ვალერიან გუნიას სახელმწიფო თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა კანონპროექტზე „ხელოვანის სტატუსის შესახებ“ მუშაობა დაასრულა და განსახილველად პარლამენტს გადაეცა

ვალერიან გუნიას სახელმწიფო თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა კანონპროექტზე „ხელოვანის სტატუსის შესახებ“ მუშაობა დაასრულა. საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეცა. ვალერიან გუნიას სახელმწიფო თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის ცნობით, პროექტი ნორვეგიის სამეფოს დაფინანსებული UNESCO-Aschberg-ის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა და ხელოვანთა სტატუსის დაცვის შესახებ იუნესკოს 1980 წლის რეკომენდაციას ეფუძნებოდა. „რეკომენდაცია მოიცავდა რვა მიმართულებას: სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო, სამართლიანი ანაზღაურება […]
„ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების გაყალბებისგან დასაცავად საერთო სისტემის შექმნისკენ მოუწოდებს

„ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების გაყალბებისგან დასაცავად საერთო სისტემის შექმნისკენ მოუწოდებს. „ევროპულ-დემოკრატიული ერთობის“ ლიდერის, გიორგი თავდგირიძის განცხადებით, ქვეყანას წინ რთული არჩევნები ელის და არსებულ ვითარებაში ამომრჩეველთა ხმების და არჩევნების შედეგების დაცვა საერთო სისტემით უნდა მოხდეს. „ოპოზიციური სპექტრი ურთულესი ამოცანების წინაშე დგას. იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, “ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. არსებული საარჩევნო კოდექსი, […]
პეტრე ცისკარიშვილი – შვეიცარიის სამიტზე მიწვეულები არიან ქვეყნები, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ – საქართველოს ხელისუფლება არ არის მიწვეული, სამწუხაროდ, ისინი კრემლის სამსახურში დგანან

შვეიცარიის სამიტზე მიწვეულები არიან ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და არა პირიქით. აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლება არ არის მიწვეული, მაგრამ რომც მიეწვიათ, რუსეთის მხრიდან შეზღუდვა იქნებოდა, რადგან სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება კრემლის სამსახურში დგას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება იმ რიგებში არ დგას, რომელიც უკრაინას […]
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. შსს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, იმყოფებოდნენ, 13 ივნისს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელში, აღაიანში, სადაც გარდაცვლილი გმირის ოჯახის წევრებთან ერთად, მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ინფორმაციის თანახმად, ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს […]
განათლების მინისტრი – 2026 წელს, სავარაუდოდ, შევძლებთ საბაზო და საშუალო საფეხურის ეროვნული შეფასებების პილოტირებას

ეროვნული შეფასება აუცილებელი კომპონენტია სასკოლო საზოგადოებისთვის, იმის გასაზომად თუ როგორ ვითარდება სკოლა, მასწავლებლის შედეგების გასაზომად და რაც მთავარია მოსწავლის ტრანზიცია, იქნება ეს უმაღლეს განათლებაში თუ პროფესიულ განათლებაში , – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ეროვნულ გამოცდებს საფრთხე არ ემუქრება. „ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით აქტიურად […]
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან – დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად!

თანამედროვე, დახვეწილი და ინოვაციური კომპანია HONOR უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელთა გულის მოგებაც, სანდო ხარისხითა და მიმზიდველი დიზაინით, სწრაფად და მარტივად შეძლო. პლანშეტები, ჭკვიანი საათები, თუ ყურსასმენები – ბრენდის პროდუქციის ვრცელ ჩამონათვალში სასურველ ტექნიკას იპოვის ყველა, ვინც ხარისხის, ფასისა და თანამედროვე დიზაინის იდეალურ კომბინაციას ეძებს. თუმცა, მიუხედავად ფართო არჩევანისა, მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით […]
საქართველომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ბერლინში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოხატა – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა შეაფასა და განაცხადა, რომ ამით საქართველომ მეგობარ უკრაინას მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე კიდევ ერთხელ გამოუცხადა. კახა კალაძის თქმით, უკრაინის თანადგომას საქართველო მომავალშიც გააგრძელებს. „გუშინწინ პრემიერი იმყოფებოდა გერმანიაში, ბერლინში, სადაც უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებით გაიმართა ფორუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ […]
ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილამდე მოძრაობა 3 თვით აიკრძალება

მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობა იწყება, რის გამოც, 15 ივნისის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, მოძრაობა სრულად აიკრძალება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით. ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლება მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მოძრავ […]
სემეკმა ახალ ჰიდროელექტროსადგურებზე წარმოების ლიცენზიები გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „მესტიაჭალა ენერჯიზე“ (მესტიაჭალა 1) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ელექტროენერგიის ადგილობრივ წარმოებას კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება დაემატა. მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1“-ის დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ია, 2 აგრეგატი, თითო 10 მგვტ-იანი. საპროექტო წლიური გამომუშავება შეადგენს 69 მლნ.კვტსთ-ს. გარდა ამისა, კომისიის მიერ […]
ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა

„თქვენ მუდმივად გაინტერესებთ, რომელია შემდეგი მოდური მიმართულება ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტირებისთვის, მეორე სახლის შესაძენად, IT ან ტურისტული კომპანიის დასაარსებლად- პასუხი არის ბათუმი” ასე იწყებს European Best Destinations-ი ბათუმზე საუბარს. ევროპაში პრესტიჟული სამოგზაურო პლატფორმა ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის სწორედ ბათუმს ასახელებს. ორგანიზაციის გზამკვლევში ბათუმი მონაკოს, ნიცას, პარიზის, მილანისა და სხვა ევროპული პოპულარული ქალაქების გვერდით არის […]