მოსკოვის ბირჟის სანქცირების ფონზე, რუსული საბროკერო ანგარიშებიდან დოლარი და ევრო ვერ გააქვთ

მოსკოვის ბირჟისთვის აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსულმა საფინანსო კომპანიებმა, Финам-მა და БКС-მ კლიენტებს საბროკერო ანგარიშებიდან აშშ დოლარის, ევროსა და ჰონგ-კონგის დოლარის გატანის შესაძლებლობა შეუჩერა. „დაგვჭირდება გარკვეული დრო, რომ მივიღოთ მონაცემები ბირჟიდან დაბლოკილი თანხების შესახებ, გავაკეთოთ შიდა გამოთვლები და მივიღოთ საჭირო ზომები, რათა ინვესტორებმა საკუთარი სახსრების მართვის შესაძლებლობა მიიღონ,” – ამბობენ Финам-ში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის […]
ელისაშვილი: ერთიანი სიაც რატომაც არა, თუ არგუმენტები იქნება

ალბათ, მარტო არ ვიქნებით. მე წითელი ხაზები ყოველთვის ძალიან მკაფიოდ მქონდა, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში – პრორუსებთან მქონდა და დარჩა, თუმცა ეს წითელი ხაზი არ არის, პირდაპირ უფსკრულია […] ახლა კი, მიმაჩნია, რომ რუსული კანონის ხელახლა შემოტანისა და მიღების შემდეგ, ვითარება ისე შეიცვალა, რომ ამასთან ერთად არ დავდგები, იმასთან ერთად არ დავდგები – ჩემი აზრით, […]
მიხეილ სააკაშვილი – პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან განაცხადა, რომ თურმე, ჩემს დროს არჩევნებზე „კარუსელები“ ტრიალებდა – ქალბატონმა სალომემ დაინახა თუ არა მასობრივი დარღვევები, რომელიც მთელმა საქართველომ 2018 წელს დაინახა, როცა ის აირჩიეს?

[სალომე ზურაბიშვილმა] ახალგაზრდებთან განაცხადა, რომ თურმე, ჩემს დროს არჩევნებზე „კარუსელები“ ტრიალებდა და ის თვითონ იყო ამის მომსწრე. ქალბატონმა სალომემ დაინახა თუ არა მასობრივი დარღვევები, რომელიც მთელმა საქართველომ 2018 წლის არჩევნებზე დაინახა, როდესაც ის აირჩიეს? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი წერს, ის აღნიშნულის თაობაზე ნიშნის […]
სომხეთის პასუხად ბელარუსმა ერევნიდან საკუთარი ელჩი გამოიხმო

დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების ფონზე, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთიდან კონსულტაციებისთვის საკუთარი ელჩი გამოიხმო. “ჩვენ ყველა ვხედავთ, რამდენად რთულია დღეს სომხეთში შიდაპოლიტიკური ვითარება, რამდენად სწრაფად მწვავდება დაპირისპირება ქვეყანაში. და სხვადასხვა ადამიანებს, რა თქმა უნდა, აქვთ სხვადასხვა ამტანობა სერიოზული ემოციური დატვირთვის მიმართ. ამის გაგება შეგვიძლია. მაგრამ არ გვესმის რა შუაშია აქ ბელარუსი?” – თქვა ბელარუსის საგარეო საქმეთა […]
წითელ ზღვაში ჰუსიტებმა კიდევ ერთ გემზე მიიტანეს იერიში

წითელ ზღვაში, ადენის ყურეში სავარაუდოდ ჰუსიტებმა კიდევ ერთ კომერციულ გემზე მიიტანეს იერიში. როგორც ცნობილია, იემენის ტერიტორიიდან რამდენიმე რაკეტა გაისროლეს. დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის ცნობით გემს რაკეტებით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ასევე დაადასტურა კერძო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-მ. მათი ცნობით, კომერციული ხომალდის ეკიპაჟმა რადიო სიგნალის საშუალებით მოახერხა მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მათ […]
ხვალ 7-ქალა იწყებს

საქართველოს 7-ქალა ხვალ ზაგრებში (ხორვატია) 2024 წლის რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპს იწყებს. 14 ივნისს გოგონები ჯგუფური ეტაპის ორ თამაშს გამართავენ – საქართველოს დროით 12 საათზე ისრაელთან და 17 საათზე ნორვეგიასთან. ჯაბა მალაღურაძის შეგირდები ჯგუფურ ეტაპს 15 ივნისს 12:52 საათზე ფინეთთან ასრულებენ და იმავე დღეს ითამაშებენ მეოთხედფინალს, ნახევარფინალები და ფინალები კი 16 ივნისსაა ჩანიშნული. ზაგრების […]
პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს, ხ.გ.-ს და ი.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში კანიონის მშენებლობასთან […]
სემეკმა ახალ ჰიდროელექტროსადგურებზე წარმოების ლიცენზიები გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „მესტიაჭალა ენერჯიზე“ (მესტიაჭალა 1) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ელექტროენერგიის ადგილობრივ წარმოებას კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება დაემატა. მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1“-ის დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ია, 2 აგრეგატი, თითო 10 მგვტ-იანი. საპროექტო წლიური გამომუშავება შეადგენს 69 მლნ.კვტსთ-ს. გარდა ამისა, კომისიის მიერ […]
Red Wings-ი ბათუმში კიდევ 3 ქალაქიდან – ყაზანიდან, სოჭიდან და უფადანაც იფრენს

ფართოვდება რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების არეალი. რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ მანამდე მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მარშრუტზე რეისები დააანონსა. დღეს კი ცნობილი გახდა რომ Red Wings -ი ბათუმის მიმართულებით 3 ახალ რეისს ამატებს. სოჭი-ბათუმი-სოჭის მიმართულებით ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა 2024 წლის 22 ივნისიდან 26 ოქტომბრის პერიოდშია გახსნილი. რეისები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათობით და შაბათობით შესრულდება. ყაზანი-ბათუმი-ყაზანის რეისზე ფრენა 2024 წლის 7 ივლისიდან […]
20 წ. | ინგლისთან გამარჯვების შემდეგ

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ექვსი ერის ჩემპიონ ინგლისს „ავჭალაზე“ 45:17 ვძლიეთ. ეს გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მას შემდეგ, რაც მეტოქეს 5 დღის წინ 7:31 ჩამოვრჩით. „პირველი თამაშის შემდეგ ასეთი გადაწყობა ძალიან რთულია. სწორედ ეს ვუთხარით ბიჭებს სამწვრთნელო შტაბმა და მათ სასახელოდ უნდა ითქვას, ის მოახერხეს, რაც ძალიან ცოტას შეუძლია. მეუხერხულება, ისევ მე რომ ვდგავარ […]