“არასოდეს დავუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომლის მიზანი უკრაინის კაპიტულაციაა” – შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას გამოიწვევს. ამის შესახებ კანცლერმა ბუნდესტაგში, მემარცხენე პარტიის დეპუტატის, გესინ ლოცშის შეკითხვას უპასუხა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას შეეხებოდა. “ჩვენ არასოდეს უნდა დავუჭიროთ მხარი ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კაპიტულაციას,” – განაცხადა შოლცმა. შოლცმა “უცნაური სამშვიდობო შეთავაზება” უწოდა პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან […]
თურქეთში ინფლაცია შემცირდა

თურქეთის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა, რაც გასული 8 თვის განმავლობაში მომხდარი პირველი შემთხვევაა. როგორც სტატისტიკის სამსახური იუწყება, გასულ თვეს ქვეყანაში ინფლაცია 71.6%-მდე შემცირდა, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 75.5%-ისა. 71.6%-იანი ინფლაცია გაცილებით უკეთესია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებითაც, რომელიც საშუალოდ 72.6% იყო. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ინფლაციის კლების პროცესი უკვე ოფიციალურად დაიწყო და ის […]
ნიუ-იორკის მოსამართლემ ტრამპის განაჩენის გამოტანა სექტემბრის შუა რიცხვებამდე გადადო

სამშაბათს ნიუ-იორკის მოსამართლემ გადადო ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოტანა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ უნდა განიხილოს, შეიძლება თუ არა ამერიკის უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება, მოითხოვდეს ყოფილი პრეზიდენტის ნასამართლობის გაუქმებას. მოსამართლე ხუან მერჩანს, დონალდ ტრამპის განაჩენი 11 ივლისს უნდა გამოეცხადებინა 34 ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, ის უკანონოდ ცდილობდა ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებით გავლენა მოეხდინა 2016 წლის წარმატებული საპრეზიდენტო […]
პუტინი და სი ევრაზიული უსაფრთხოების სამიტზე შეხვდებიან

ყაზახეთში ევრაზიული ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ. სამიტის ფარგლებში, არსებული ინფორმაციით, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან. ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი აქებენ ავრაზიული ქვეყნების “უსაფრთხოების კლუბს”, რომელსაც ისინი დასავლური გავლენის დამაბალანსებელ ძალად მიიჩნევენ. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინი სამიტის ფარგლებში შეხვდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის და პაკისტანის ლიდერებსაც. ცნობილია, რომ სამიტს არ დაესწრება ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც […]
(ვიდეო) – “ცამოცი პლოცენტი მქალდაჭელა გვაქვც” – მშვილდაძე კობახიძეს

როგორ შეწყვიტა ეგრევე სიტყვა და გაიპარა სალომეს შეატოვა, ამ პატარა მშიშარა ბაჭიკუდა ბაჭიამ ამან ცამოცი პლოცენტი მქალდაჭელა გვაქვც
“ნაკრებს წინ რთული პერიოდი ელის” – შარაშენიძე

კარგია როცა გოგოები ნაკრების ბიჭებზე იქრაშებიან. ეს უკვე სრულიად უტყუარი ნიშანია იმის რომ ნაკრები კარგად თამაშობს. სერიოზულად კი: ნაკრებს წინ რთული პერიოდი ელის, რადგან დაცვის ხაზი გადაბერებულია და ჩანაცვლება სჭირდება. გამომდინარე იქიდან რომ ქართული ფეხბურთის მიმართ აწი ინტერესი გაიზრდება, მალე ალბათ ბევრ პერსპექტიულ ბიჭს ვიხილავთ ტოპ ევროპულ ლიგებში. მაგრამ მათ (საზონოვის დარად) დრო და პრაქტიკა […]
ქართველების მიმართ ინტერესი იზრდება – კაკაბაძემ შეიძლება კარიერა ინგლისში ან გერმანიაში გააგრძელოს

პოლონური Kanał Sportowy წერს, რომ დიდ ტურნირებზე წარმატებულად ასპარეზობა ფეხბურთელებისთვი თავის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა, შეუძლიათ საკუთარი სამსახურით კარგი კლუბები დააინტერესონ და ამაში მალე შეიძლება საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე დარწმუნდეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2028-ზე ისტორია დაწერა და კაკაბაძემ, რომელმაც ოთხივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ჩემპიონშიფის ორი და მეორე ბუნდესლიგის ერთი კლუბის […]
ნავთობის ფასი გაიზარდა

2024 წლის 2 ივლისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 83,04 (+ 4,34) დოლარი/ბარელზე.
აჭარას 100-ზე მეტი ჟურნალისტი და ინფლუენსერი სტუმრობდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს არაბი და პოლონელი ინფლუენსერები სტუმრობდნენ. მედიატურის მონაწილეებმა პეტრასა და გონიოს ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მთიანი აჭარა და ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებმა კაპნისთავის კანიონიც დალაშქრეს და მთიან აჭარაში მდებარე კოტეჯებს ესტუმრნენ. რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მოგზაურები ინსტაგრამის, ტიკტოკის, ფეისბუქისა და ლინკდინის მეშვეობით ასიათასობით გამომწერს უზიარებდნენ. წელს, აჭარის ტურიზმის […]
გენადი არველაძემ ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს სწრაფვაზე ევროპულ სტრუქტურებში და აღნიშნა, რომ 2017 წლის შემდეგ, რაც საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა, მკაფიოდ დაადასტურა ვალდებულება, მოახდინოს ეროვნული ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის დირექტივებთან და რეგულაციებთან. „მინისტერიალი ენერგეტიკული გაერთიანების […]