სალომე ზურაბიშვილი – ყოველი მომდევნო კანონით საქართველო რუსეთად იქცევა, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან

ყოველი მომდევნო კანონით საქართველო რუსეთად იქცევა, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ „ერთპარტიულმა მმართველებმა“ ყველა ნაბიჯი გადადგეს, რათა ევროკავშირისკენ გზა გააუქმონ. “2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველებმა ევროკავშირის გზის წინააღმდეგ […]

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ხვალ საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 16 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. ევროპული საბჭოს ვებგვერდის თანახმად, საგარეო საქმეთა საბჭო გაცვლის მოსაზრებებს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. დღის წესრიგის თანახმად, […]

“რაზე ქონდათ გათვლა გუშინ? – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და გუშინდელი დღის გეგმაზე საუბრობს. “ორი დღეა ვფიქრობ და ვერაფრით მოვიფიქრე, რაზე ქონდათ გათვლა გუშინ? აი, ხომ დასხდნენ “ოცნების” ტვინები და ხომ დაგეგემეს, რომ ყაველაშივილის არჩევის დღეს საღამოს ნაძვის ხის ანთების კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ პარლამენტის წინ, იქ სადაც ამდენი დღეა ათასობით ადამიანი იკრიბება? ჰოდა, რისი იმედი ქონდათ? რომ […]

სალომე ზურაბიშვილს მოუწევს დამორჩილება იმ რეგულაციის, რომელიც მისი ორბელიანების სასახლიდან გამოსვლას და იქ მიხეილ ყაველაშვილის შესვლას გულისხმობს

როდესაც ლეგიტიმაციაზე საუბრობენ, კარგად ჩანს, რომ ზურაბიშვილიც და დანარჩენი რადიკალური ოპოზიციაც საკუთარი ლეგიტიმაციის პრობლემას ასახელებენ. ლეგიტიმაციაა, რომელიც, ერთი მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ და, მეორე მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ლეგიტიმაციის პრობლემა სწორედ ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას უდგათ. „1 120 000 ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“, ჩათვალეთ, ირიბად მიხეილ […]

“უნდა იყოს გამჭვირვალე, რომელ ბიზნესს რა პოზიცია აქვს დღეს” – გიორგი ჩუგოშვილი Freebusiness.ge-ის მისიაზე (bm.ge)

Freebusiness.ge ეს არის პლატფორმა, სადაც არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესები აფიქსირებენ თავის პოზიციას და უერთდებიან ორ ძირითად მოთხოვნას: ახალი არჩევნების დანიშვნას და საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა ახალ წლამდე გათავისუფლებას. ახალი პლატფორმის იდეასა და მნიშვნელობაზე, მისი მუშაობის პრინციპებზე, ვებგვერდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა BMG Tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ ისაუბრა. როგორც გადაცემის წამყვანმა გიორგი ისაკაძემ აღნიშნა, Freebusiness.ge […]

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისთვის სესხის გაგრძელების გარეშე დაამტკიცა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) მოიწონა. დოკუმენტი არ შეიცავს დებულებას „უკრაინაში დემოკრატიის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოქმედების გაგრძელების შესახებ. აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის მიერ თავდაცვის კანონპროექტის დამტკიცების შესახებ წამყვანი პოლიტიკური ვებ-საიტი „ჰილი“ (The Hill) იუწყება. გადაწყვეტილებას 281-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 140-მა კანონმდებელმა (16 რესპუბლიკელი და 124 დემოკრატი) მისცა ხმა. […]

“შავი ლომი” სტუმრად “სქარლეთსთან” დამარცხდა [VIDEO]

ჩელენჯ თასის მეორე ტურში „შავი ლომი“ გასვლაზე „სქარლეთსთან“ 18:36 დამარცხდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 19:11 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართული გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და გამარჯვება მეტოქემ მოიპოვა. “შავი ლომიდან” ლელო ლუკა ივანიშვილმა და მიხეილ ბაბუნაშვილმა გაიტანეს, ლუკა მატკავამ კი ორი საჯარიმო ზუსტად შეასრულა. „შავ ლომს“ ერთი მოგება აქვს და შემდეგ შეხვედრას 11 […]

“სანქცირების შემდეგ პრემიერი არის “პაროდია”” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ესტონეთის და ლიეტუვის სანქციების სიაზე საუბრისას, მედიასთან განმარტავს რომ სანქციების შემდეგ პრემიერი არია პაროდია. “პრემიერ-მინისტრი რომ სანქცირებულია ევროკავშირის ერთი, ორი ან უფრო მეტი ქვეყნის მიერ, ეს ნიშნავს, რომ ის ვერ განახორციელებს თავის უფლებამოვალეობას. მისი მოვალეობა რა არის? რომ საგარეო პოლიტიკური აქტივობები ჰქონდეს. ურთიერთობების დეგრადაციის პროცესი უკვე იმ დონეზეა, რომ კანონზომიერია, რომ ეს […]

ევროკავშირი რუსეთის სანქციების სიას აფართოებს – თინა კანდელაკი, 17 სხვა პირი და 3 ორგანიზებული ჯგუფი

ბრიუსელში რადიო თავისუფლების ახალი ამბების ცენტრალური სამსახურის წყაროების ცნობით, ორშაბათს, 16 დეკემბერს ევროკავშირი გააფართოვებს რუსეთის „ჰიბრიდული საფრთხეებთან“ დაკავშირებულ სანქცირების რეჟიმს – სანქციებს დაუწესებს კიდევ 18 ადამიანსა და 3 კომპანიას. მათ შორისაა საქართველოში დაბადებული, რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე. ჰოლდინგი მართავს რუსეთში ყველაზე დიდ პროპაგანდისტულ სატელევიზიო […]

პარლამენტთან მიმდინარე აქციას „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან შეუერთდება

რესპუბლიკის მოედნიდან „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების ერთობლივი საპროტესტო მარში იმართება. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზა. მათ გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისმის შეძახილები: “საქართველო”. დღეს თბილისში რამდენიმე მსვლელობა მიმდინარეობდა, მათ შორის გაიმართა ხელოვანების, რესტავრატორების, საფეხბურთო კლუბების ფანების მარშები. დაგეგმილია ვეტერინარებისა და ცხოველთამოყვარულების მარში. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის […]