გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს 11:00-დან 15:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, წილკანი, საგურამო. მათივე ცნობით, 12:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით გამოირთვება სოფლებში წოდორეთი, ბევრეთი, ლისი, ზემო ლისი, მსხალდიდი, ტაბარუკი, პანტიანი, ხოლო 12:30-დან 13:30 საათამდე და 17:30-დან 18:30 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში […]
ოლაფ შოლცის პრესსპიკერი – გერმანია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩაატარებს

გერმანია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩაატარებს, – ამის შესახებ კანცლერის, ოლაფ შოლცის პრესსპიკერმა განაცხადა. „მორიგი არჩევნების თარიღი მომავალი შემოდგომაა. და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ვგეგმავთ“, – განაცხადა შტეფენ ჰებესტრეიტმა პრესკონფერენციაზე. ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, კანცლერის „სოციალ-დემოკრატიულმა“ (SPD) პარტიამ ხმების 14%-ით მესამე ადგილი დაიკავა. არჩევნებში ლიდერობს კონსერვატიული ბლოკი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და ბავარიის […]
ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტის ოპოზიცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. არჩევნებში, პროპორციული წესით 7%-იანი ბარიერი გადალახა კენჭისყრაში მონაწილე შვიდიდან ოთხმა პარტიამ. ამის შესახებ 10 ივნისს, შუადღის შემდეგ გამოაცხადა დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. კომისიის თანახმად, ბიულეტენების 87%-ის დამუშავების შედეგად 30,32% აქვს პარტია „ერთიან ოსეთს”, რომლის ლიდერია ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოფილი „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი. მოქმედი „პრეზიდენტის” […]
„დავუშვათ, შეიცვალა ხელისუფლება, ახალგაზრდები ხომ ვერ მართავენ ქვეყანას და შეგიძლიათ, რამდენიმე ადამიანი დამისახელოთ, ვინც, ამ ფონზე, ქვეყანას უხელმძღვანელებს?“ – კაკა კუკავა

„დავუშვათ, შეიცვალა ხელისუფლება, ახალგაზრდები ხომ ვერ მართავენ ქვეყანას და შეგიძლიათ, რამდენიმე ადამიანი დამისახელოთ, ვინც, ამ ფონზე, ქვეყანას უხელმძღვანელებს?“ – კაკა კუკავა ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა. – კახა, საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციაა, რომ რუსეთისკენ მივდივართ „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. ბევრი ფიქრობს, რომ ამ კანონს მოჰყვება ადნიმისტრაციული […]
ლარი დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა

11 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 11 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებად 2.8490 ლარი განისაზღვრა, რაც წინა დღის კურსზე 0.0243 ლარით მეტია. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით თითქმის 2 თეთრითაა გამყარებული. 11 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ევროს ღირებულებად 3.0584 ლარი განისაზღვრა, […]
ქართველი მოჭადრაკეების დახმარებით გუნდი „SK Schwäbisch Hall“ გერმანიის საკლუბო პირველობის გამარჯვებული გახდა

გერმანიის საკლუბო პირველობის გამარჯვებული გუნდი „SK Schwäbisch Hall“ გახდა. ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდის შემადგენლობაში 4 ქართველი დიდოსტატი ასპარეზობდა – საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები: ბელა ხოტენაშვილი,ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი, ასევე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ანა მათნაძე-ბუჯიაშვილი. გუნდის გამარჯვებაში წვლილი მიუძღვით და საწყის ეტაპზე მის შემადგენლობაში თამაშობდნენ: მერი არაბიძე და სალომე მელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ლელა ჯავახიშვილის ბრწყინვალე […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8490 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8490 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8490 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0243 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0584 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0767 ლარს შეადგენდა. […]
უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში რუსულ თავდაცვის სისტემებზე იერიში მიიტანა

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე, უკრაინამ სარაკეტო იერიშები მიიტანა. ოფიციალური კიევის ცნობით, მათი სამიზნე ნახევარკუნძულზე განლაგებული რუსული საჰაერო თავდაცვითი სისტემები იყო. კიევის ცნობით, დანარკარგები, რომელიც რუსეთმა იერიშების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანია. „ჩვენი ვერც ერთი რაკეტა მტრის უაღრესად ეფექტიანმა საჰაერო თავდაცვამ ვერ შეაჩერა“,- წერია კიევის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც „ტელეგრამ“ არხებში გავრცელდა. კრემლს, ამ დრომდე, თავდასხმის შესახებ არაფერი უთქვამს, […]
ბლინკენი ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის მისაღწევად ეგვიპტეს და ისრაელს კვლავ ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის მისაღწევად ახლო აღმოსავლეთს კიდევ ერთხელ ეწვევა. ტურნე 10 ივნისს დაიწყო და დაგეგმილია შეხვედრები ეგვიპტესა და ისრაელში. ბლინკენის ვიზიტის მთავარი მიზანი იმ ზავის ლობირებაა, რომელიც მხარეებს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წინა თვეში შესთავაზა. ზავის პირობების შესახებ მხარეებს შორის შეთანხმება ამ დრომდე არაა მიღწეული. ბოლო კვირების […]
I კვარტალში რუსული ინვესტიციები 76%-ით შემცირდა – სად ჩაიდო რუსეთიდან FDI?

2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციების სახით სულ რაღაც 6 მილიონ 400 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამის შესახებ BM.GE-ს საქსტატიდან აცნობეს. რუსული ინვესტიციების მიმდინარე წლის პირველი მეოთხედის მაჩვენებელი წინა წელს ინვესტირებულ თანხაზე 22 მილიონი დოლარით, ანუ 76%-ით ნაკლებია. 2024 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $201 მილიონი დოლარი შემოვიდა, […]