„საქპატენტში“ მატერიალური საარქივო მასალების გაციფრულების პროცესი დაიწყო

„საქპატენტში“ საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლები უწყების მატერიალური დოკუმენტაციის სამეცნიერო-ტექნიკურ დამუშავება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „საქპატენტი“ ეროვნული არქივის სარეკომენდაციო სტანდარტით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვით არქივის ფორმირება ითვალისწინებს „საქპატენტის“ დაფუძნებიდან დღემდე არსებული დოკუმენტაციის ექსპერტიზას, აღწერათა შედგენასა და გასანადგურებლად გამოყოფილ დოკუმენტებზე მაკულატურის აქტის გაფორმებას. „აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ დაიწყება მატერიალური მასალის გაციფრულება (დიგიტალიზაცია), რის შედეგადაც […]
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულის ღვინის მწარმოებელი კომპანიები სეულში, გამოფენაში „Seoul International Wine and Spirits Expo 2024“ მონაწილებენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ქალაქ სეულში, 4-6 ივლისს, ღვინის და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ,,Seoul International Wine and Spirits Expo 2024“ მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, გამოფენის ფარგლებში, ქართველი მწარმოებლები კორეელ ღვინის იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან შეხვედრას გამართავენ, რაც სამხრეთ […]
საერთაშორისო ფორუმის მონაწილე არუნ ბაბლანი – m&i Forum-ის საშუალებით მზად ვარ ბევრი ადამიანი მოვიზიდო საქართველოში

თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მნიშვნელობაზე Vivaah Weddings-ის დამფუძნებელმა, არუნ ბაბლანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი ძალიან კარგი საშუალებაა თანამშრომლობის და კავშირების გაღრმავების კუთხით. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „ჩვენ მთელ მსოფლიოში მაღალი დონის ქორწილების ორგანიზატორები ვართ, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი, რომელიც ძალიან ლამაზი და ისტორიულია. ეს […]
ცოტნე ანანიძე ამნისტიაზე – წინა ხელისუფლების დროს პატიმარი ადამიანად არ ითვლებოდა! ჰუმანური აქტები რესოციალიზაციას ხელს უწყობს და ეს კონსტიტუციონალისტ პრემიერს ყველაზე კარგად ესმის! როგორც ყოფილი პატიმარი, მივესალმები

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე ამნისტიის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ამნისტია თავისი არსით, ჰუმანური აქტია და ხელს უწყობს რესოციალიზაციას, „თუმცა, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა მმართველობის პერიოდში პატიმარი ადამიანად არ ითვლებოდა ამას ვერ გაიგებენ“. „წინა ხელისუფლების დროს პატიმარი ადამიანად არ ითვლებოდა! როგორც ყოფილი […]
გენადი არველაძემ ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალურ მინისტერიალზე სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს სწრაფვაზე ევროპულ სტრუქტურებში და აღნიშნა, რომ 2017 წლის შემდეგ, რაც საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა, ქვეყანამ მკაფიოდ დაადასტურა ვალდებულება, მოახდინოს ეროვნული ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებთან. მინისტერიალი ენერგეტიკული გაერთიანების 2024 წლის პრეზიდენტ […]
საქართველოში ყოველი მე-4 ახალგაზრდა დასაქმების და განათლების მიღმაა დარჩენილი, ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 2.5-ჯერ ნაკლებია – ISET Policy Institute

საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა დასაქმების და განათლების მიღმაა დარჩენილი, ევროკავშირში კი – მხოლოდ ყოველი მეცხრე, ანუ 2.5-ჯერ ნაკლები, – ამის შესახებ ინფორმაციას ISET Policy Institute ავრცელებს. „ევროსტატის“ მიხედვით, ევროზონაში ყოველი მეათე 15-დან 29 წლამდე ევროპელი არც მუშაობს და არც სწავლობს. ევროპელ ახალგაზრდებს შორის ამ კატეგორიას მიეკუთვნება ახალგაზრდების 11,2%. ეს მაჩვენებელი 0,5%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. […]
იაგო ხვიჩია გენპროკურორის შერჩევის საკითხზე – შთაბეჭდილებებზე ვერაფერს გეტყვით, არავის დავკვირვებივარ, ფეხბურთით ვიყავით დაკავებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნება

შთაბეჭდილებებზე ვერაფერს გეტყვით, არავის შთაბეჭდილებას არ დავკვირვებივარ. მოგეხსენებათ, ფეხბურთით ვიყავით დაკავებული ცოტა ხნის წინ, ამიტომ არ ვიცი, ვის, რა ეტყობოდა სახეზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ ხელისუფლებას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნება, – ასე უპასუხა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ, რომელიც ამავდროულად საპროკურორო საბჭოს წევრია, ჟურნალისტების კითხვას, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატის ასარჩევად სახელისუფლებო პარტიას აქვს თუ არა რაიმე […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნებისთვის“ რუსის ჯარის გასვლა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ჩანაწერი, რომ „ხელისუფლება ახორციელებს რუსულ ჰიბრიდულ ომს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“ – ამის გამო არ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის 25-ე პარაგრაფში სამართლიანად, პირდაპირ ჩაიწერა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ სპეცოპერაციას ახორციელებს – სწორედ ამის გამო არ დაუჭირეს დეკლარაციას მხარი, დანარჩენი არის იაფფასიანი პროპაგანდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია არა ტერიტორიული მთლიანობა და რუსი ჯარის […]
ბელარუსი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდა

ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ორგანიზაციაში ბელარუსის მიღების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერით დაიწყო, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ძვირფასო სახელმწიფოს მეთაურებო, მიღებულია გადაწყვეტილება ბელარუსის რესპუბლიკის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობის შესახებ“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ასტანაში 3 და 4 ივლისს იმართება ლოზუნგით „მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერება – მდგრადი მშვიდობისა და განვითარებისკენ […]
ვლადიმერ პუტინი – მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა

მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „დღევანდელ პირობებში, როდესაც მსოფლიოში სწრაფი და შეუქცევადი ცვლილებები ხდება, საერთაშორისო საქმეებში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის აქტიური პოზიცია ნამდვილად მოთხოვნადია. მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. პუტინმა აღნიშნა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და BRICS-ი […]