სუს-ის უფროსი 12 ივნისის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 12 ივნისის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. სუს-ის მიერ წინა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტი პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა. ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის მთავარ საფრთხედ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას ასახელებს. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გამოწვევად რჩებოდა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით უცხო ქვეყნების […]
სპეცოპერაცია ესპანეთში – დაკავებულია მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე

სპეცოპერაცია ესპანეთში – დაკავებულია მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე. მედიის ცნობით, დაკავებული პანამის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემის ეკიპაჟის წევრი იყო. მამაკაცს ხელბორკილები ვიგოში დადეს. ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებული 2020 წლის შემდეგ იძებნებოდა. გამოძიების ცნობით, დაკავებულმა 4 წლის წინ, პოლონეთის ქალაქ რიბში კაცი მოკლა და მიიმალა.
კონკურსის International Wine Competition გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის International Wine Competition გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსზე ოქროს მედალი 21-მა ღვინომ დაიმსახურა, მათგან ექვსმა გამორჩეულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო, „ტროფი“ მიიღო. ვერცხლის მედლით 77 და ბრინჯაოს მედლით 96 ღვინო დაჯილდოვდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში, 76 კომპანიის წარმოებული 226 ღვინის ნიმუში. კონკურსი International Wine Competition ღვინისა […]
სახოს “ტორპედოში” ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა – ცნობილია, რა პირობებით დაიყოლია ქუთაისურმა გუნდმა ცნობილი ფრანგი მცველი

34 წლის ცნობილი ფრანგი მცველი მამადუ სახო კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” განაგრძობს. ინფორმაციას ინგლისური და ფრანგული გამოცემები ადასტურებენ. ის რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ჩამოფრინდება და 1+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს. The Sun კონკრეტულ გასამრჯელოს არ აკონკრეტებს, მაგრამ იმ დეტალებზე წერს, რითაც ქართულმა გუნდმა ვეტერანი ფეხბურთელის დაყოლიება შეძლო. “ტორპედომ” მაღალი ხელფასის გარდა სახოს ბიზნესს შესაძლებლობები და ოჯახისთვის […]
შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო სამიტს 90-მდე ქვეყნის დელეგაცია დაესწრება

შვეიცარიის პრეზიდენტის, ვიოლა ამჰერდის თქმით, ქვეყანაში 15-16 ივნისს გასამართ, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობაზე თანხმობა 90-მდე ქვეყანამ და ორგანიზაციამ განაცხადა. ამჰერდის თქმით, მონაწილეთა დაახლოებით ნახევარი ევროპიდან იქნება. სამიტზე ქვეყნების უმეტესობას მათი უმაღლესი ლიდერები წარმოადგენენ, ნაწილი კი თავის დელეგაციას გაეროს წარმომადგენლებით დააკომპლექტებს. შვეიცარიის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობის მისაღებად 160-მდე ქვეყანას გაუგზავნეს მოწვევა. მისივე თქმით, მოსალოდნელი […]
უკრაინის გენშტაბი: ყირიმში С-400 და С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტები დავბომბეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ანექსირებულ ყირიმში С-400 ტიპის ერთი და С-300 ტიპის ორი “ხმელეთი-ჰაერის” კლასის სარაკეტო სისტემა დაბომბეს. “ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში წარმატებით მიიტანეს ოკუპანტთა С-400 ტიპის ერთ საზენიტო რაკეტაზე ჯანკოის რაიონში და ასევე მტრის С-300 ტიპის ორ საზენიტო რაკეტაზე ჩერნომორსკოესა და ევპატორიასთან”. – წერია გენშტაბის განცხადებაში. გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულმა […]
ბიურომ ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონპროექტი ოფიციალურად დაარეგისტრირა

დღეს პარლამენტის ბიუროზე უმრავლესობის მიერ მომზადებული ჰომოფობიური და პროპაგანდისტული “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი ოფიციალურად დარეგისტრირდა და განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადაეცა. პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი “ჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ”, დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. […]
რომან გოცირიძე – „ქართულ ოცნებას“ 44 პერსონალური მანქანა ემსახურება – პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მეორე დეპუტატს ჰყავს

„ქართულ ოცნებას“ 44 პერსონალური მანქანა ემსახურება – პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მეორე დეპუტატს ჰყავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტი განსაზღვრეს. გარდა ამისა, როგორც გოცირიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტის მიხედვით, პარლამენტში მომუშავეთა რიცხოვნობა 708 თანამშრომლით არის განსაზღვრული, რაც ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არარეალური ციფრია, […]
გია ვოლსკი – არავითარი ჟივილ-ხივილი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ფსევდოლიბერალური ფრთა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს განიცდის მთელ რიგ ქვეყნებში – ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ

არავითარი ჟივილ-ხივილი ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ფსევდოლიბერალური ფრთა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს განიცდის მთელ რიგ ქვეყნებში – ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნების შედეგად, ევროპარლამენტის კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში კონსერვატიულად მიდგომებმა გაიმარჯვა. […]
შალვა პაპუაშვილი – გაუგებარია, როდესაც შენიშვნები გვესმის იმ ქვეყნებისგან, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში

გაუგებარია, როდესაც შენიშვნები გვესმის იმ ქვეყნებისგან, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს საფრანგეთში რომ იყოს ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელსაც აფინანსებს საქართველოს მთავრობა და ფუნქციონირებს საფრანგეთში, ეწევა იმავე საქმიანობას, რასაც საქართველოში ეწეოდა და „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას მოახდენდა საფრანგეთში, მის მიმართ უფრო მკაცრი რეგულაციები […]