შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს ეხმაურება. შს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ „აღნიშნული ცვლილებები ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთანაა შესაბამისობაში“. „გვსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თითქოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პოლიციას მიენიჭა უფლებამოსილება პირი დააკავოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, […]

შალვა პაპუაშვილი – ვისმენდით ელჩების და ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებებს, როგორი თეთრი, ფუმფულა და მშვიდობიანი იყო ქვების სროლა – „რას ამბობ, განა ვერ დაინახეთ ყაყაჩოები და გვირილები? ეს არ იყო ქვები და პიროტექნიკა“ – ახალისებდნენ მოძალადეებს

ვხედავდით, რომ პირველ დღეს თუ რაღაც დონის ძალადობა იყო, მეორე დღეს იყო ზოგიერთი ელჩის და ევროპელი პოლიტიკოსის [განცხადება], თუ რამდენად თეთრი, ფუმფულა და მშვიდობიანი იყო ქვების სროლა – ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად წახალისდა ეს მოძალადეთა ჯგუფი და მეტ ძალადობას ვხედავდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა. მისი […]

პროკურატურამ სასამართლოს ელისაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართა

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. ეს ინფორმაცია ფორმულას პროკურატურაში დაუდასტურეს. პროკურატურა პატიმრობის ნაცვლად ელისაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული 3 წლამდე […]

კაია კალასი: ვიმსჯელებთ, რა შედეგები ექნება საქართველოს მთავრობის მიერ რეპრესიების გამოყენებას

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმსჯელებენ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მისაღებ ზომებზე. დღეს, 16 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა იმართება. წინასწარ ცნობილია, რომ საქართველო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება. საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კაია კალასმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების […]

პროკურატურა ელისაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე განიხილება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმე. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს – პოლიტიკოსი 6 დეკემბრის შემდეგ პატიმრობაშია, უწყებას უნდა მისთვის გირაოს შეფარდება. ინფორმაცია თავდაპირველად „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას კი პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციონერების შეხვედრის პარალელურად „ქორთიარდ მერიოტის“ მიმდებარედ მომხდარი შელაპარაკებისას დააკავეს მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონ […]

დიპლომატიური პასპორტების აკრძალვა მინიმუმია, რაც EU-მ უნდა გააკეთოს- ბუდრისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, კესტუსის ბუდრისის განცხადებით, მათ მიერ სანქცირებულ ქართველ პირებს სანქციები ევროკაშირმაც უნდა დაუწესოს. ამის შესახებ მან დღეს, 16 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. საქართველოს საკითხი ერთ-ერთია, რასაც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ამბობს, დიპლომატიური ვიზების შეზღუდვა მინისტრი მინიმუმია, რაც […]

გვარდიოლას ამჯერად ბრუნომ დასცინა – პეპს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში “სიტი” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “მანჩესტერთან” 1:2 დამარცხდა. პეპ გვარდიოლას გუნდი მატჩის დიდ ნაწილს იგებდა, თუმცა ბოლო 3 წუთში 2 გოლი გაუშვა და საბოლოოდ უქულოდ დარჩა. “ქალაქელთა” მწვრთნელს კი კარიერაში მართლაც ყველაზე ცუდი პერიოდი უდგას. ჯერ “ტოტენჰემის” ფანებმა დასცინეს და უმღერეს, რომ “დილას” გაათავისუფლებდნენ, შემდეგ ანალოგიური “ლივერპულთან” განმეორდა, რადასაც პეპ გვარდიოლამ […]

ჯანდაცვის სამინისტროსთან კურიერები აქციას მართავენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კურიერები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მათ დაკავებული კურიერის მხარდამჭერი ბანერი აქვთ მოტანილი: „თავისუფლება ირაკლის“. „ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სისტემის მიერ დაკავებულია 19 წლის კურიერი. მისი და საზოგადოების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ კურიერები. არის უამრავი დასახიჩრებული და მოწამლული ადამიანი, ჩვენ ტყუილად არ შევიკრიბეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ერთი […]

ინგოროყვას კლინიკა აქციაზე დაშავებულ 22 წლის ალექსანდრე თირქიაზე – მხედველობის ფუნქცია დაქვეითებულია, მაგრამ შენარჩუნებული, ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც – ახლა გადაწყდება რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაყვანის საკითხი

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ექიმები რეანიმაციიდან მისი პალატაში გადაყვანის საკითხზე მსჯელობენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თვალის ფუნქციის შეფასებისას დადგინდა, რომ პაციენტს შეუძლია ობიექტების გარჩევა. „ყველა პარამეტრით გაუმჯობესება გახლავთ. ცნობიერია, კონტაქტი სრულიად მყარდება, თვითონ ითხოვს წამოდგომასაც, უკვე მოხერხდა თვალის ფუნქციის შეფასება და საბედნიეროდ, მხედველობის […]

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იმდენადაა გართული რუსეთთან და იმასთან ბრძოლით, რასაც ისინი არადემოკრატიულ ქცევას უწოდებენ, რომ ნელ-ნელა იმ მეთოდებს ითვისებენ

არის გამონათქვამი: „ის, ვინც ებრძვის ურჩხულს, უნდა დაფიქრდეს, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად“ – ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იმდენადაა გართული რუსეთთან და იმასთან ბრძოლით, რასაც ისინი არადემოკრატიულ ქცევას უწოდებენ, რომ ნელ-ნელა, იმ მეთოდებს ითვისებენ, რომლებიც საქართველოს, მათ შორის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან არაერთხელ უნახავს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებული კითხვის […]