიტიმურ მთავრობასთან წინააღმდეგობაში, რომელიც ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს! #MEGOBARI,” – წერს უილსონი.
გუდაურში, ინდურ რესტორანში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა

გუდაურში, ინდურ რესტორანში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. „შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება […]
უილსონი: სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება. მივესალმები მის გამბედაობას – ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს ქართველებს მარიონეტული პრეზიდენტი დაუსვას. ახალი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.