400-ზე მეტი კომპანია ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

“თავისუფალი ბიზნესის” გაერთიანება საერთო განცხადებას ავრცელებს, რითაც ახალი არჩევნების დანიშვნასა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს. განცხადებას 400-ზე მეტი კომპანია აწერს ხელს. “არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო […]
რუსეთი, სირია, ასადი

მოსკოვმა სირიის გაძევებულ მმართველ ბაშარ ალ-ასადს თავშესაფარი მიანიჭა. კრემლი ასადის საკვანძო მხარდამჭერი იყო მისი მთავრობის სასტიკ მცდელობებში ამბოხებულები დაემარცხებინა და ამის მეხსიერებამ შესაძლოა მოსკოვს გაუძნელოს კვლავ ფეხის მოკიდება სირიაში, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ურყევად გამოიყურებოდა Facebook Forum
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა

“ქართული ოცნების” განცხადებებისა და საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობის შემთხვევების განსახილველად, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი ესტონეთში, ზურაბ ხამაშურიძე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს. “დღეს ჩვენ დავიბარეთ საქართველოს ელჩი, რათა განგვეხილა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა და, ასევე მმართველი პარტიის განცხადება ესტონეთის შესახებ. სამწუხაროა, რომ ქვეყანა, რომელსაც მრავალი წელია, მხარს უჭერს ესტონეთი, […]
გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ბუნდესტაგში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 394-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 116-მა თავი შეიკავა, ხოლო 207-მა შოლცის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ახლა პარლამენტის დათხოვნის მიზნით გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უნდა მიმართოს. გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 […]
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები „ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. ნიღბიანი პირები სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. როგორც აქციის მონაწილემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აგრესიულად განწყობილი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წამოვიდნენ, გზად კი კიდევ რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ეს ნიღბიანი ბიჭები […]
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შუადღის ეთერის დათმობას ითხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა ტელევიზიასთან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მსვლელობით გადმოინაცვლეს. აქციის მონაწილეებს აქვთ ბანერები წარწერით: „თქვენი სტუდია – „არა“, ხალხის ეთერი“. „ფაქტია და არა პოზიცია, რომ დაკავებულია 500-მდე მომიტინგე, ნაცემია 300-ზე მეტი“. აქციის მონაწილეების მოთხოვნები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა გააჟღერა. ზაუტაშვილის თქმით, მათი მოთხოვნაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შუადღის მთლიანი ეთერი დაეთმოს საზოგადოებას […]
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა

გერმანიის პარლამენტმა ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა კოალიციური მთავრობის დაშლის შემდეგ. შოლცს ნდობა გამოუცხადა 733-დან მხოლოდ 207-მა დეპუტატმა – მისი სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წარმომადგენლებმა. უნდობლობას მხარი დაუჭირა 394-მა, თავი შეიკავა 116-მა დეპუტატმა. ნდობის მოსაპოვებლად საჭირო იყო 367 ხმის მიღება. შოლცის კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადება მოსალოდნელი იყო. პოლიტიკოსები უკვე შეთანხმდნენ ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების წინასწარ თარიღზე […]
საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შევთანხმდით – კაია კალასი

ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გააკეთა. „დემოკრატიული ქვეყნები ოპოზიციურ ხმებს არ ახშობენ, მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ. ჩვენ პოლიტიკური კონტაქტები შევამცირეთ და საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსება შევაჩერეთ. დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შევთანხმდით, ევროკომისია ამ შეთავაზებას ამავე წელს წარადგენს. […]
გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, რამაც გზა გაუხსნა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება. ოლაფ შოლცის მთავრობის წინააღმდეგ ხმა 394-მა დეპუტატმა მისცა, 207-მა მხარი დაუჭირა, 116-მა კი თავი შეიკავა. პროცედურის მიხედვით, კანცლერმა ოლაფ შოლცმა ახალა პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს უნდა მიმართოს.
ბადრი ჯაფარიძე – ევროკავშირმა გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად, კეთროვანია

დღეს სანქციები შეეხო დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ ელიტა , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნებას“ ევროპაში არავინ ეპატიჟება და იმას, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ის ძალაა, რომელიც პრაქტიკულად, არის კეთროვანი და რომელთან ურთიერთობას ცივილიზებული სამყარო ერიდება. […]