იამაიკაში ქარიშხალ ბერილს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იამაიკაში ქარიშხალ ბერილს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც მოსალოდნელია, უახლოეს რამდენიმე საათში ქარის სიჩქარე იამაიკაში 249 კმ/სთ-ს მიაღწევს. ასევე, ქარიშხლის გამო შტორმიცაა მოსალოდნელი. იამაიკის ზოგიერთ რაიონში 30 სმ-მდე ნალექი მოვიდა, რამაც წყალდიდობა, მეწყერი და დასახლებული ტერიტორიების განადგურება გამოიწვია. ქარიშხლის საფრთხეები უახლოეს მომავალში ასევე მოსალოდნელია კაიმანის კუნძულებზე, მექსიკის ჩრდილოეთით და იუკატანის ნახევარკუნძულზე. იამაიკაში ქარიშხლის მოახლოება რამდენიმე […]

სამოქალაქო აქტივისტ იოსებ ბაბაევს 1 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სამოქალაქო აქტივისტს, იოსებ ბაბაევს 1 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე ბაბაევისთვის 10 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. პროკურატურა მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მოსამართლის გადაწყვეტილებაზე კომენტარი თავად სამოქალაქო აქტივისტმა გააკეთა. “უსამართლობის შეგრძნება მაქვს, რადგან ჰგონიათ, 1 000 ლარით რაღაცას შეცვლიან. ჩემი აზრით, მოსამართლის მხრიდან ეს უბრალოდ […]

ტაივანი აცხადებს, რომ ჩინეთმა მის სანაპიროსთან ახლოს თევზჭერის ნავი დააკავა

ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა თევზმჭერი გემი დააკავეს, რომელიც ტაივანის კონტროლირებად კუნძულთან იდგა. გემზე გადასვლისა და მისი ეკიპაჟის აყვანის შემდეგ, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა, გემი ჩინეთის მიერ კონტროლირებად სანაპიროზე გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტაივანის სანაპირო დაცვა ავრცელებს. ჩინეთი დემოკრატიულად მართულ ტაივანს, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. გარდა ამისა, ზეწოლა ტაიპეიზე მაისიდან, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ლაი ჩინგ-ტემიმ თანამდებობა დაიკავა, გაიზარდა. […]

თუ იცი როგორ უნდა დაასრულო ომი, დღესვე გვითხარი – ზელენსკი ტრამპს

თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებების კომენტირებისას. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ “პოტენციურად მზად არის” შეხვდეს ტრამპს და მოისმინოს მისი წინადადებები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტრამპის გუნდი “ვერ დაგეგმავს უკრაინელი ხალხის ცხოვრებას”. „ჩვენ გვინდა გავიგოთ, გვექნება თუ არა ნოემბერში [ტრამპის გამარჯვების […]

მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? – მისი შეძენის სურვილი იტალიურ კლუბს აქვს

sport.quotidiano-ს ცნობით, ჯოშუა ზირზკე 99%-ით დატოვებს “ბოლონიას”, 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან, მის შემცვლელს აქედანვე ეძებენ და ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თავგამოჩენილი “მეცის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა. გამოცემის მტკიცებით, “ბოლონიას” ხელმძღვანელობამ მიქაუტაძეს ჯერ კიდევ იანვარში მიაქცია ყურადღება, უნდა გაიგონ რა დაუჯდებათ ტრანსფერი, მაგრამ მისით “ვესტ ჰემიც” დაინტერესდა და ამ გარემოებამ შეიძლება ფასი […]

NATO-ს წევრებმა უკრაინისთვის 40 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს – Reuters

NATO-ს წევრებმა უკრაინისთვის 40 მლრდ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. NATO-ს მოკავშირეები იენს სტოლტენბერგის წინადადების შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც მომავალ წელს 40 მლრდ ევროს უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას ითვალისწინებს. NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმებას ხელს 9-11 ივლისს ვაშინგტონში გასამართ ალიანსის სამიტზე მოაწერენ.

საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ერთდროულად დაძლევს აივ/შიდსს, C ჰეპატიტს და B ჰეპატიტს – თენგიზ ცერცვაძე

ჯანმო-ს სამიზნე არის 2030 წლისთვის B ჰეპატიტის ახალი შემთხვევების 90%-ით და სიკვდილიანობის 65%-ით შემცირება – ალბათობა, რომ საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს 2030 წლისთვის (უფრო ადრეც) ერთდროულად დაძლიოს მსოფლიოს სამი ძირითადი ეპიდემია: აივ/შიდსი, C ჰეპატიტი და B ჰეპატიტი – ძალიან მაღალია,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში […]

პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაესვა მშვიდობისა […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამ ჭრილში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო. მხარეს დეტალურად განემარტა 2020 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მისი აღსრულების საკითხები, მათ შორის […]

ოცნებამ საქართველოზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკული დეკლარაცია მხარი არ დაუჭირა

ბუქარესტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს დეკლარაცია, სადაც საუბარი საქართველოსაც ეხება. კრიტიკულ დეკლარაციას ხელი ქართული ოცნების დეპუტატებმა არ მოაწერეს. დეკლარაციის შეშფოთებას გამოხატავენ ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონზე, აღნიშნავენ, რომ ის კრემლის მიერაა მხარდაჭერილი და ძირს უთხრის საქართველოს მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს. გარდა ამისა, რეზოლუციაში აღნიშნავენ, რომ კანონი ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად […]