“ქართველები არ დანებდებიან!” – პრეზიდენტი

“ქართველები არ დანებდებიან!” – პრეზიდენტი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს : “14/12/2023 საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველებმა გადადგეს ყველა შესაძლო ნაბიჯი ევროკავშირის გზის წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ გააუქმონ ის. კანონ-კანონ [ყოველი კანონის მიღების შემდეგ] საქართველო რუსეთად იქცევა. მაგრამ ქართველები არ დანებდებიან!

“უოტფორდის” გამარჯვება და ჩაკვეტაძის მაღალი შეფასებები

ჩემპიონშიფის ოცდამეერთე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „ვესტ ბრომვიჩი“ 2:1 დაამარცხა. დუბლი ვაკუნ ბაიომ შეასრულა, რომელსაც ორივე საგოლე გადაცემა როკო ვატამ გაუკეთა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ბაიოს შემდეგ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: whoscored 8.2, sofascore 7.9, flashscore 7.9. „უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 34 ქულით მეშვიდე ადგილზეა […]

აშშ-ში, უკვე ერთი თვეა, მოსახლეობა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ამჩნევს

აშშ-ში, ნიუ ჯერსიში ადგილობრივები, უკვე ერთი თვეა, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ამჩნევენ. მფრინავი ობიექტები, რომლებზეც ვარაუდობენ, რომ დრონები არიან, მოსახლეობაში შიშს იწვევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის ხელისუფლება ჯერჯერობით საბოლოო პასუხს ვერ იძლევა მფრინავი ობიექტების შესახებ და მხოლოდ ის ითქვა, რომ ობიექტები საზოგადოების ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯონ კირბიმ, […]

სანქცირებული კობახიძე რეალური და ქმედითი პრემიერი ვეღარ იქნება – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ესტონეთის და ლიეტუვის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე ქმედითი პრემიერ-მინისტრები ვეღა იქნება, რადგან ის საგარეო პოლიტიკას ვეღარ აწარმოებს. მისი თქმით, კობახიძეს მოქმედებების დიაპაზონი აღარ ექნება, შესაბამისადა, ვეც თაის უფლებამოსილებას შეასრულებს ჯეროვნად. ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ ქვეყნების სია, რომლებიც “ოცნების” მაღალჩინოსნებს დაასანქცირებს, კიდევ გაიზრდება. “პრემიერ-მინისტრი რომ სანქცირებულია ევროკავშირის ერთი, ორი […]

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროქსელისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურების აღდგენას 155,2 მლნ დოლარი სჭირდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროქსელისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურების აღდგენის ხარჯები 155,2 მლნ დოლარს (16 მლრდ რუბლი) შეადგენს. ამის შესახებ დე-ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ „საზოგადოებრივი პალატის“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, „ახლა რესპუბლიკის ელექტრო ქსელი ავარიულია, ტექნიკური დანაკარგები 30%-ს აღწევს“. კითხვაზე, როგორ გადაწყდება მომავალში მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი, ნანბამ უპასუხა, რომ განიხილება რეგიონის გაზიფიცირების შესაძლებლობა. […]

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და დაკავებულ დეკანს და ოთხ სტუდენტს სოლიდარობა გამოუცხადეს

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. სტუდენტებმა დაკავებულ დეკანს და ოთხ სტუდენტს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ იმედი აქვთ, რომ „სიმართლე გაიმარჯვებს და დაკავებულები დროულად გათავისუფლდებიან“. სტუდენტებმა სიმბოლურად სიჩუმის წუთები მოაწყვეს. ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს და ოთხ სტუდენტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, […]

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ევროკავშირის მხარდამჭერი ბანერები. პარლამენტთან ნაძვის ხეზე აქციის მონაწილეების მიერ გაკეთებული ბანერებია განთავსებული, წარწერით: „ყალბი მთავრობა და პრეზიდენტი, გამოდი, რუსული რეჟიმი შენამდეც მოაღწევს, დაასანქცირეთ დამნაშავეები“. ადგილზე მობილიზებული […]

კანონ-კანონ საქართველო რუსეთად იქცევა, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან! – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

კანონ-კანონ საქართველო რუსეთად იქცევა, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ „ერთპარტიულმა მმართველებმა“ ყველა ნაბიჯი გადადგეს, რათა ევროკავშირისკენ გზა გააუქმონ. “2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველებმა ევროკავშირის გზის წინააღმდეგ ყველა შესაძლო […]

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ხვალ საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 16 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. ევროპული საბჭოს ვებგვერდის თანახმად, საგარეო საქმეთა საბჭო გაცვლის მოსაზრებებს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. დღის წესრიგის თანახმად, […]

ბათუმში მასწავლებელთა აქცია გაიმართა

“უსაფრთხო გარემო”, “ღირსეული ცხოვრება”, “გამოხატვის თავისუფლება”, “ხარისხიანი განათლება”, “ბავშვებზე მოძალადე რუსულ რეჟიმს არ შევეგუებით” – ეწერა მასწავლებელთა თვითორგანიზებული ჯგუფის მიერ მოწყობილ აქციის მონაწილეთა ტრანსპარანტებზე. ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა ლია გოლიაძემ თქვა რომ ყველაზე მთავარი მოთხოვნა კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესრულებაა: “ევროპული არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა და ეს არის ჩვენი შვილების მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი. რა […]