განათლების მინისტრი ოპოზიციაზე – პარლამენტის დარბაზში ვხედავთ ცარიელ სკამებს, სწორედ ასეთი დაცარიელებულები არიან შინაარსისგან და ასეთ შედეგებსაც მიიღებენ უახლოეს არჩევნებში

დღეს მე მგონი, ყველაზე ნათლად გამოჩნდა კიდევ ერთხელ ამ დარბაზში, ვის ადარდებს განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობის პოლიტიკა, თორემ კითხვების და პრობლემების მეტი რა არის, შეეძლოთ ეს შესაძლებლობა გამოეყენებინათ, ვხედავთ ცარიელ სკამებს, სწორედ ასეთი დაცარიელებულები არიან შინაარსისგან და ასეთ შედეგებსაც მიიღებენ უახლოეს არჩევნებში, – ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ოპოზიციის ნაწილის მიერ ბოიკოტის […]
„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიული ანსამბლი და პოპ-ჯგუფი გამორჩEUლი საბერძნეთში კონცერტს გამართავს

22 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტის” ქორეოგრაფიული ანსამბლი და პოპ-ჯგუფი გამორჩEUლი თესალონიკში (საბერძნეთი) კონცერტს გამართავს. „ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, ქორეოგრაფიული ანსამბლი კონცერტზე ქართულ ტრადიციულ ცეკვებს შეასრულებს, ხოლო პოპ-ჯგუფი გამორჩEUლი, როგორც ქართული ასევე უცხოური რეპერტუარით იქნება წარმოდგენილი კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს თესალონიკში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “ფესვები”. კონცერტზე დასწრება უფასოა. კონცერტი გაიმართება Cinema Kolosseon-ში. მის: Leof. Vasilissis Olgas 150, Thessaloniki, […]
ნავთობის ფასი გაიზარდა

2024 წლის 12 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 81.92 (+0.29) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76.89 (+0.13) დოლარი/ბარელზე.
ჰომოფობიური კანონი და მედიის აკრძალვები

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ლგბტ უფლებების გარდა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. 19 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიურომ ოფიციალურად ორშაბათს, 10 ივნისს დაარეგისტრირა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მისი პირველი მოსმენით მიღება მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ანუ 28 ივნისამდე იგეგმება, მეორე და მესამე მოსმენით კი საშემოდგომო სესიაზე […]
ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაისროლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 13 ივნისს, ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქების მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა ისროლა. ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (KAN) გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს ისრაელის ქალაქების თავზე გასროლილი რაკეტები, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. სამიზნე ობიექტებს შორის იყო ქალაქი საფადი, რომელიც საზღვრიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. ისრაელის სასწრაფო დახმარების ეროვნული სამსახურის ცნობით, იარაღის ნამსხვრევებისგან ორი ადამიანი დაშავდა, […]
EU შექმნის ონლაინ პლატფორმას მესამე ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებელთათვის

ევროკავშირი, თავის შრომის ბაზარზე დეფიციტის შესავსებად, მესამე ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებელთათვის, ონლაინ პლატფორმა „ნიჭიერების ფონდს“ ქმნის. ევროკავშირის საბჭო დღეს დასთანხმდა კომისიის წინადადებას, რომელიც ევროკავშირის უნარებისა და ნიჭის მობილობის პაკეტის ნაწილია და რომელიც მიზნად ისახავს კადრების მოზიდვას ევროკავშირის გარედან, ისევე როგორც მობილობის ხელშეწყობას ბლოკის შიგნით. ევროკავშირის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, „ნიჭიერთა ფონდი“ შეიქმნება, როგორც ონლაინ პლატფორმა, რომელიც […]
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ

ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები იწყებენ კამპანიას „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს გამართავენ. მათი განცხადებით, კამპანიის მიზანია მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების გაძლიერება. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები მოქალაქეებთან ერთად განიხილავენ მიმდინარე საკანონმდებლო გამოწვევებს, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგები საქართველოს მოსახლეობაზე. ასევე შეგეძლებათ დასვათ კითხვები თქვენთვის საჭირბოროტო […]
ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის სასარგებლო განაჩენი დაადგინა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის (“აზადლიგის”) ვებგვერდზე წვდომა დაიბლოკა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა. ECHR-ის განჩინების თანახმად, აზერბაიჯანის მთავრობამ თითოეულ განმცხადებელს ზიანის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯების სახით ჯამში 6000 ევრო ($6500) უნდა გადაუხადოს. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ვებგვერდი 2017 წელს […]
ხვიჩა კვარაცხელია: 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახვთ და შევეცდებით გავიმარჯვოთ

საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას საიტთან ევრო 2024-ის მოლოდინის შესახებ ისაუბრა: “ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე თამაში ყოველი ქართველი ფეხბურთელის ყველაზე დიდი ოცნება გახლდათ და ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როდესაც ამას მივაღწიეთ. თუმცა, აქ მხოლოდ დასასწრებად არ ჩამოვედით, გვინდა ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ. ამისათვის ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი […]
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმში დამატებით სამი ქალაქიდან იფრენს

რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმში დამატებით სამი ქალაქიდან იფრენს. რეისების განხორციელება 22 ივნისიდან დაიწყება. ახალი რეისები სოჭიდან, ყაზანიდან და უფადან დაიწყება. “რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ქართული კურორტები კვლავ პოპულარულია რუს ტურისტებში. ოპერატორი კომპანია TAV-Georgia-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ბათუმის აეროპორტში მგზავრთა მოძრაობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით […]