მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე „წრეში ბურთს“ თამაშობენ

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს, მომიტინგეთა ნაწილი ამჯერად „წრეში ბურთს“ და ხელბურთს თამაშობს.
დემონსტრანტები ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევასთან დაკავშირებით.
ამასთან, აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“; „ხელახალი “ და „თავისუფლება პატიმრებს“.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის იმყოფებიან პარლამენტის წინ და რუსთაველის თეატრთან. რაც შეეხება სამართალდამცველებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დგანან მხოლოდ პარლამენტის წინ. ხოლო ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩა თავისუფალია, ორივე ქუჩიდან საპოლიციო ძალები უკვე გაიყვანეს.
საპატრულო პოლიცია დგას ასევე თავისუფლების მოედანზე. ადგილზე ჯერ კიდევ განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ