მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტებს კვლავ აირჩევენ

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წევრ-კორესპონდენტებს კვლავ აირჩევენ. შესაბამის ცვლილებას მხარი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე 74 დეპუტატი იყო. ცვლილება მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წევრ-კორესპონდენტთა არჩევის წესის საკანონმდებლო რეგულირებას ითვალისწინებს. “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2009 წლის 1 მაისიდან შეწყდა აკადემიის წევრკორესპონდენტთა არჩევა, რამაც მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა გამოიწვია. 2009 წელს აკადემიის წევრთა საერთო […]

ICJ-მ უნგრეთი ევროკავშირის თავშესაფრის კანონის დარღვევისთვის €200 მილიონით დააჯარიმა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) უნგრეთი ევროკავშირის თავშესაფრის კანონის დარღვევისთვის €200 მილიონით დააჯარიმა. ამასთან ერთად, უნგრეთს მოუწევს ხარვეზების სრულად აღმოფხვრამდე ყოველდღიურად დამატებით €1 მილიონის გადახდა. 2020 წლის დეკემბერში სასამართლომ დაადგინა, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ თავშესაფრის მიღების პროცედურები შეზღუდვა მათთვის, ვინც უნგრეთში საერთაშორისო დაცვას ითხოვდნენ. შესაბამისად, უნგრეთის ხელისუფლებას ბრალად დაედო სატრანზიტო ზონებში აპლიკანტების უკანონო დაკავება, რაც სასამართლოს […]

BOG-ი მცირე და საშუალო ბიზნესებს ტექნოლოგიურ პლატფორმებზე შეღავათებს სთავაზობს (რ)

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარებას აგრძელებს და მათი საქმიანობის გამარტივების მიზნით ტექნოლოგიურ პლატფორმებზე საშეღავათო პირობებს სთავაზობს. ამიერიდან, საქართველოს ბანკის პარტნიორ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს შეუძლიათ როგორც Mastercard, ისე Visa ბიზნეს ბარათით მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური ბრენდების პლატფორმები გამოიწერონ და მიიღონ ფასდაკლება, ქეშბექი ან ისარგებლონ უფასო სერვისებით. აღნიშნული შეთავაზება Google-ის, Hotjar-ის, Microsoft-ის, Monday.com-ის, Notion-ის და […]

მოსკოვის ბირჟის სანქცირების ფონზე, რუსული საბროკერო ანგარიშებიდან $ და € ვერ გააქვთ

მოსკოვის ბირჟისთვის აშშ-ს მიერ დაწესებული ახალი სანქციების ფონზე, უდიდესმა რუსულმა საფინანსო კომპანიებმა, Финам-მა და БКС-მ კლიენტებს საბროკერო ანგარიშებიდან აშშ დოლარის, ევროსა და ჰონგ-კონგის დოლარის გატანის შესაძლებლობა შეუჩერა. “დაგვჭირდება გარკვეული დრო, რომ მივიღოთ მონაცემები ბირჟიდან დაბლოკილი თანხების შესახებ, გავაკეთოთ შიდა გამოთვლები და მივიღოთ საჭირო ზომები, რათა ინვესტორებმა საკუთარი სახსრების მართვის შესაძლებლობა მიიღონ.” – ამბობენ Финам-ში. Финам-ი […]

მსოფლიოს 10 უძლიერესი ქალი სენტ-ლუისში შეიკრიბა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში სტარტი აიღო საჭადრაკო სამყაროში ყველაზე პრესტიჟულმა შეჯიბრებამ “კაირნსის თასმა” მსოფლიოს უძლიერესი ქალი – მოჭადრაკეების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ტურნირში პერსონალურად მიწვეულია და სასტარტო რეიტინგ-სიის მესამე ნომერია ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე. სასტარტო სია: · ტან ჟონგი (ჩინეთი; 2540); · მარია მუზიჩუკი (უკრაინა; 2510); · ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2506) · ანა მუზიჩუკი […]

გიორგი ამილახვარი – მინისტრს, რომელსაც კანონისმიერი უფლება აქვს, არც ერთი დისკრეცია არ გამომიყენებია – სკოლის დირექტორობის კანდიდატები თავად სასკოლო საზოგადოების მხრიდან აირჩა – ეს არის ჩვენი გამიზნული პოლიტიკა

მინისტრს, რომელსაც კანონისმიერი უფლება აქვს, არც ერთი დისკრეცია არ გამომიყენებია. თითოეული მათგანი [დირექტორობის კონკურსის კანდიდატები] თავად სასკოლო საზოგადოების მხრიდან აირჩა – სწორედ ამ მიდგომით მიმდინარეობს 1221 საჯარო სკოლაში კონკურსი, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საწინააღმდეგო აზრის მქონე ოპონენტებიდან ვერავინ დაასახელა, რომ […]

გურამ მაჭარაშვილი – ერთი კაცი და მით უმეტეს პოლიციელები მაჩვენეთ, ვინც გუბაზ სანიკიძემ შეაშინა – მისი განცხადება მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი და კრიმინალურია

ერთი კაცი და მით უმეტეს პოლიციელები მაჩვენეთ, ვინც გუბაზ სანიკიძემ შეაშინა – ეს რეალურად მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი და კრიმინალური განცხადებაა, – ამის შესახებ “ხალხის ძალის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს განცხადება, აჩვენებს “თუ რა ფსიქოლოგიის ხალხთან გვაქვს საქმე”. “ეს რეალურად მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი და კრიმინალური განცხადებაა. მაგრამ გუბაზ […]

ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა

ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. „თქვენ მუდმივად გაინტერესებთ, რომელია შემდეგი მოდური მიმართულება ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტირებისთვის, მეორე სახლის შესაძენად, IT ან ტურისტული კომპანიის დასაარსებლად- პასუხი არის ბათუმი, – ასე იწყებს European Best Destinations-ი ბათუმზე საუბარს. ევროპაში პრესტიჟული სამოგზაურო პლატფორმა ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის სწორედ ბათუმს […]

ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის დელეგაცია მიიღო, რომელსაც აზერბაიჯანის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, რამინ მამედოვი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ სტრუქტურას შორის თანამშრომლობის ასპექტები, საქართველოში მუსლიმი თემისა და აზერბაიჯანში ქართველი მართლმადიდებელი მრევლის რელიგიური უფლებების […]

გიორგი ამილახვარმა, დეპუტატებს სამინისტროს ბილინგური განათლების პროგრამის შედეგები გააცნო

პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, დეპუტატებს სამინისტროს ბილინგური განათლების პროგრამის შედეგები გააცნო. მინისტრის თქმით, 1 წლის განმავლობაში სპეციალური პროგრამით 400 მეტი მასწავლებელი გადამზადდა. „ბილინგური განათლება მნიშვნელოვანი საკითხია ეთნიკური უმცირესობებისთვის. 1 წლის განმავლობაში სპეციალური პროგრამით, 400 მეტი მასწავლებელი გადამზადდა ორენოვანი სწავლებისთვის. 2023-2024 წლისთვის პროგრამა 184 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში ხორციელდება, რომელიც ასეთი ტიპის სკოლების 63%-ია […]