„რომ მკითხონ, მამაო, სად იყავი, როდესაც ქუჩაში წიხლებს მირტყამდნენო?“ – ინტერვიუ არქიმანდრიტ შიოსთან

პროევროპულ აქციებსა და ბოლო ორ კვირაში მომხდარ ძალადობაზე საკუთარ აზრს გამოთქვამენ სასულიერო პირებიც, ზოგი – ამბიონიდან, ზოგი – ინტერნეტში, ზოგიც – აქციებზე. რადიო თავისუფლება თბილისის სამების ტაძრის არქიმანდრიტს შიო კვარაცხელიას ესაუბრა. – საქართველოში მძიმე და არეული დროა. როგორ შეაფასებთ იმ ძალადობას, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება? – სრულიად მესმის ახალგაზრდების პროტესტი. ცივილური სამყაროსგან მოწყვეტა საქართველოს […]
სამომხმარებლო სფეროში დასაქმებულთა უფლებები ხშირად ირღვევა, კადრების დამაგრება ჭირს – ბიზნესსამართლის სპეციალისტი

სამომხმარებლო სფეროში დასაქმებულთა უფლებები ხშირად ირღვევა. ამ მხრივ განსაკუთრებით სავაჭრო სფერო გამოირჩევა, სადაც ელემენტარული დანაკარგის ანაზღაურებაც მომუშავე კადრს უწევს. იმის გამო, რომ ამ საკითხს კანონი სათანადოდ ვერ არეგულირებს და ვერც დასაქმებულები ჩივიან, ხშირ შემთხვევაში, ფაქტების შესახებ საზოგადოებისთვის საერთოდ უცნობია. დასაქმებულთა მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ბევრ პრობლემას აჩენს ქვეყანაში. ბიზნესი ასეთი გულგრილი დამოკიდებულების გამო, ადვილად კარგავს მუშახელს […]
ევროპელების 94% თვლის, რომ მათი ქვეყნები უნდა ადაპტირდნენ გლობალურ დათბობასთან – ახალი კვლევა

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ახალი კვლევის თანახმად, ევროპელთა დიდი უმრავლესობისთვის, კლიმატის ცვლილება არის მეორე საკითხი ინფლაციის (ცხოვრების ღირებულების) შემდეგ იმ საკითხების სიაში, რომლებზე მუშაობაც ქვეყნებმა ეროვნულ დონეზე უნდა გააძლიერონ. ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის სამმა მეოთხედმა (72%) იცის, რომ მათ მოუწევთ ცხოვრების წესის შეცვლა კლიმატის ცვლილების გამო და 90%-ზე მეტი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, მათი ქვეყანაც მოერგოს ახალ […]
“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დავშორდეთ ევროპას და მივუახლოვდეთ რუსეთს” – სანდრო შელია

ბიზნესმენი და კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი, სანდრო შელია BMGTV-ს გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” აცხადებს, რომ ქართველი ხალხი რაც არ უნდა ინერტული იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ტექნიკურ პროცესებში, როდესაც საუბარია ადამიანების დასახჩრებასა და ცემაზე, შეუძლებელია ქართველი ხალხის გაჩუმება. მისივე თქმით, ამგვარი გზა, რა პოლიტიკასაც სახელმწიფო ატარებს, არასწორია და ეს არსებულ კრიზისს ვერ განმუხტავს. ამასთან, ბიზნესმენის აზრით, ყველაფერი […]
გუშინ ჩემი ოჯახი რუსთაველზე იყო, ნაძვის ხესთან, თქვენს დაზომბებულ შპინგალეტებთან, ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომლის მოკვლითაც მემუქრებოდით. მანდ იყო თქვენს გარემოცვაში, უშიშრად იდგა და 9 წლის ბავშვი დაგცინოდათ მისი იქ ყოფნით!

გუშინ ჩემი ოჯახი რუსთაველზე იყო, ნაძვის ხესთან, თქვენს დაზომბებულ შპინგალეტებთან, ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომლის მოკვლითაც მემუქრებოდით. მანდ იყო თქვენს გარემოცვაში, უშიშრად იდგა და 9 წლის ბავშვი დაგცინოდათ მისი იქ ყოფნით! არ მინდოდა ამ ვიდეოს დადება, მაგრამ ისე არიან გატლეკილები, რომ გადავწყვიტე! ამათ ხომ ჰგონიათ, ჩვენც მათნაირები ვართ, თავიანთ შვილებს რომ მალავენ და სხვის შვილებს აპირისპირებენ […]
მიმდინარე პროცესებზე ბიზნესმენების პოზიციის დასაფიქსირებლად პლატფორმა შეიქმნა

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად პლატფორმა freebusiness.ge შეიქმნა. პლატფორმის საშუალებით მოქალაქეები კონკრეტული ბიზნესის პოზიციის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეძლებენ. “არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ […]
ვინ არის საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი

2022 წლის აპრილში ხუთი წლის ვადით პრეზიდენტად ხელახლა არჩეული ემანუელ მაკრონის რიგით მეოთხე პრემიერ-მინისტრის პირველი მისია სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბება და მისი პროგრამის წარდგენა იქნება. უაღრესად დიფერენცირებულ პარლამენტში გარკვეული უმრავლესობის არსებობის გარეშე სტაბილურობის აღდგენა და იმედგაცრუებული ფრანგების პოლიტიკისკენ შემობრუნება მისთვის ყველაზე რთული ამოცანა იქნება. „ყველანაირად ვეცდები, ხელი შევუწყო ამ აუცილებელ პროცესს“, – პირობას დებს ფრანსუა ბაირუ. […]
დიდ ბრიტანეთში არ სურთ, რომ ლონდონში დაბადებული სირიის პირველი ლედი ქვეყანაში ჩამოვიდეს – ასმა ასადი

ასმა ასადი: დიდ ბრიტანეთში არ სურთ, რომ ლონდონში დაბადებული სირიის პირველი ლედი ქვეყანაში ჩამოვიდეს ბრიტანული წარმოშობის სირიის ყოფილი პირველი ლედი, ასმა ასადი, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო, როგორც ქალთა უფლებების დამცველი ახლო აღმოსავლეთში, მეუღლესთან ერთად ემიგრაციაში გაიქცა და როგორც ბრიტანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, ლონდონში მისი დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის. 49 წლის ასმა ასადმა, მისმა ქმარმა და […]
ახალი არჩევნები და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლება – ახალი პლატფორმა Freebusiness.ge

Freebusiness.ge – ასე ჰქვია ახალ პლატფორმას, რომელიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო შეიქმნა. იდეის ავტორი ბიზნესმენი გიორგი ჩუგოშვილია. Freebusiness.ge-ის პლატფორმის პრეზენტაცია BMGTV-ზე, გიორგი ისაკაძის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” გაიმართა. ბიზნესმენები, ვინც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეესკალაციის გზა ახალი არჩევნების დანიშვნასა და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებაშია, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ამ პლატფორმაზე და საკუთარი პოზიცია […]
სერგო ჩიხლაძე – მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის გარდა – ივანიშვილის პრაგმატული გათვლაა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან საქართველოს სრული იზოლაცია მოხდეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გათვლაა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან საქართველოს სრული იზოლაცია მოხდეს, ხოლო ქვეყნის შიგნით უიმედობამ დაისადგუროს. მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის და ქვეყნის გარდა. „მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით ბიძინა ივანიშვილს ორი მიზნის მიღწევა სურს. ერთი, ქართველი ხალხის დამცირება, უიმედობის დანერგვა ხალხში, […]