განათლების მინისტრის განცხადებით, სასკოლო კვების პროგრამის მოდელი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ თითოეული სკოლა შეისწავლა და სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოდელები დაგეგმა. გიორგი ამილახვარის თქმით, ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო, “ქართული ოცნებაა”. “საზოგადოებას მინდა სრულყოფილი ანგარიში ჩავაბარო. სამწუხაროდ, ოპონენტების ნაწილი არ არის, ამიტომ ვიცი, რომ იქნებოდა ამ თემაზე კითხვები, ამიტომ არ მინდა ვინსმეს თქმის საფუძველი დავუტოვოთ, რომ რაიმეზე თქმის […]

ბორჯომის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, პარკი წლის ბოლომდე სრული დატვირთვით იფუნქციონირებს

ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, პარკი წლის ბოლომდე სრული დატვირთვით იფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, კონკრეტული ლოკაციების მიხედვით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ხორციელდება, რაც არ აფერხებს ვიზიტორების ტერიტორიაზე გადაადგილებას. რაც, შეეხება ატრაქციონებს, პარკში ოთხი ატრაქციონი ფუნქციონირებს – ავტოდრომი, მინი-ჯეტი, მატარებელი და თვალსაწიერების (ე.წ. ეშმაკის) ბორბალი პლატოზე.

ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან – დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად

თანამედროვე, დახვეწილი და ინოვაციური კომპანია HONOR უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელთა გულის მოგებაც, სანდო ხარისხითა და მიმზიდველი დიზაინით, სწრაფად და მარტივად შეძლო. პლანშეტები, ჭკვიანი საათები, თუ ყურსასმენები – ბრენდის პროდუქციის ვრცელ ჩამონათვალში სასურველ ტექნიკას იპოვის ყველა, ვინც ხარისხის, ფასისა და თანამედროვე დიზაინის იდეალურ კომბინაციას ეძებს. თუმცა, მიუხედავად ფართო არჩევანისა, მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით […]

სალომე ზურაბიშვილი დღეს არის პირველი რადიკალი ქვეყანაში – კახა კალაძე

სალომე ზურაბიშვილი დღეს თავისი ქმედებებიდან, განცხადებებიდან გამომდინარე არის პირველი რადიკალი ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არის, ასევე, „იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელი, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით ქვეყანაში გვყავს წარმოდგენილი“. ის, ასევე, პოლიციასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ […]

საჭიროების შემთხვევაში ყაზახეთი მოსკოვის ბირჟიდან KASE-ს აქციების გამოსყიდვას განიხილავს – ყაზახური მედია

მოსკოვის ბირჟის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ყაზახეთის საფონდო ბირჟის მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მიიღება შესაბამისი ზომები – ამის შესახებ ყაზახური მედია წერს. „ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე (KASE) რაიმე ცვლილებას არ ვგეგმავთ, რადგან დღეს MOEX-ის წილი (მოსკოვის საფონდო ბირჟა) 13%-ია. როგორც მოგეხსენებათ, სანქციები ვრცელდება მათზე, რომლებიც ფლობენ 50%-ს და მეტს“, – განაცხადა ყაზახეთის ეროვნული ბანკის […]

1-ელი ივლისიდან საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება

პირველი ივლისიდან საჯარო სკოლის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა. მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ასევე ისაუბრა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით. „ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით, 2004 წლის შემდეგ პირველად, დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, სადაც […]

ვაკე-საბურთალოს ახალი გზის გვირაბიდან თამარაშვილამდე მოძრაობა ორივე მიმართულებით სამი თვით აიკრძალება

თბილისში, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე, პანდუსების მოწყობა იწყება. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების განმავლობაში მოძრაობა სრულად აიკრძალება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე მდებარე გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით. „მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობა იწყება, რის გამოც, 15 ივნისის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება“, […]

სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედების გეგმას განათლების მინისტრი ერთ-ორ თვეში გამოაცხადებს

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის სიტყვებით, “უახლოეს მომავალში იქნება კონკრეტული ხედვა და გეგმა სასკოლო კვების მასშტაბური პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით”. პარლამენტში “მინისტრს საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა დააკონკრეტა, რომ გეგმა ერთ-ორ თვეში გამოცხადდება. “საზოგადოებას მინდა დავპირდე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ალბათ ერთი-ორი თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ დეტალურად ვთქვათ კონკრეტული მოდელებით, კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლას, რომელ რეგიონში როგორ […]

თამარაშვილისა და ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, მოძრაობა 3 თვით იზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობა იწყება, რის გამოც, 15 ივნისის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, მოძრაობა სრულად აიკრძალება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით. ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლება მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და […]

2 თვის თავზე არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, დაკითხულებიც არ არიან, დაზარალებულადაც კი არ მცნეს – ალეკო ელისაშვილი

საგამოძიებო სამსახურში მისული ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ კოკა კაციტაძის უწყებაში მასზე ძალადობის საქმეზე, ორი თვის შემდეგაც კი არაფერი გაკეთებულა: „2 თვეა ასე წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას და გამძების შედეგი არის, რომ არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, დაკითხულებიც კი არ არიან. კიდევ უფრო მეტი, დაზარალებულადაც არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი, ნეკნი მომტეხეს, სახეზეც […]