ბადრი ჯაფარიძე – ევროკავშირმა გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად, კეთროვანია

დღეს სანქციები შეეხო დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ ელიტა , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნებას“ ევროპაში არავინ ეპატიჟება და იმას, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ის ძალაა, რომელიც პრაქტიკულად, არის კეთროვანი და რომელთან ურთიერთობას ცივილიზებული სამყარო ერიდება. […]
ფიფა 2024 წლის The Best-ის პრემიას ონლაინ ფორმატში ჩაატარებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრესტიჟული პრემიის The Best-2024-ის დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ დაწერა ესპანურმა გაზეთმა AS-მა. წყაროს ცნობით, ფიფამ ამგვარი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ არ არსებობს თავისუფალი თარიღები როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა საფეხბურთო კალენდარში. გარდა ამისა, ორგანიზატორებს არ სურთ შარშანდელი ცერემონიისას მომხდარის გამეორება. 2023 წლის დაჯილდოვების გალა-საღამოს არ ესწრებოდა მამაკაცთა საუკეთესო […]
აქტივისტ ნიკო მანაგაძეს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, სამოქალაქო აქტივისტ ნიკო მანაგაძეს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნიკოლოზ კალანდაძეს, რომელიც ნიკო მანაგაძესთან ერთად დააკავეს და პოლიცია მასაც დაუმორჩილებლობას ედავებოდა, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ასევე სამართალდამრღვევად სცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პროცესზე ირწმუნებოდნენ, რომ 14 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, 22:27 საათზე შეაჩერეს მანაგაძე […]
ხვიჩას ნერესის მიმართ ღირსეული ჟესტი და ფედელეს შეფასება

საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ გარემარბის დავიდ ნერესის შესახებ ისაუბრა: „როგორ გინდა ახლა ნერესი სასტარტოდან ამოაგდო? ის „კვარაზე“ უფრო სასარგებლოა? მან გუნდს შესძინა სისწრაფე, რომელიც აქამდე არ ჰქოფნიდა. ეს ბიჭი მეტოქესთან ერთი ერთზე თითქმის უნაკლოა. თუმცა, „უდინეზემ“ მას სათანადო გამნეიტრალებელი ვერ მიუჩინა. ჩემი აზრით, დავიდი დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტი უნდა იყოს. ეს […]
კაია კალასი: ევროსაბჭო ქართველებს დიპლომატიური პასპორტებთ უვიზო მიმოსვლას უჩერებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ სხდომაზე კვალიფიციურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურის წამოწყებას. ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას დაავალა, ამ საკითხზე ფორმალური დოკუმენტი წარადგინოს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეთანხმდა, იმ ქართველი პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რომლებიც დიპლომატიურ პასპორტებს […]
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნა საქართველოში არსებული სიტუაცია, რამდენიმე ქვეყანამ მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას და ევროკავშირის სანქციებისა და მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნა საქართველოში არსებული სიტუაცია, რამდენიმე ქვეყანამ მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას და ევროკავშირის სანქციებისა და მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ეხმიანება, სადაც განხილულ იქნა საქართველოში არსებული სიტუაცია. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, უნგრეთის, სლოვაკეთის და ლუქსემბურგის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და ევროკავშირის […]
რობერტა მეცოლა ქართველ ხალხს – გხედავთ, გისმენთ და თქვენს გვერდით ვდგავართ – ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ

ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა. მეცოლამ ევროპარლამენტის სახელით ქართველ ხალხს სოლიდაობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობენ, ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს, ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროპულ გზასთან შეუთავსებელია. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და […]
ბათუმში პოლიციამ აქციის მონაწილეებს გამსახურდიას ქუჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები მოუწოდებენ, რომ აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ, გამსახურდიას ქუჩა გათავისუფლონ. პოლიციის მხრიდან, აღნიშნულ მოწოდებას, აქციის მონაწილეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. აქციაზე პერიოდულად ისმის “არა რუსულ მთავრობას”. საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ სამართლიან გარემოში ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.
მარგუს ცაჰკნას თქმით, ესტონეთში საქართველოს ელჩი საგარეოში დაიბარეს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ესტონეთში საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. მისი თქმით, განხილვის საგანი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა და ქართული ოცნების მიერ ესტონეთის შესახებ დღეს გავრცელებული განცხადებაა. “დღეს ჩვენ გამოვიძახეთ საქართველოს ელჩი, რათა განგვეხილა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა, ასევე საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება ესტონეთის შესახებ. სამწუხაროა, რომ ქვეყანა, რომელსაც ესტონეთი […]
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შუადღის ეთერის დათმობას ითხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა ტელევიზიასთან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მსვლელობით გადმოინაცვლეს. აქციის მონაწილეებს აქვთ ბანერები წარწერით: „თქვენი სტუდია – „არა“, ხალხის ეთერი“. „ფაქტია და არა პოზიცია, რომ დაკავებულია 500-მდე მომიტინგე, ნაცემია 300-ზე მეტი“. აქციის მონაწილეების მოთხოვნები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა გააჟღერა. ზაუტაშვილის თქმით, მათი მოთხოვნაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შუადღის მთლიანი ეთერი დაეთმოს საზოგადოებას […]