“ივანიშვილმა და კობახიძემ შეხვედრაზე დამიძახეს და..” – ყაველაშვილი გაპრეზიდენტებაზე

“იმედის კვირასთან” მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა:

“რაც შე­ე­ხე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა შეხ­ვედ­რა­ზე და­მი­ძა­ხეს. რა თქმა უნდა, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ ჩემი კან­დი­და­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბო­და გან­ხი­ლუ­ლი­ყო. ეს პრო­ცე­სი ღიად წა­რი­მარ­თა. ბრი­ფინგზეც იყო გა­ცხა­დე­ბუ­ლი, რა­ტომ მე და რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტი გავმხდა­რი­ყა­ვი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. რა თქმა უნდა, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის და მო­მე­ცა რამ­დე­ნი­მე დღე იმის­თვის, რომ გა­მე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა, რამ­დე­ნად შევ­ძლებ­დი ამ ტვირ­თის აღე­ბას. იმ დღე­ებ­ში ჩვე­ნი პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რებ­თან მოხ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და შემ­დეგ მათ­მა მხარ­და­ჭე­რამ კი­დევ უფრო მეტი სტი­მუ­ლი მომ­ცა იმის­თვის, რომ კან­დი­და­ტო­ბა­ზე თან­ხმო­ბა მი­მე­ცა.

თა­ვის­თა­ვად, ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოწ­ვე­ვე­ბი ბევ­რი მქო­ნია, თუმ­ცა იმ ჭრილ­ში, რა­ზეც გვქონ­და სა­უ­ბა­რი, რომ არ­სე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მა­ში პრე­ზი­დენ­ტის როლი, მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას სწო­რედ ისე მი­ე­წო­დოს, რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შია მო­ცე­მუ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ­მა გუნ­დმა ჩათ­ვა­ლა, რომ მე ვიქ­ნე­ბო­დი ის პი­როვ­ნე­ბა, ვინც კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ებ­ში და­აბ­რუ­ნებ­და პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია. კი­დევ ერთხელ, დიდი მად­ლო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მთელ გუნდს, რომ ჩემ მი­მართ ასე­თი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტეს” – ამბობს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­ი.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას