ვალერიან გუნიას სახელმწიფო თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა კანონპროექტზე „ხელოვანის სტატუსის შესახებ“ მუშაობა დაასრულა და განსახილველად პარლამენტს გადაეცა

ვალერიან გუნიას სახელმწიფო თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა კანონპროექტზე „ხელოვანის სტატუსის შესახებ“ მუშაობა დაასრულა.
საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეცა.
ვალერიან გუნიას სახელმწიფო თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის ცნობით, პროექტი ნორვეგიის სამეფოს დაფინანსებული UNESCO-Aschberg-ის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა და ხელოვანთა სტატუსის დაცვის შესახებ იუნესკოს 1980 წლის რეკომენდაციას ეფუძნებოდა.
„რეკომენდაცია მოიცავდა რვა მიმართულებას: სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო, სამართლიანი ანაზღაურება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სოციალური და ეკონომიკური უფლებები, ციფრული გარემო, შეღავათიანი მკურნალობა, შემოქმედებითი თავისუფლება, თანასწორობა, ჩართულობა და მრავალფეროვნება, პასუხები კოვიდ 19-ის გამოწვევებზე.
საკანონმდებლო პროექტზე მუშაობის მიზანი გახლდათ ხელოვანთა წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, ზემოხსენებულ მიმართულებების გათვალისწინებით, რაც გულისხმობდა მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტისათვის განსახილველად შეთავაზებას.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ეტაპზე განხორციელდა ე.წ. სამაგიდო და საველე კვლევები, მათ შორის: კულტურის სფეროს საერთაშორისო ( ევროკავშირის და კორეის რესპუბლიკის) და ეროვნული კანონმდებლობების განხილვა; ჩაღრმავებული ინტერვიუები; ფოკუს ჯგუფები; დისკუსიები; სამუშაო შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში.
კვლევებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დარგის, როგორც სსიპ-ების წარმომადგენლებმა, ისე „ფრილანსერებმა“.
საკანონმდებლო ინიციატივის ხილვა შესაძლებელია მითითებულ ბმულებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/profile.php?id=61554639728448

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ