საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან დღეს გამართავს. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამასთან, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ, დასწრება უფასო იქნება.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივნისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში გომეწარი, ბარისახო, მაღაროსკარი, ხარტიშო და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ფასანაურში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
კახა კალაძე – მიხეილ მესხის სტადიონზე დამონტაჟებული იქნება ექვსი დიდი ეკრანი და გულშემატკივარს საშუალება ექნება, ტრიბუნებიდან უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამჟამად, სტადიონზე ექვსი დიდი ეკრანი მონტაჟდება, ასევე, სტადიონის გარეთ მოწყობილია კვების ზონა. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად ადგილზე გაეცნო. „ხვალ მართლაც ძალიან დიდი დღეა. დღე, რომელსაც ქართველი […]
ისტორიაში მე-18-ედ – “ბოსტონ სელტიქსი” NBA-ის ჩემპიონია! [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალურ სერიაში “ბოსტონ სელტიქსმა” 106:88 დაამარცხა (4:1) და NBA-ის ჩემპიონი ისტორიაში მე-18-ედ გახდა. “მწვანეებმა” აღნიშნული ტიტულის მოგება ისტორიაში ყველაზე მეტჯერ შეძლეს და ამ მაჩვენებლით “ლეიკერსს” გადაასწრეს. ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე ჯეილენ ბრაუნი გახდა, “ბოსტონის” კალათბურთელი სუპერფინალურ სერიაში საშუალოდ 20.8 ქულას, 5.4 მოხსნას და 5.0 ასისტს აგროვებდა. “სელტიქსი” NBA-ის გამარჯვებული 2008 წლის შემდეგ […]
რუსეთში ისევ იწვის ნავთობის რეზერვუარები

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვის რაიონში. რეგიონის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს. გოლუბევის წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის ფართობი 5 000 მ³-ია. ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო მატარებელსაც იყენებენ. […]
როსტოვში, დრონით თავდასხმის შემდეგ, ნავთობპროდუქტების ავზები იწვის

როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების ავზებს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი იუწყება. „აზოვში, დრონით თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების ავზებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, – წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში. მისი ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები არიან ჩართული.
მიგრანტების ორი ნავის ჩაძირვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი – დაკარგულად ითვლება

სამხრეთ იტალიის სანაპიროებთან, ორი ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია RESQSHIP-მა განაცხადა, რომ კუნძულ ლამპედუზას მახლობლად ხის ნავიდან 51 ადამიანი გამოიყვენეს და 10 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გადარჩენილები იტალიის სანაპირო დაცვას გადასცეს, დაღუპულები კი კუნძულზე გადაასვენეს. გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR), მიგრაციის […]
ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელობის კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. სააგენტო dpa-ს წყაროების თანახმად, დიპლომატებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის არჩევა ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, თუ ყოველ 2.5 წელიწადში. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, თანამდებობას მეორე […]
მშვიდობის სამიტის კომუნიკეს ხელმომწერ ქვეყნებს კიდევ ერთი ქვეყანა გამოაკლდა

ერაყისა და იორდანიის შემდეგ, შვეიცარიაში გამართული მშვიდობის გლობალური სამიტის ერთობლივი კომუნიკეს ხელმომწერ ქვეყნებს კიდევ ერთი ქვეყანა, რუანდა გამოაკლდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სიას დაემატა მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც, 16 ივნისის მდგომარეობით, ხელმომწერთა შორის არ იყო. შეგახსენებთ, შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გამართული უკრაინის მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი კომუნიკე მიიღეს, რომელსაც, თავდაპირველად, ხელს აწერდა 80 ქვეყანა, […]
ვინჩენცო მონტელა: საქართველო ძალიან რთული მეტოქეა – ადვილი მატჩი არ გველის

საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ისაუბრა: „გვინდა გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ. გუნდში კარგი ახალგაზრდები და გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ შანსი გვაქვს. რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო დაგვაკლდა, მაგრამ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ და გამარჯვების გვჯეროდეს. ბოლო ორ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი ვერ გადავლახეთ, ამიტომ სტარტზე მოგება გვჭირდება. საქართველო ძალიან რთული მეტოქეა. ბურთიანადაც […]