“ივანიშვილმა და კობახიძემ შეხვედრაზე დამიძახეს და..” – ყაველაშვილი გაპრეზიდენტებაზე

“იმედის კვირასთან” მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა: “რაც შე­ე­ხე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა შეხ­ვედ­რა­ზე და­მი­ძა­ხეს. რა თქმა უნდა, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ ჩემი კან­დი­და­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბო­და გან­ხი­ლუ­ლი­ყო. ეს პრო­ცე­სი ღიად წა­რი­მარ­თა. ბრი­ფინგზეც იყო გა­ცხა­დე­ბუ­ლი, რა­ტომ მე და რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტი გავმხდა­რი­ყა­ვი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. რა თქმა უნდა, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის და მო­მე­ცა რამ­დე­ნი­მე დღე იმის­თვის, რომ გა­მე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა, […]

კობახიძე, მდინარაძე, წულუკიანი, სამხარაძე, ცაცუა, ცეკვავა – ვინ დაასანქცირა ესტონეთმა

ცნობილია ქართული ოცნების წევრებისა და მოსამართლეების სია, რომლებიც ესტონეთმა გუშინ, 15 დეკემბერს დაასანქცირა. დასანქცირებულია 14 ადამიანი. მათი სია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. · კობა ჩაგუნავა – მოსამართლე · გიორგი გაბიტაშვილი – გენერალური პროკურორი · ნინო ენუქიძე – მოსამართლე · კახა კალაძე – ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი · კოკა კაციტაძე – […]

ასეთი გადაწყვეტილება ქმნის საფრთხეს, ინვესტორმა აღარ ჩადოს ფული იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესის ინტერესებს არ ითვალისწინებენ – აკაკი ჩარგეიშვილი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ორგანულ კანონთან წინააღმდეგობაშია“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ იურისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა განუცხადა. საქმე ეხება, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, იზრდება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი საწარმოების საქმიანობებიდან მიღებული დასაბეგრი მოგების განაკვეთი. კერძოდ, მოგების გადასახადი ნაცვლად 15 პროცენტისა იქნება 20 პროცენტი. აკაკი ჩარგეიშვილის თქმით, ეს […]

შალვა პაპუაშვილი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. პაპუაშვილის თქმით, საჯარო სამსახურში მუშაობისთვის ქართული ენის ცოდნა ყოველთვის მთავარი კრიტერიუმი იქნება. „ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორც მოქმედებს პროპაგანდა და დეზინფორმაცია და რა ძალა აქვს 21-ე საუკუნეში, როგორ შეუძლია იმოქმედოს ადამიანის ტვინებზე, ემოციებზე. ეს არის რბილი ძალა, […]

დიმიტრი სამხარაძე – კალასმა თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო, ახლა დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში, დავამხოთ მთავრობაო, უნდა გუგუნებდეს ოპოზიცია – სად არიან? აი, თურმე რა დაგვიზღვევია

კალასი გამოვიდა და თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო. ახლა წესით დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, კაია კალასის ეს განცხადება პირველი ნაპერწკალი უნდა ყოფილიყო, რასაც უნდა დაენგრია ყველაფერი, ოპოზიციის მიერ კი მთავრობის დამხობის მოთხოვნა უნდა გაჟღერებულიყო, „თუმცა, ისინი არსად არიან და […]

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Air China-მ დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო. ავიაკომპანიამ, გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან BOENG 737-800-ით შეასრულა, რომელსაც 98 მგზავრი ჩამოჰყვა. ხოლო თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს ორგანიზებით, დახვედრა გაიმართა. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური […]

რუსეთში ტუროპერატორებს აფხაზეთის ტურების გაყიდვა აეკრძალათ

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აუკრძალა რუს ტუროპერატორებს ტურების გაყიდვა აფხაზეთში, როდესაც იქ არეულობები დაიწყო, განუცხადა Gazeta.ru-ს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) ვიცე-პრეზიდენტმა არტურ მურადიანმა. მურადიანის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კვლავ „ეწინააღმდეგება“ იმ ნორმების დამტკიცებას, რამაც გამოიწვია მათი პრეზიდენტის გადადგომა, „აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს საგანმანათლებლო მუშაობა აფხაზურ ბიზნესთან – აეკრძალებათ ტურისტული ნაკადი რუსეთიდან, რაც იყო მათი მთავარი […]

ქეთევან თურაზაშვილი – ალეკო ელისაშვილი დღეს საპატიმროშია, ის არის „ქართული ოცნების“ პირადი ტყვე! სრულიად შეუსაბამო მუხლით ჩასვეს ციხეში, პროვოკაცია მოუწყვეს

ალეკო ელისაშვილი დღეს საპატიმროშია, ის არის „ქართული ოცნების“ პირადი ტყვე! სრულიად შეუსაბამო მუხლით ჩასვეს ციხეში, პროვოკაცია მოუწყვეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს საქართველოში სრულიად საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან ქვეყანაში 500-მდე პოლიტპატიმარია. „რაც ალეკოს გარშემო მოხდა, ამას დაკავებასაც ვერ ვუწოდებ, რადგან ეს პროცესი იყო აბსოლუტურად გასული სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ეს […]

„ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ის საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. როგორც როგავა აღნიშნავს, ის უწყებაში 15:00 საათზეა დაბარებული. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს. დღეს, 3 საათზე ვარ დაბარებული უწყებაში, გავარკვევ, რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რა არის სიახლე. დეტალებს გაგაგებინებთ!“ – წერს გურამ როგავა. ცნობისთვის, ჟურნალისტი […]

შალვა პაპუაშვილი – ვისმენდით ელჩების და ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებებს, როგორი თეთრი, ფუმფულა და მშვიდობიანი იყო ქვების სროლა – „რას ამბობ, განა ვერ დაინახეთ ყაყაჩოები და გვირილები? ეს არ იყო ქვები და პიროტექნიკა“ – ახალისებდნენ მოძალადეებს

ვხედავდით, რომ პირველ დღეს თუ რაღაც დონის ძალადობა იყო, მეორე დღეს იყო ზოგიერთი ელჩის და ევროპელი პოლიტიკოსის [განცხადება], თუ რამდენად თეთრი, ფუმფულა და მშვიდობიანი იყო ქვების სროლა – ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად წახალისდა ეს მოძალადეთა ჯგუფი და მეტ ძალადობას ვხედავდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა. მისი […]