უკრაინის გენშტაბი აცხადებს დარტყმებზე ყირიმში, რუსეთის სარაკეტო სისტემებზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 10 ივნისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმები განახორციელეს ანექსირებულ ყირიმში, S-400-ის ტიპის ერთ სარაკეტო სისტემაზე ჯანკოის რაიონში, და S-300-ის ტიპის ორ სისტემაზე ჩერნომორსკის და ევპატორიის არეალებში. განცხადების თანახმად, არ გადაუტაციათ უკრაინის მიერ გაშვებული არც ერთი რაკეტა, ხოლო სისტემების რადარებმა დარტყმების შემდეგ მუშაობა შეწყვიტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ცნობებზე ჯერჯერობით […]
დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019-2022 წლებში, თითქოსდა საცხოვრებელი ბინების აშენებისა და საკუთრებაში გადაცემის პირობით, ბრალდებული 51 მოქალაქის კუთვნილ – 3 023 176 […]
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტში 4 პარტია მოხვდა – „არჩევნების“ წინასწარი შედეგები

ოკუპირებული ცხინვალის „საარჩევნო კომისიამ“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები ოქმების 87%-ის დათვლის შემდეგ გამოაქვეყნა. ლიდერობს პარტია „ერთიანი ოსეთი“, მეორე ადგილზეა „ნიხასი, მესამეზე – „სახალხო პარტია“, მეოთხეზე კი „კომუნისტური პარტიაა“. „ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა: „სახალხო პარტიამ მიიღო 3186 ხმა, 15,41%, კომუნისტურმა პარტიამ – 1472 ხმა, 7,12%, „ერთიანმა ოსეთმა“ – 6267 ხმა, 30,32%, „ნიხასმა“ – 6174 ხმა, […]
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა არის ლარის კურსში უკვე ასახული?

აპრილის მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდწილად ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო. ოპერატიული ინფორმაცია, საკუთრივ, თიბისის არხებით დანახარჯები, გასულ წელთან შედარებით ასევე მაღალ აქტივობაზე მიუთითებს. მაგალითად, მაისში მიგრაციის ეფექტის გარეშე, ტრადიციული ტურიზმის შემოსავლების ზრდა აშშ დოლარში დაახლოებით 47%-საც კი შეადგენს. ასევე ზრდაა აპრილთან შედარებითაც, თუმცა თუ სეზონურ ფაქტორებს გამოვრიცხავთ, უფრო კლება ფიქსირდება. ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით კი, შეიძლება ითქვას, […]
ანა ფოტიგა ევროპარლამენტში აღარ აირჩიეს

მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, ვრჩები საერთო მიზნების ერთგული, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ძვირფასო მეგობრებო, გმადლობთ წლების განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და თანამშრომლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, ვრჩები ჩვენი საერთო მიზნების ერთგული და გავაგრძელებ აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას ამ პარასკევს […]
არჩილ თალაკვაძე – გავა კიდევ ცოტა დრო და მთელი საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები იყო სწორი – ვიოლა ფონ კრამონმა პირდაპირ ისაუბრა უცხოეთის შესაძლო ჩარევაზე მისი ქვეყნის პოლიტიკაში

გავა კიდევ ცოტა დრო და მთელი საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და გადაწყვეტილებები იყო სწორი, რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული და ის არანაირად არ ეწინააღმდეგება ევროპულ ტრაექტორიას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტში გამართულ არჩევნებზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ევროპას სჭირდება უფრო ეფექტიანი დაცვის მექანიზმები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, საქართველოსაც სჭირდება ასეთი […]
გიგი წერეთელი – ჩინური კომპანიების მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ინვესტირებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ შეუსაბამო და მავნებლური პოლიტიკის შედეგია

ჩინური კომპანიების მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ინვესტირებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ შეუსაბამო და მავნებლური პოლიტიკის შედეგია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერმა, გიგი წერეთელი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ჩინური კომპანიები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინვესტირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გიგი წერეთლის თქმით, ჩინური კომპანიების მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ინვესტიციებზე მოლაპარაკებები საერთაშორისო სამართლის, ჩვენი […]
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019-2022 წლებში, თითქოსდა საცხოვრებელი ბინების აშენებისა და საკუთრებაში გადაცემის პირობით, […]
იმერეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველო მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში და ბაღდათის სოფელ პირველ ობჩაში ჩავიდნენ, სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. „იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა გუშინდელი სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად კი ზესტაფონის და […]
პაატა მანჯგალაძე – ჩინეთის უარი ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის საცხოვრებელ ადგილებში, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის არც ჩვენს სუვერენიტეტს სცემს პატივს და არც ტერიტორიულ მთლიანობას

ჩინეთის მიერ უარის თქმა ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის საცხოვრებელ ადგილებში, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის არც ჩვენს სუვერენიტეტს სცემს პატივს და არც ტერიტორიულ მთლიანობას,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, „არანაირი უსაფრთხოება და სუვერენიტეტის დაცვა არ არსებობს აშშ-ს და ევროპის მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე“. „ნუ ატყუებთ ხალხს! ჩინეთის მიერ უარის თქმა […]