არჩევანი ლონდონურ გუნდებს შორის – კალაფიორის კარგი თამაში დაუფასდა და პრემიერ ლიგის გრანდები უხმობენ

ავტორიტეტული და სანდო იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბოლონიას” 22 წლის მცველ რიკარდრო კალაფიორის კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს. ახალგაზრდა უკანახაზელმა პრემიერ ლიგის ორ გიგანტს, “არსენალსა” და “ჩელსის” შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. მედიაში გავრცელებული ცნობით, იტალიელი უპირატესობას უფრო “მეთოფეებს” ანიჭებს და კარიერის გაგრძელების ეს ვარიანტი ხიბლავს. შეხსნებისთვის, კალაფიორი გასულ სეზონში “ბოლონიას” რიგებში სერია A-ს […]

“სასიკვდილოდ მოსაწყენი ტურნირია” – დიუგარი ევრო 2024-ზე

ყოფილი ფრანგი ფეხბურთელის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ კრისტოფ დიუგარის აზრით, ევრო 2024 ძალიან მოსაწყენი ტურნირია. “ეს უნდა ყოფილიყო სახალისო შოუ, სადაც ჩვენ ვიხილავდით საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელებს, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. ყველას ეგონა, რომ ტელევიზორის წინ დაჯდებოდა და სიამოვნებას მიიღებდა, მაგრამ ევრო 2024 სულ უფრო და უფრო მოსაწყენი ხდება”, – თქვა დიუგარიმ. 96-ში იყო საშინელი ევრო, მერე […]

ტაკერ კარლსონი ზელენსკისთან ინტერვიუს აანონსებს

ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი, ვლადიმერ პუტინის შემდეგ, ინტერვიუს ვოლოდიმირ ზელენსკისთან აანონსებს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა. მისი თქმით, ის ორი წელი ზელენსკისთან ინტერვიუს ორგანიზებას ცდილობს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც თებერვალში პუტინთან უკვე შედგა მისი ინტერვიუ. როგორც ტაკერ კარლსონი ამბობს, ინტერვიუს მიზანია ამერიკელებს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია კონფლიქტის შესახებ, რომელიც მთლიანად ცვლის მათი ქვეყნის პოზიციას მსოფლიოში. […]

ორბანმა პრო-რუს ჟურნალისტს უთხრა, რომ ზელენსკიმ უარი თქვა მის შეთავაზებაზე – მედია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიანიშნებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკუაგდო მისი შეთავაზება რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ამჟამინდელი ფრონტის ხაზების გაყინვას ითვალისწინებს. ორბიანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან შესთავაზა ვოლოდიმირ ზელენსკის დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, რამდენადაც მისი რწმენით ეს დააჩქარებდა მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს. […]

ქართველი მეღვინეები სეულის გამოფენაში მონაწილეობენ – ისინი კორეელ იმპორტიორებს შეხვდებიან

ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ქალაქ სეულში, 4-6 ივლისს, ღვინის და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში Seoul International Wine and Spirits Expo 2024 მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში, ქართველი მწარმოებლები შეხვედრებს კორეელ ღვინის იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან გამართავენ, რაც სამხრეთ კორეის და, ზოგადად, აზიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის […]

კალაძე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე ქვეყანაში არყოფნის გამო ვერ მივიდა – მერია

თბილისის მერიის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კახა კალაძე, – რომელიც დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია, – საქართველოში არყოფნის გამო ვერ მივიდა აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე. ოთხშაბათს, 3 ივლისს, შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის, 4 ივლისის, აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება. ელჩი რობინ დანიგანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაახლოებით ერთი […]

23 NGO: მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

23 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე ევროპული საბჭოს წუხილს ერთობლივი განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს. NGO-ების თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია და აღნიშნულის შემთხვევაში, ევროპული კავშირის ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. “2024 წლის 27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, […]

3 მიზეზი, რატომ არის მენეჯმენტი იდეალური პროგრამა მათთვის, ვისაც პროფესიის არჩევა უჭირს

პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული და ამავდროულად, ხანგრძლივი პროცესია. ხშირად პროფესია, რომელზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდით, ზრდასრულ ცხოვრებაში არასწორი არჩევანი ხდება და ეს კარიერულ წინსვლაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ აუცილებლად გავითვალისწინოთ საკუთარი სურვილები, თუმცა ამავდროულად, თვალი გადავავლოთ ბაზარზე არსებულ დასაქმების სტატისტიკას, მოთხოვნად პროფესიებს, ანაზღაურებას, მომავლის ტენდენციებს და გავესაუბროთ იმ სფეროს წარმომადგენლებს, რის სწავლასაც ვაპირებთ. თუ […]

პაატა მანჯგალაძე – „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი – 8 ივლისს გაიგებთ ყველაფერს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანი არის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი – აუცილებლად იქნება ერთიანობა, ჩვენს გარდა იქნება სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ერთიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დეტალები 8 ივლისს გახდება ცნობილი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი და ძლიერი ოპოზიციური პარტია. ჩვენი, „სტრატეგია […]

GITA-ს ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ტექნოლოგიურ კვირეულებს უმასპინძლებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მისი ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ტექნოლოგიურ კვირეულებს უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, მათთვის ინოვაციური აზროვნების და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება, აგროტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის სწავლების მნიშვნელობის გაზრდა და ახალგაზრდა ინოვატორების აქტიურად ჩართვა […]