გიორგი მიქაუტაძე: ესპანეთმა გვაჯობა – ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა. “ესპანეთმა გვაჯობა. ჩემი აზრით, ეს ევრო 2024-ზე საუკეთესო გუნდია. როდესაც სისწრაფეების მომატება გადაწყვიტეს, გაგვიჭირდა, გმირობების ჩადენა გვჭირდებოდა. რთული იყო, მაგრამ იმით კმაყოფილი ვართ, რაც ვაჩვენეთ. ტურნირზე ჩვენი ასპარეზობით შეგვიძლია ვიამაყოთ”, – განაცხადა მიქაუტაძემ beIN Sports-ის ეთერში.
მამარდაშვილი: ამაყები უნდა ვიყოთ, ეს არ არის დასასრული, უფრო ძლიერები დავბრუნდებით

მართლაც ამაყები უნდა ვიყოთ, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ საქართველოს ვაჩუქეთ ეს ჩემპიონატი. კარგად ვითამაშეთ თითოეულმა ფეხბურთელმა. სამწუხაროა, რომ მერვედფინალში გამოვვარდით, მაგრამ ამითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ მერვედფინალში გამოვვარდით, იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ აქამდე მოვიდოდით. ესპანეთი, ჩემი აზრით, არის ამ ჩემპიონატის ფავორიტი. ვფიქრობ, რომ მოიგებენ ამ ჩემპიონატს. სამწუხაროა, რომ ესპანეთი შეგვხვდა, ასეც […]
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა – “ჯვაროსნების” საოცარი თავგადასავალი ევრო 2024-ზე დასრულდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა იგივე სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, როგორც წინა შეხვედრაში პორტუგალიასთან. მოლოდინისამებრ მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და პედრის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაუეფლა. შემდეგ გიორგიმ კარვახალს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. „ჯვაროსნები“ კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას დაწინაურდნენ – კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიასთან ბრძოლაში ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ […]
,, მადლობა, რომ ეს ორი კვირა არ გვახსოვდა რაც არის და იყო მხოლოდ ის – რაც გვინდა” – გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე: ,,მადლობა, რადგან ერთი კაცი წინდებს ჰყიდდა და ამ კაცს ქალმა, რომელიც მზესუმზირას ჰყიდდა, უთხრა: მამარდაშვილი გერმანიაში რომ ყველაზე მაგარი გუნდია, იმას სდომებიაო. და ამ კაცმა, კიო, ვიციო და გაიღიმა. მადლობა, რადგან ამ ხალხს რომ გავცდი, ორი შავოსანი, მოხუცი ქალი მიდიოდა და ერთმა უთხრა, გუშინ როლანდოს გოლი არ გავატანინეთო და მეორემ ჰკითხა: როლანდი […]
ლუის დელა ფუენტე: თავიდან სირთულეები შეგვექმნა – 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო

„ძალიან ბედნიერები ვართ. ვიცით, აქ ყოფნა რად ღირს და ჩვენი ბოლო შედეგები ამის დასტურია. ანგარიში უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო. მეტოქე კონტრშეტევებზე სახიფათოა, მაგრამ ყველა საჭირო ძალისხმევა გავიღეთ. ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. ჩვენ მათ იდეებს გადავცემთ, ისინი კარგად ერკვევიან სათამაშო სიტუაციებში – როდის მეტი ირბინონ და როდის დაიჭირონ ბურთი. შეხვედრის განვითარების გამო […]
,, იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ” – ვილი სანიოლი

ვილი სანიოლი ესპანეთთან თამაშის შემდეგ, პრრსკონფერენციაზე აცხადებს: „ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ გოლის დროს ოფსაიდი აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ. ჩვენ დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და […]
პრემიერი – ისტორია დაიწერა, პირველად 30 წლის თავზე, ჩვენი ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველივე ჩემპიონატზე მოხვდა ევროპის 16 საუკეთსო გუნდს შორის, მადლობა ბიჭებს

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბიჭებს, ვნახეთ და პირადადაც გადავუხადეთ მადლობა, ზღაპარი გვაჩუქეს ამ დროის განმავლობაში მთლიანად ხალხს და ძალიან დიდი სიხარული და სიამაყის განცდა მიანიჭეს თითოეულ ჩვენგანს, მადლობა ბიჭებს კიდევ ერთხელ ამ ყველაფერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიოლნში, საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დაიწერა იტორია, ვინაიდან 30 წლის თავზე, […]
ევროკავშირის წარმომადგენლობა – გვეამაყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტი UEFA EURO 2024-ზე

გვეამაყება საქარათველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტი UEFA EURO 2024-ზე!, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობა სოციალურ ქსელში წერს. “თქვენ მოუტანეთ სიხარული და ღირსება საქართველოს და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივართა გულები მთელ მსოფლიოში. გმადლობთ შესანიშნავი ასპარეზისთვის”, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში.
ვილი სანიოლი – იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება, იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ – ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან

იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ , – ამის შესახებ ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა. მწვრთნელის თქმით, ჯერ უნდა დავაფასოთ მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან. მისი თქმით, სურთ ბევრ ქართველ გულშემატკივრებს მიეცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ. “ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. […]
“უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და გაძლიერება” – ქოჩორაშვილი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი EURO 2024-ზე, საქართველო-ესპანეთის მატჩს აფასებს. ქოჩორაშვილი ამბობს, რომ წაგების მიუხედავად, უნდა გუნდმა უნდა გააგრძელოს გაძლიერება მომავალი ტურნირებისთვის. “ვიცით რამხელა ტურნირზეც ვთამაშობთ. აქამდე მოვედით იმ შრომით, იმ თავდადებით, იმ ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს. 1-ელ ტაიმში შევეცადეთ, რომ ჩვენი თამაში გვეთამაშა – დაცვითი ფეხბურთი და შემდეგ ტალანტის საშუალებით, წინ გადასვლა, […]