ესტონეთმა ოცნების 14 პირს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ცნობით, ესტონეთმა ოცნების კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესა. “ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წარმომადგენელი დაასანქცირა, მათ შორის ირაკლი კობახიძე. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ”, – წერს […]
ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, თითქოს 500 ათასზე მეტი ხმა გაყალბდა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ხმა არის გაყალბებული

„ოპოზიცია ლაპარაკობს ტოტალურ გაყალბებაზე, ამ დროს კი ერთი მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინეს ვერც გაყალბების, ვერც დაშინების ვინმეს დაშინების, მოსყიდვის ან პირადობის მოწმობის წართმევის. ვერ წარმოადგინეს, რადგან ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს. ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ათეული მტკიცებულება, როგორ გაგვიყალბეს მათ არჩევნები,“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა მედიასთან. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, როგორ არეგისტრირებდნენ „ქართული ოცნების“ […]
ჩვენ ხალხი გვიყვარს და ჩვენს გვერდში არიან. არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს. თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენი ქვეყნის და პროვოკაციებს შეეშვით

ჩვენ ხალხი გვიყვარს და ჩვენს გვერდში არიან. ამ ადამიანებს ეცით პატივი. 1 120 000 ადამიანია და პატივი ეცით ამ ადამიანების არჩევანს. მოკითხვა ჩვენს გულშემატკივარს და დიდი სიყვარული სრულიად საქართველოს ჩვენგან. არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს, ჩვენი სიყვარული არიან ისინი და გთხოვთ პროვოკაციებს შეეშვით. თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენი ქვეყნის და პროვოკაციებს შეეშვით, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის […]
მბაპე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს

France Football-მა წლის ბოლოს გასული სეზონის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელები დაასახელა. პირველ ადგილზე კილიან მბაპე გავიდა, შემდეგ კი უილიამ სალიბა და მაიკ მენიო მოდიან. “რეალის” ფორვარდმა ეს ტიტული ზედიზედ მეორედ და კარიერაში მეოთხედ მოიგო. ის ამა წლის ზაფხულში პსჟ-იდან მადრიდულ გრანდში უსასყიდლოდ გადავიდა. მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ ამ წელს მან ეს სტატუსი დაკარგა.
მელია ამბობს, რომ კალაძემ ნაძვის ხესთან ხალხის მიყვანა გამგეობებს დაავალა, მერიაში – უარყოფენ

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამი დღის წინ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე ხალხის მიყვანა გამგეობებს დაავალა. თუმცა გამგეობებმა დავალება წარმატებით ვერ შეასრულეს. „ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით. დიდ რაიონებს (სამგორი, გლდანი, საბურთალო, ისანი, ნაძალადევი) 1 000- 1 000 ადამიანის მოყვანა დაევალა, შედარებით პატარა რაიონებს 500-500 (მთაწმინდა, ვაკე, […]
დიდთოვლობის გამო რიკოთზე ასობით ტრაილერი მესამე დღეა გზის გახსნას ელოდება

უამინდობამ საქართველოში პრობლემები შექმნა. დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკვშირებელ მთავარ მაგისტრალზე დიდთოვლობის გამო გადაადგილების პრობლემებია. რიკოთზე ავარიების რისკის გამო შეიზღუდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. 3 დღის განმავლობაში ასობით ტრაილერის მძღოლი სურამის მისადგომებთანაა გაჩერებული. მძღოლები ამბობენ, რომ საკვების და საწვავის რესურსი ეწურებათ. ისინი შესაბამის უწყებებისგან დახმარებას ითხოვენ. 3 დღეა აქ ვდგავართ. არანაირი ყურადღება. გზას ჩვენ თითონაც […]
ესტონეთმა ირაკლი კობახიძე დაასანქცირა – შავ სიაშია კიდევ 13 მაღალჩინოსანი – მარგუს ცაჰკნა

ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს. ცაჰკნა ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს რეაგირებისკენ. „ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა კრიმინალურია და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირებისა და ქმედებებისკენ“, – წერს ცაჰკნა.
„სახელმწიფო გადატრიალების მეორე მცდელობა“ – სამხრეთ კორეის პრეზიდენტს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება აეკრძალა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც წარუმატებელი გამოდგა იუნ სუკ იოლის მცდელობა, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შემოეღო, თუმცა, შემდგომში ასევე უშედეგო აღმოჩნდა სამხრეთ კორეის ლიდერის გადაყენების მცდელობაც. ვითარება კვლავ დაძაბული რჩება: ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს „სახელმწიფო გადატრიალების მეორე მცდელობის“ დაგეგმვაში ადანაშაულებენ და ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებას აპირებენ. სამხრეთ კორეის […]
ქუთაისში მანქანა გატეხეს – წაღებულია ფული და ნივთები

ქუთაისში მანქანა გატეხეს – წაღებულია ფული და ნივთები ქუთაისში, ტყიბულის ქუჩაზე “ტოიოტას” მარკის ავტომობილი გატეხეს. დაუდგენელმა პირებმა მანქანის მინა ჩაამსხვრიეს და ავტომობილიდან ნივთები და 200-ლარამდე თანხა მოიპარეს. “ვურჩევ, საკუთარი ფეხით მოვიდეს, სუფთად უმუშავია, თუმცა ერთი დავიწყებია, უკან კარის სახელურზე ანაბეჭდი აქვს დარჩენილი. ან საღამომდე გამოჩნდება, ან მივმართავ პოლიციას”, – ამბობს დაზარალებული.
თბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგი

თბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგი დღეს, 15 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი. აქციები გაიმართება: 14:00 – რესტავრატორ/კონსერვატორები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოსთვის – კულტურის სამინისტრო; 16:00 – ქართველი ფანების მსვლელობა ფილარმონიიდან; 16:00 – ხელოვანების მარში – მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე; 17:00 – დამკვირვებლების მარში – ფილარმონიიდან პარლამენტამდე; 18:00 – მარში – ESM-ელები ევროპისკენ! ვაჟა-ფშაველას 40-დან პარლამენტამდე; 18:00 […]