ვლადიმერ პუტინი – მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა

მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„დღევანდელ პირობებში, როდესაც მსოფლიოში სწრაფი და შეუქცევადი ცვლილებები ხდება, საერთაშორისო საქმეებში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის აქტიური პოზიცია ნამდვილად მოთხოვნადია. მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და BRICS-ი ახალი მსოფლიო წესრიგის მთავარ საყრდენებს წარმოადგენენ.
„სწორედ ეს გაერთიანებები წარმოადგენენ გლობალური განვითარებისა და ჭეშმარიტი მულტიპოლარულობის ჩამოყალიბების მამოძრავებელ ძალებს“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში