სალომე ზურაბიშვილი – ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩს „ფეისბუქზე“ ეხმაურება და წერს, რომ „ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა“. სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელებს მადლობას უხდის. „ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. […]
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენის ქუბრიანთკარის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენის ქუბრიანთკარის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. მათი ცნობით, 3 ივლისს 10:00 დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის შეუწყდებათ ქუბრიაანთკარის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, კერძოდ ქალაქ დუშეთსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეეზღუდებათ. „აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 3 ივლისს 10:00 დან 18:00 საათამდე ბუნებრივი […]
დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

პირველ ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანას, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო დასახლების, […]
კრისტოფ ჰოისგენი – უკრაინის ნატო-ში მიღება ალიანსის სამიტზე არ განიხილება

უკრაინის ნატო-ში მიღება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის დღის წესრიგში არ დგას, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰოისგენმა განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, „გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ნატო-ს წევრობა მისცემს უკრაინას მშვიდობის გრძელვადიან პერსპექტივას“. „რუსეთთან შეთანხმებები არ ღირს იმ ქაღალდზე, რომელზეც ხელს პუტინი აწერს, უკრაინამ ეს საკუთარი მწარე გამოცდილებიდან ისწავლა. […]
საფრანგეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას

საფრანგეთში გაიმართა საპროტესტო აქციები მემარჯვენე რადიკალების წინააღმდეგ. 30 ივნისს ღამით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად ლიდერობს ულტრამემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“, იგივე „ეროვნული ფრონტი“, საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა მემარჯვენე ექსტრემიზმის მოწინააღმდეგე 8 000-მდე ადამიანი. მათ შეუერთდნენ […]
ე.წ. “აგენტების კანონი” და თავდაცვისუნარიანობა – ინტერვიუ პოლკოვნიკ ჰამილტონთან

როგორ შეიძლება იმოქმედოს ამერიკის მიერ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვამ ქვეყნისთვის თავდაცვის კუთხით გაწეულ დახმარებაზე – ამ კითხვით ამერიკელ თადარიგის პოლკოვნიკს, ბობ ჰამილტონს მივმართეთ. ის წლების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მუშაობდა და თავდაცვის სისტემას, მის გამოწვევებსა და უპირატესობებს კარგად იცნობს. “საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის” ევრაზიის პროგრამის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ომის კოლეჯის პროფესორი ამბობს, რომ […]
პარიზში ათასობით ადამიანმა პარტია “ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

პარიზის „რესპუბლიკის“ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა და საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია “ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვება გააპროტესტა, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ : „ფაშისტებო, წადით“. მომიტინგეების უმეტესობა ახალგაზრდა იყო. შეგახსენებთ, ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34 პროცენტით ლიდერობს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას, სანამ ომის ყველა მიზანს არ მიაღწევს

ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზაში მანამ, სანამ “ჰამასი” არ აღმოიფხვრება და ომის ყველა სხვა მიზანი მიღწეული არ იქნება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ისრაელის მთავრობის მიზნები მოიცავს ღაზის სექტორში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ეს ტერიტორია ისრაელისთვის საფრთხე აღარ იქნება. „ვისაც ეჭვი ეპარება ამ მიზნების მიღწევაში, […]
კიევში რაკეტის ნამსხვრევები მაღალსართულიან კორპუსს დაეცა – დაშავდა 6 ადამიანი

კიევის ობოლონის რაიონში, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა და 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. კლიჩკომ განმარტა, რომ დაშავებულები არიან : 4 ქალი, 11 წლის ბავშვი და ერთი მამაკაცი. ერთი მოხუცი ქალბატონი საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე […]
,,ყველაზე მეტად რას მაგონებს (და მართლა გავს) დღევანდელი თამაში“ – ბექა კობახიძე

ილიაუნის ლექტორი, ბექა კობახიძე: ,,ყველაზე მეტად რას მაგონებს (და მართლა გავს) დღევანდელი თამაში: 29 წლის წინ, 1995 წლის 6 სექტემბერს გერმანიას გასვლაზე ვეთამაშეთ ევრო 96-ის შესარჩევი თამაში. ახლა კვარა-მამარდა-ჟორჟი რომ გვყავს, მაშინდელი “წმინდა სამება” იყო ქეცბა-ქინქლაძე-შოთი. სამივე გვყავდა. მაშინ გასვლით თამაშებს ტელევიზორში არ აჩვენებდნენ და, როგორც მახსოვს, დენიც არ იყო. რადიოში ვუსმენდით მთელი ქვეყანა, კოტე […]