რობინ დანიგანი – აშშ-ს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს

შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რობინ დანიგანმა ისაუბრა თავისუფლების იდეაზე და განაცხადა, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს. ელჩის თქმით, მსოფლიოს მრავალ […]
მამუკა ხაზარაძე – „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება, გარწმუნებთ – გამარჯვება არის ძალიან ახლოს

“ლელომ“ საბურთალოზე ახალი საარჩევნო შტაბი გახსნა. გახსნის ღონისძიებას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. როგორც „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტიის წევრები მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებენ წინასაარჩევნო პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვას, რათა ინერტულად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობაზე დაითანხმონ. „ლელო“ აგრძელებს საარჩევნო შტაბების გახსნას საქართველოს მასშტაბით. დღეს ჩვენ საარჩევნო შტაბი გავხსენით საბურთალოზე. თქვენ ხედავთ დაინტერესებას ჩვენი მოქალაქეების […]
რა პოზიცია აქვთ შავი ზღვის აუზის ქვეყნებს ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსში

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) სათავეში ჩინეთია, რომელსაც კორეის რესპუბლიკა და სინგაპური მოსდევს. ინდექსი მოიცავს 180-ზე მეტ ქვეყანას და აჩვენებს ქვეყნის ინტეგრაციის დონე საზღვაო გადაზიდვების გლობალურ ქსელთან. ინდექსი კვარტალურად ახლდება. 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საქართველო 119-ე ადგილზეა. · თურქეთი – მე-18 ადგილი · რუსეთი – […]
თეიმურაზ კუპატაძე – არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი – საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი აშშ-დან

ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-სთან, DEA-სთან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის საელჩოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს ღონისძიებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში მინდა […]
ნიკოლოზ სამხარაძემ ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელეას წარუდგინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე ჩრდილოეთ მაკედონიაში, მიმდინარე წლის მაისში, ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძე ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო-ოდირის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის გაერთიანებული მისიის ხელმძღვანელის რანგში აკვირდებოდა. […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 4 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, სულაკაურის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და კვაჭაძის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა […]
მიხეილ დაუშვილი – ყველაფერი კონკურენციაზე უნდა აეწყოს და ერთპიროვნული მმართველობა დავამთავროთ – ქვეყნის ყველა მეგობრის ცალსახა პოზიციაა, რომ „ოცნება“ ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია

ვინც კი ჩვენი მეგობარი იყო, ფაქტობრივად, ყველა მათგანში ჩამოყალიბდა ერთი ცალსახა პოზიცია, რომ „ოცნება“ ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის“. […]
ჯაბა სამუშია ოფიციალური ვიზიტით მესინას უნივერსიტეტში იმყოფება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ევროპის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტს – მესინას (იტალია) უნივერსიტეტს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციაშია ნათქვამი, უნივერსიტეტებს შორის გაფორმდება ინსტიტუციური ხელშეკრულება, რომელიც თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. „თსუ-სა და მესინას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ათეულ წელზე მეტია გრძელდება და ფოკუსირებულია […]
ბადრი ჯაფარიძე – ეუთო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნებისთვის იქნება ძალიან ძლიერი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს, კვლავ არ მოხდეს ხმების მიტაცება „ქართული ოცნების“ მიერ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით დადასტურდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისია იქნება. როგორც ჯაფარიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, არჩევნებზე მოქალაქეების ხმები მაქსიმალურად იქნება დაცული. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნებისთვის იქნება ძალიან ძლიერი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს იმის რისკებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კვლავ არ […]
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 3 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.59 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.87 თეთრით. 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7996 ლარია, ერთი ევროსი – 3.0124 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.08 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.8 ლარია, ევროსი – 3.03 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]