ექვსამდე გაიზარდა დნეპრზე რუსეთის სარაკეტო შეტევისას დაღუპულთა რიცხვი

გაიზარდა უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ქალაქის საცხოვრებელ რაიონზე სარაკეტო დარტყმა 3 ივლისს განხორციელდა. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 4 ივლისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გარდაიცვალა დაჭრილი 60 წლის ქალი. მანამდე დადასტურებული იყო ხუთი ადამიანის სიკვდილი. სარაკეტო შეტევის შედეგად დაჭრილთა რიცხვი 50-ს აჭარბებს. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობითვე, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი […]

ვიმედოვნებთ, რომ ბირჟა ამუშავდება და მეტი დაინტერესებული პირი ჩაერთვება – ჯუბო ტურაშვილი

ვიმედოვნებთ, რომ ბირჟა ამუშავდება და საბოლოო ჯამში, ამაში უფრო მეტი ადამიანი და დაინტერესებული პირი ჩაერთვება, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯუბო ტურაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის გამოფენაზე დასწრებისას განუცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. მისი თქმით, უწყება ენერგეტიკული ბირჟის გახსნისთვის დიდი ხანია მზად იყო და მისი მიზანი პირველ რიგში ის არის, […]

თბილისში „საქართველოს ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი“ მიმდინარეობს

საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმს მასპინძლობს, რომლის მთავარ თემას საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლის წარმოჩენა წარმოადგენს. ღონისძიება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA), Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით ექსპო ჯორჯიაში იმართება. ფორუმს ესწრებიან ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები, განახლებადი ენერგიის დეველოპერები, სამთავრობო სექტორი, ფინანსური ორგანიზაციები როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. ფორუმის პარალელურად […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა“ გაიმართა

საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერითა და DataFest Tbilisi-ის ორგანიზებით, ვორკშოპი „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა“ გაიმართა. ვორკშოპს ანა ჩუბინიძე, AdalanAI-ის დამფუძნებელი და დირექტორი უძღვებოდა. როგორც DataFest Tbilisi-ში აღნიშნავენ, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის მმართველობისა და რეგულირების საკითხი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მათი თქმით, თუკი აქამდე ძირითადი აქცენტი ეთიკურ […]

თბილისის ზღვის მიმდებარედ საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება – ნოდარ გიორგაძე

თბილისის ზღვის მიმდებარედ საცხოვრებელი უბნის – „ნატბეურის“ მშენებლობა იგეგმება, – ამის შესახებ „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-თან განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იქმნება მთლიანად ენერგოეფექტური, შორს მიმავალი პროექტი. „თბილისის მერიასთან და განვითარების ფონდთან ერთად ძალიან დიდ პროექტზე ვმუშაობთ. ზღვის მიმდებარე ტერიტორიებს ერქვა „ნატბეური“. ჩვენ განვიხილეთ და მივედით იმ აზრამდე, რომ უმჯობესია ძველი ისტორიული […]

რობერტო ფირმინო 32 წლის ასაკში პასტორი გახდა

“ალ აჰლის” 32 წლის შემტევი რობერტო ფირმინო ბრაზილიის ქალაქ მაკეიოში მდებარე მანას ეკლესიაში თავის მეუღლესთან ერთად ევანგელურ მოძღვრად აკურთხეს. “მანას ეკლესიის სამი წელი. რა დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი ღამეა, მას შემდეგ რაც ჩვენ შევხვდით ქრისტეს, გვინდა, რომ ადამიანებმა ეს სიყვარული იცოდნენ. ახლა ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პასუხისმგებლობა – ვიყოთ პასტორები”, – დაწერა ფირმინომ სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, […]

“თუ დონალდ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას” – ზელენსკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს სთხოვს, რუ­სეთ­თან მიმ­დი­ნა­რე ომის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მისი გეგ­მა გა­აც­ნოს. “თუ ტრამპმა იცის, რო­გორ და­ას­რუ­ლოს ეს ომი, დღეს­ვე უნდა გვი­თხრას. თუკი უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, თუ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას დავ­კარ­გავთ – ჩვენ გვინ­და ვი­ყოთ მზად ამის­თვის, გვინ­და ვი­ცო­დეთ“, – გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ Bloomberg-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. მისი თქმით, “პო­ტენ­ცი­უ­რად მზა­დაა” შეხ­ვდეს დო­ნალდ […]

ფოთში, რიონთან ნაპოვნი ცხედარი ნინიკო გიორგაძეს ეკუთვნის, რომელსაც ოჯახი 26 ივნისიდან ეძებდა

ფოთში, მდინარე რიონის მიერ გამორიყული ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს. ის ერთი კვირის წინ დაკარგული ქუთაისელი, 20 წლის ნინიკო გიორგაძეა. ფოთში, მდინარე რიონთან, ახალგაზრდა ქალის ცხედარი გუშინ იპოვეს. ცხედარი ადგილობრივმა სანაპირო ზოლზე აღმოაჩინა და პოლიციაში დარეკა. ნინიკო გიორგაძეს 26 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.

გორში გლოვაა – ბოლნისში ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავი საკუთარ სახლში გადაასვენეს

გორში გლოვაა – ბოლნისში ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავი საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს. კახა ზურაბიშვილს მეგობრები, თანამებრძოლები და ოჯახის წევრები ემშვიდობებიან. თავდაცვის ძალების გარდაცვლილი თანამშრომლის სახლთან ადგილობრივები დილიდან იკრიბებიან. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კახა ზურაბიშვილი საკუთარი საქმის პროფესიონალი და ერთგული იყო, ამიტომ მოქალაქეები კატეგორიულად უარყოფენ იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ავიაკატასტროფა მის მიერ დაშვებულ შეცდომას გამოეწვია. არ ვიცით, […]

კოკა რამიშვილის გამოფენის ტურები

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 13 ივლისის ჩათვლით, კოკა რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით „პლატფორმა მოვლენისთვის” მასპინძლობს. გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ ხელოვნებათმცოდნეების ტურებს. დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას. გამოფენის ტურები: 4 ივლისი, 19:00 საათი | ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე. 10 ივლისი, 19:00 საათი | ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და კურატორი. […]