სერგო ჩიხლაძე – მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის გარდა – ივანიშვილის პრაგმატული გათვლაა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან საქართველოს სრული იზოლაცია მოხდეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გათვლაა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან საქართველოს სრული იზოლაცია მოხდეს, ხოლო ქვეყნის შიგნით უიმედობამ დაისადგუროს. მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის და ქვეყნის გარდა. „მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით ბიძინა ივანიშვილს ორი მიზნის მიღწევა სურს. ერთი, ქართველი ხალხის დამცირება, უიმედობის დანერგვა ხალხში, […]
სალომე ზურაბიშვილი – ტერორი საქართველოში – კვლავ თვითნებური დაპატიმრებები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტერორი და თვითნებური დაპატიმრებები გრძელდება. „ტერორი საქართველოში – კვლავ თვითნებური დაპატიმრებები, მათ შორისაა სტუდენტური მოძრაობა “სტუდენტები თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანაგაძე“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე […]
რელიგიის დაღმასვლის ფონზე, მღვდლები, საარსებო წყაროს მოსაპოვებლად, რამდენიმე სამრევლოს ემსახურებიან – ლიეტუვა

ლიეტუვაში, მრევლთან ერთად, სემინარიებში სტუდენტების რაოდენობაც მცირდება. შექმნილი მდგომარეობის გამო, სამრევლოებს სულ უფრო ნაკლები მღვდელი ემსახურება. 96 წლის კლემენსასი გვაჩვენებს ეკლესიას, სადაც ის, დაახლოებით ნახევარი საუკუნეა, გუნდში მღერის. კლემენსასი სიამოვნებით იხსენებს აქ გატარებულ წლებს, მაგრამ აღიარებს, რომ ეკლესიაში ისეთი მდგომარეობა აღარ არის, როგორიც ადრე იყო. „ადრე, აღდგომის თუ შობის დღეებში, ეკლესია ყოველთვის ხალხით იყო სავსე. […]
ესტონეთმა ირაკლი კობახიძე და კიდევ 13 პირი დაასანქცირა

ესტონეთმა დაასანქცირა “ქართული ოცნების” 14 მაღალჩინოსანი. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ. “ესტონეთმა დაასანცირა საქართველოს ხელისუფლების 14 მაღალჩინოსანი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე და ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობა არის კრიმინალი და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს რეაგირებისა და მოქმედებისკენ”, – დაწერა ჰაცკნამ. Estonia sanctioned […]
რამოსი სავარაუდოდ, კარიერას არგენტინაში განაგრძობს

ესპანური Relevo-ს ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ 38 წლის მცველმა სერხიო რამოსმა კარიერა არგენტინულ გრანდ “ბოკა ხუნიორსში” განაგრძოს. ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, უკვე დიდი ხანია რაც “ბოკას” სპორტულ დირექტორ ხუან რომან რიკელმესთან და მთავარ მწვრთნელ ფერნანდო გაგოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს უკანასკნელი 2006/12-წლებში “რეალში” სწორედ რამოსის თანაგუნდელი იყო. შეხსენებისთვის, ესპანელ მცველს ამა წლის ზაფხულში […]
ლაშა ტალახაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს – თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ნაძვის ხეს ართმევთ, მაგრამ არ გამოგივათ, ნამდვილად აენთება ნაძვის ხე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლაშა ტალახაძემ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიების გადადებასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფთან განცხადება გააკეთა. ტალახაძემ მიმართა ჟურნალისტს და უთხრა, რომ სწორედ ისინი არიან, ის ადამიანები, რომლებმაც ბავშვებს ნაძვის ხე წაართვეს. „თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ნაძვის ხეს ართმევთ, მაგრამ არ გამოგივათ, ნამდვილად აენთება ნაძვის ხე“,- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
Amnesty International-ი – ანალიზი ადამიანის უფლებათა სისტემურ, სახელმწიფოს მიერ ნებადართულ დარღვევებზე მიუთითებს – საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაასრულოს ძალადობა, გაათავისუფლოს დაკავებულები, ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება

საქართველოში პოლიციის მიერ გამოყენებული უკანონო ძალის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მასშტაბები მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ მთავრობის ნებადართული დირექტივებით და გათამამებულები არიან დაუსჯელობით, – ამის შესახებ Amnesty International-ის ანგარიშშია აღნიშნული. საქართველოს დედაქალაქ თბილისში 29 ნოემბრიდან მასობრივი აქციები დაიწყო, რამდენიმე ათასი ადამიანი პარლამენტის წინ და რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე აპროტესტებდა, აქციები დაიწყო ქვეყნის მასშტაბითაც. პოლიციამ საპასუხოდ […]
ესტონეთმა კობახიძე და კიდევ 13 ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა, მათ შორის მოსამართლეებიც

ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. იმ პირების სიაში, რომელთაც ესტონეთში შესვლა აეკრძალათ, არიან მოსამართლეებიც. ამის შესახებ სოციალ ქსელ „X“-ში ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს. „ესტონეთმა კიდევ 14 ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა […]
17 დეკემბერს, 13:00 საათზე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საპროტესტო მარში იგეგმება

სოციალურ ქსელში, შეფი, ლუკა ნაჭყებია სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების პროტესტს აანონსებს. აქცია/მარში სამშაბათს, 17 დეკემბერს 13:00 საათზე დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტამდეა დაგეგმილი. სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ. “ნებისმიერ ადამიანს, ვინც ან ამ სფეროს ემსახურება ან ამ სფეროს სტუმრობს, შეუძლია შემოგვიერთდეს. სიმბოლურად, თბილისის კულინარიული ეპიცენტრიდან დავიწყებთ. დეზერტირების ბაზრის აგურის შენობა”, – წერს შეფი ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში.
გუშინ ჩემი ოჯახი რუსთაველზე იყო, ნაძვის ხესთან, თქვენს დაზომბებულ შპინგალეტებთან, ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომლის მოკვლითაც მემუქრებოდით, თქვენს გარემოცვაში იყო, უშიშრად იდგა და დაგცინოდათ მისი იქ ყოფნით – სამხარაძე

გუშინ ჩემი ოჯახი რუსთაველზე იყო, ნაძვის ხესთან, თქვენს დაზომბებულ შპინგალეტებთან, ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომლის მოკვლითაც მემუქრებოდით, თქვენს გარემოცვაში იყო, უშიშრად იდგა და დაგცინოდათ მისი იქ ყოფნით – სამხარაძე არ მინდოდა ამ ვიდეოს დადება, მაგრამ ისე არიან გატლეკილები, რომ გადავწყვიტე! ამათ ხომ ჰგონიათ, ჩვენც მათნაირები ვართ, თავიანთ შვილებს რომ მალავენ და სხვის შვილებს აპირისპირებენ პოლიციას და […]