ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მიმდინარე კვირაში გაიმართება

პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვები მიმდინარე კვირაში გაიმართება. მმართველი გუნდი კანონპროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობაზე უარის თქმა რადიკალური ოპოზიციის ინტერესების მორიგი ლუსტრაციაა, რასაც საზოგადოება პასუხს ოქტომბრის არჩევნებით გასცემს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 ივნისს – ვალუტის ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8689 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.8688 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0723 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.0682 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.

ერთ ადამიანს დრონების დიდი გუნდის კონტროლი შეუძლია

მიმდინარე ექსპერტიმენტები ადასტურებს, რომ დრონების მთელი გუნდის, თუ სახმელეთო რობოტების მართვა ერთ ადამიანსაც შეუძლია. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად მომუშავე მეცნიერები ამბობენ, რომ ამ რობოტული ტექნოლოგიების გამოყენება არამარტო სამხედრო, არამედ სამოქალაქო მიზნებითაც შეიძლება.

ხვიჩა კვარაცხელია: როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვიფიქრე – “მე აქ ვერ გავჩერდები”, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე

ხვიჩა კვარაცხელია: როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვიფიქრე – “მე აქ ვერ გავჩერდები”, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე Theplayerstribune-ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ვრცე­ლი და ემო­ცი­უ­რი ბლო­გი გა­მოქ­ვეყ­ნდა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და “ნა­პო­ლის“ ლი­დე­რი იხ­სე­ნებს ბავ­შვო­ბას, წერს სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ნე­ა­პოლ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე, სა­ბერ­ძნეთ­თან ჩა­ტა­რე­ბულ ის­ტო­რი­ულ მატჩსა და ევრო 2024-ის მო­ლო­დი­ნებ­ზე: “კარგი, მოდი ასეთი რამე ვცადოთ. კითხე […]

გურამ კაშია მიმართვას ავრცელებს

ევრო 2024-ზე გასვლა ძალიან ემოციური იყო, ეს კადრები ყველამ ნახა. ძალიან ამაყები ვიყავით, მთელი საქართველო ზეიმობდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ზეიმის დრო აღარ არის. გვსურს, რომ შევასრულოთ ის გეგმა, რისთვისაც ვართ ჩამოსულები, – ამის შესახებ დორტმუნდში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა. „ვიცი, რომ ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ ის შემოსავალი, რაც […]

“მიწისძვრები მოიმატებს” – გოგა მანიას გაფრთხილება

ეზოთერიკოსი, გოგო მანია „პრაიმტაიმთან“ ახალ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოში, მიწისძვრები მოიმატებს და ის მოსახლეობას ურჩევს, წელს რაჭაში დასვენებისგან თავი შეიკავონ და ზღვისპირა ქალაქებთანაც ფრთხილად იყვნენ. „მინდა, ახალ ვირუსზე ვისაუბრო, რომელიც ინდოეთში გავრცელდება და წელს ყველაზე მეტი ადამიანი ინდოეთში გარდაიცვლება. ასევე საფრთხეა იმისა, რომ ეს ვირუსი სხვა ქვეყნებში გავრცელდეს. სიცხე ძალიან […]

ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. „თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა […]

უკრაინელებმა რუსების გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. „უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებისა და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების საბრძოლო მუშაობის შედეგად, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ყველა Shahed-ი ჩამოაგდეს“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. მათივე ცნობით, ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.

ევროკავშირში ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ ვინ უნდა დაიკავოს უმაღლესი თანამდებობები

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ გაერთიანების უმაღლესი თანამდებობის პირების დანიშვნაზე. საკითხი 17 ივნისს განიხილებოდა ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა. შუაღამის შემდეგ, 18 ივნისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის. ევროკომისიის პრეზიდენტობა მეორე ვადით სურს გერმანელ ურზულა ფონ დერ ლაიენს. ის წარმოადგენს მემარჯვენე-ცენტრისტულ ევროპის სახალხო პარტიას, […]

როსტოვში, დრონით თავდასხმის შემდეგ, ნავთობპროდუქტების რეზერვუარები იწვის

როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების რეზერვუარებსცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი იუწყება. „აზოვში, დრონით თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, – წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში. მისი ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები არიან ჩართული.