ბათუმში პოლიციამ აქციის მონაწილეებს გამსახურდიას ქუჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები მოუწოდებენ, რომ აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ, გამსახურდიას ქუჩა გათავისუფლონ. პოლიციის მხრიდან, აღნიშნულ მოწოდებას, აქციის მონაწილეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. აქციაზე პერიოდულად ისმის “არა რუსულ მთავრობას”. საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ სამართლიან გარემოში ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო. ცნობისთვის, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წავიდნენ, რა დროსაც კიდევ რამდენიმე დაპირისპირება […]

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მოთხოვნა 30%-მდე შემცირდა – „სნეპ ფიტნესი“

ჩემი კომპანიის სახელით დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ მოთხოვნა ძალიან შემცირდა, დაახლოებით, 30%-ით, – ამის შესახებ “სნეპ ფიტნესის” ქსელის დირექტორმა, სოფო სოლოღაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ზარალზე საუბარი არ არის, თუმცა თუ ეს პროცესები 2-თვემდე გაგრძელდა, შემდეგ აღნიშნულზე საუბარი შესაძლებელი იქნება. ქსელის დირექტორმა ასევე, სრული 2024 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, თუ […]

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირმა პოლიტიკური ფარისევლობის თვალსაზრისით საქართველოსთან მიმართებაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ევროკავშირმა პოლიტიკური ფარისევლობის თვალსაზრისით საქართველოსთან მიმართებაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა , – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს. უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სლოვაკ კოლეგასთან ერთად საქართველოს პოლიციის უფროსების წინააღმდეგ შეთავაზებულ სანქციებს ვეტო დაადო. „პიტერ სიიარტომ ბრიუსელი გააკრიტიკა საქართველოს მიზანში […]

ეუთო: ჭარბი და განურჩეველი ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზული დარღვევაა

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აწუხებთ საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ძალადობა, ვინც საკუთარი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობს. განცხადებას, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე 16 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხელს აწერენ ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლუსი პოტუჩკოვა (ჩეხეთიდან) და კომიტეტის მომხსენებელი კარინა […]

რობერტა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვია

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვია. ეს განცხადება რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის პლენარული სხდომის გახსნის დროს გააკეთა. მან სოლიდარობა გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ, დაგმო რეპრესიები ოპოზიციის და ძალის გამოყენება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. რობერტა მეცოლამ ევროკავშირს “გადამწყვეტი ქმედებებისკენ”, მათ შორის დარღვევებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. “ევროპარლამენტი სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც […]

რობერტ ფიცო – სანქციების დაწესებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს

სანქციების დაწესებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას სატელეფონო საუბრისას განუცხადა. „ჩვენი მოწოდებაა, რომ საქართველოში არსებული ვითარება ობიექტურად შეფასდეს. სანქციების დაწესებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს“, – განაცხადა რობერტ ფიცომ. ასევე, აღინიშნება, რომ ანტონიო […]

სალომე სამადაშვილი – დღევანდელი დღე სევდიანი და მძიმეა, საქართველო იმასაც კარგავს, რაც ჰქონდა – დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება პირველი ეტაპია უვიზო მიმოსვლის საბოლოო გაუქმებისკენ

დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება პატარა საქმე არ არის, რადგან, რეალურად, ეს პირველი ეტაპია უვიზო მიმოსვლის საბოლოო გაუქმებისკენ , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცმაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რომ ჩატარებულიყო, დღეს მიიღებდნენ გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას. „დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან […]

სალომე ზურაბიშვილი – ნაძვის ხე პოლიტიკური წნეხისა და დაპატიმრებისგან გათავისუფლდა, დგას და ანთია! – როგორც დგას საზოგადოება და ანთია გული მისი

ნაძვის ხე პოლიტიკური წნეხისა და დაპატიმრებისგან გათავისუფლდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილის განცხადებით, ნაძვის ხე დგას და ანთია ისე, როგორც „საზოგადოება და მისი გული“. „ნაძვის ხე პოლიტიკურ წნეხისა და დაპატიმრებისგან განთავისუფლდა, დგას და ანთია! ისე როგორც დგას საზოგადოება და ანთია გული მისი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე […]

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს, – ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ესტონეთში საქართველოს ელჩთან, ზურაბ ხამაშურიძესთან „საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობა და საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ესტონეთის შესახებ დღეს გაკეთებული მტრული განცხადება“ განიხილეს. „საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი […]