ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი მატჩის დასრულების შემდეგ

დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს, ალბათ გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთ-საქართველოს მატჩის შემდეგ განაცხადა. „მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ. ჩემი აზრით ცოტა არ გაგვიმართლა, პირველ ტაიმში ბოლო წუთებში ბურთი რომ არ გაგვეშვა ალბათ უკეთესი […]
CNN: ევროპაში ამერიკულ ბაზებზე გაძლიერებული მზადყოფნა გამოაცხადეს

ევროპაში დისლოცირებული რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზა გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანეს და მათი დაცვის დონე გაზარდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. წყაროთა ცნობით, მსგავს ზომებს გასულ შაბათ-კვირას მიმართეს, მათ შორის გერმანიის ქალაქ შტუტგარტის გარნიზონში, სადაც განთავსებულია ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის შტაბ-ბინა. CNN-ის წყაროთა თანახმად, დაცვა გააძლიერეს დონემდე „ჩარლი“, რომელსაც იყენებენ რაიმე […]
საქართველოს ნაკრები იურმალადან რიგაში ჩავიდა და პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგაში ჩავიდა, სადაც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. 6 ქვეყნის ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი – ოლიმპიადის 1 საგზურისთვის იბრძოლებს. აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 1-ლი ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში გააგრძელა და ლატვიაში დაასრულა. მზადების ბოლო ეტაპი ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიაში, რიგიდან 30 კილომეტრით დაშორებულ […]
„შიკოლიმ“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოება 1500 ლარით დაიწყო და დღეს უკვე 2 მაღაზია აქვთ

ხელნაკეთი შოკოლადის ბრენდი „შიკოლი“ 2017 წელს შეიქმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „შიკოლის“ დამფუძნებელი აცხადებს, შოკოლადის წარმოება 7 წლის წინ, პირადი ინვესტიციით, 1500 ლარით დაიწყეს, დღეს უკვე 2 მაღაზია და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავთ. „შიკოლი“ 2017 წელს შეიქმნა ჩემი პირადი ინვესტიციით, შემდეგ სტარტაპ საქართველოს მივმართე და პროექტი დავწერე. მაშინ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოება იშვიათობა იყო, არც მაღაზია არსებობდა. […]
დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება

დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება. „დღეს, სისტემაში დაახლოებით, 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან საშუალოდ 500 ლარით ხელფასი 21 000-მდე მასწავლებელს, 600 ლარით – 8000-მდე, 700 ლარით – 5000 -მდე, 800 ლარით […]
აშშ-ის საელჩო – მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის – რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა – გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას

მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. „ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ […]
სანიოლი: იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებულები ვართ, ასეთია ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი დღეს დავასრულეთ და 2026 წლის მუნდიალზე გასვლაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. გვქონდა ცუდი და კარგი პერიოდები, მაგრამ ეს ყველგან ხდება. ახლა მშვიდად უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გავაკეთეთ და რა გზა გავიარეთ. რა თქმა უნდა, უკანასკნელი შედეგებით კმაყოფილები ვიქნებით, რადგან ნაკრებმა გასაოცარი ევოლუცია განიცადა. ვამაყობ ფეხბურთელებით. ახლა ამ გზის დასასრულამდე მივედით, მაგრამ, იმედია, შემდეგ კიდევ […]
კობა კობალაძე ბათუმში სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, დღეის მოცემულობით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „კობა კობალაძემ მესაზღვრეებს აღუთქვა,რომ მათთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების […]
ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ მორიგი საქველმოქმედო აქცია ბათუმში ჩაატარა

29 – 30 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ბათუმში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 23-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ […]
გერმანიის ელჩი – პატივისცემა საქართველოს ნაკრებს – მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე, თავები მაღლა!

პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. „მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე. თავები მაღლა!“ – აცხადებს ელჩი. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. მატჩი ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი […]