საფრანგეთმა ავსტრიას მოუგო – მბაპე საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, D ჯგუფში საფრანგეთმა ავსტრია 1:0 დაამარცხა. კილიან მბაპემ კევინ დანზოსთან შეჯახების შემდეგ ცხვირის ტრავმა მიიღო, სისხლი წამოუვიდა, საავადმყოფოში წაიყვანეს და შეიძლება ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს. 21 ივნისს ავსტრია პოლონეთს, საფრანგეთი კი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ავსტრია – საფრანგეთი 0:1 გოლი: ვიობერი (38, საკ. კარში)
ევროკავშირში ბლოკის უზენაეს თანამდებობებზე კანდიდატებს განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერებმა 17 ივნისს განიხილეს ევროკავშირის უმაღლესი პოზიციების კანდიდატები. მოსალოდნელია, რომ დისკუსიების შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება 27-28 ივნისის სამიტზე და ურზულა ფონ დერ ლაიენი, სავარაუდოდ, მეორედ უხელმძღვანელებს ევროკომისიას. ევროპარლამენტის 6-9 ივნისს გამართულ არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გაიმარჯვა. ამ არჩევნების შედეგად, ფონ დერ ლაიენს, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირის (CDU) წარმომადგენელია, რომელიც არის EPP-ის ნაწილი, უფლება აქვს ხელმძღვანელობდეს […]
7-ქალა | ისტორიული შედეგით ზაგრებიდან

საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის პირველ, ზაგრების (ხორვატია) ეტაპზე ისტორიულ შედეგს უწია. ჯაბა მალაღურაძის გოგონებმა 6-იდან 5 თამაში მოიგეს, აქედან 4 (!) მშრალი ანგარიშით და პირველად ისტორიაში, ალაფის ფინალში გავიდნენ. ჯგუფურ ეტაპზე ისრაელის 27:0 და ნორვეგიის 25:0 დამარცხების შემდეგ, საქართველომ ფინეთს დაძაბულ ბრძოლაში 15:12 სძლია. ფინელებს სამივე ლელო მარიამ გოგუაძემ გაუტანა და ჯგუფში პირველი ადგილი […]
იერუსალიმში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე ნეთანიაჰუს გადადგომა მოითხოვეს

ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, გაიმართა 17 ივნისს იერუსალიმში. ისრაელის პოლიტიკური ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაყენებას ესწრაფვის. მრავალი ათასი ადამიანი მივიდა ისრაელის პარლამენტის შენობასთან და ნეთანიაჰუს სახლის მიმართულებით აპირებდა მსვლელობის მოწყობას. საგანგებო ომის – ერთობის – მთავრობა, გასულ კვირაში დაიშალა მას მერე, რაც ის დატოვეს ცენტრისტმა პოლიტიკოსებმა, ოპოზიციის ლიდერმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ბენი განტცმა […]
სტანო: კანონის ძალაში შესვლა უკან დახევაა EU-დან, ეს არის ფაქტი და არა – მოსაზრება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი პიტერ სტანო ეხმაურება პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას იმაზე, რომ “რუსული კანონის მიღების შემდეგ “მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა”. ფორმულამ სტანოს ჰკითხა, ასახავს თუ არა პრემიერმინისტრის ეს განცხადება რეალობას და აპირებს თუ არა კომისია, შეაფასოს დოკუმენტის სახით რუსული კანონის გავლენა ევროინტეგრაციაზე, რაზეც მან განაცხადა, რომ “კანონის მიღება და შესაძლო კონკრეტული პასუხი ევროკავშირის […]
“რა საფრთხეს ხედავს ივანიშვილი ევროპულობაში?!” – ინტერვიუ ესტონეთის პარლამენტის წევრთან

ესტონეთის პარლამენტის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კალევ სტოიჩესკუ ამბობს, რომ მტკიცედ ემხრობა მიზანმიმართულ, კონკრეტულ სანქციებს, მათ შორის სამოგზაურო შეზღუდვებს ბიძინა ივანიშვილისა და იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებაზე არიან პასუხისმგებელნი. „ამერიკის ხმა” მას, ესტონეთის პარლამენტის მიერ, საქართველოს თაობაზე სპეციალური განცხადების დამტკიცების შემდეგ ესაუბრა. „დემოკრატიის კრიზისი“ და „ევროპულ ღირებულებებზე უარის თქმა“ – ასე შეაფასა […]
სამწუხაროა, რომ ახალ სამსახურში პიარი ყოფილი თანაგუნდელების შეურაცხყოფით გადაწყვიტა – “იმედი”-ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ყოფილ თანამშრომელზე

სამწუხაროა, რომ ახალ სამსახურში პიარი ყოფილი თანაგუნდელების შეურაცხყოფით გადაწყვიტა – “იმედი”-ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ყოფილ თანამშრომელზე „იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად, – ასე ეხმიანება „ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი „ტელეიმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომლის თამარ შარიქაძის განცხადებას. „სამწუხაროა, რომ ახალ სამსახურში […]
ფასანაურში Holiday Inn Resort-ის მართვის ქვეშ 5*-იანი სასტუმროს გახსნა წელს იგეგმება – პროცესს გზის არარსებობა აფერხებს

ფასანაურში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 2024 წლის ბოლოს – დეკემბერში იგეგმება. მის მართვაში კი საერთაშორისო ბრენდი Holiday Inn შედის. თუმცა როგორც პროექტის ინვესტორი კომპანია „არაგვი რეზორტის“ დამფუძნებელი გიორგი როსტიაშვილის BM.GE-სთან აცხადებს, სასტუმროს დათქმულ ვადაში, შესაძლოა, ვერ გაიხსნას. მიზეზი სასტუმრომდე მისასვლელი გზის არ არსებობაა. საერთაშორისო ბრენდისთვის კი მართვაში შესვლის ერთ-ერთი წინაპირობა კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაა. გიორგი როსტიაშვილი BM.GE-ის უყვება, […]
ჯონ კირბი – რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულები ვართ

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულები ვართ, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. „ჩვენ ამ ვიზიტით შეშფოთებულები არ ვართ. ის, რის შესახებაც შეშფოთებულები ვართ, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაა“, – განაცხადა ჯონ კირბიმ. კირბიმ აღნიშნა, რომ შეშფოთება მხოლოდ იმით არ არის გამოწვეული, რომ ვიზიტი […]
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის კაბინეტი დაითხოვა – The Times of Israel

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის ოფისში განმარტავენ, რომ ომის კაბინეტის შექმნა იყო პარტია „ეროვნული ერთიანობის“ თავმჯდომარის, ბენი განცის კოალიციური შეთანხმების ძირითადი მოთხოვნა. განცმა, რომელიც ომის კაბინეტის ერთ-ერთი წევრი იყო, კოალიცია გასულ კვირას დატოვა. ომთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის […]