სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების მენიუ “ქართულ ოცნებას”: “ცეცხლი ჭამეთ”

“ცეცხლი ჭამეთ” – მსგავსი შინაარსის ბანერი გაშალეს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა თბილისში, ე.წ. დეზერტირების ბაზარში გამართულ აქციაზე. კულინარიული სფეროს წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა, ახალი არჩევნების ჩატარება და რეჟიმის პატიმრების ახალ წლამდე გათავისუფლება. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები მსვლელობით პარლამენტის შენობის მიმართულებით მიდიან. ფოტო – მთავარი არხი

,,თქვენო აღმატებულებავ“ – როგორ ულოცავს სტუ-ს რექტორი ყაველაშვილს

,,თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე, უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქვეყნის, საქართველოს, მოსახლეობა იმედით გიყურებთ, რომ ამ რთულ პროცესში, თქვენ, საქართველოს მხედართმთავარი, უდიდეს წვლილს შეიტანთ ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების, გამთლიანებისა და ეკონომიკური ზრდის პროცესში. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ერი მხოლოდ […]

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი არის იმ მარგინალური დაჯგუფების, რადიკალების წარმომადგენელი, რომელიც ქვეყანაშია – ჩვეულებრივი უსამშობლო აგენტია და მალე დაამთავრებს უფლებამოსილებას

სალომე ზურაბიშვილი არის იმ მარგინალური დაჯგუფების, რადიკალების წარმომადგენელი, რომელიც ქვეყანაშია. ის იმართება გარედან – ჩვეულებრივი უსამშობლო აგენტია და მალე დაამთავრებს უფლებამოსილებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. „სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი აქვს ორ პარასკევზე ცოტა ნაკლები. ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის სახით. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ესეც არის იმ მარგინალური დაჯგუფების, […]

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი

ესპანეთის კინოაკადემიის განცხადებით, 17 დეკემბერს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი, რომელმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა რეჟისორ პედრო ალმოდოვარის ფილმებში შესრულებული როლებით. პარედესმა თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო და 75-ზე მეტ ფილმში იყო გადაღებული, მათ შორის ალმოდოვარის სურათებში “მაღალი ქუსლები”, “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, “ჩემი საიდუმლოს ყვავილი”. “ესპანური კინო დარჩა მისი ერთ-ერთი ყველაზე ემბლემატური მსახიობის, […]

ნიღბის აკრძალვით ოცნება ცდილობს, ადამიანები ტერორისადმი კიდევ უფრო დაუცველი გახადოს – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეკრებებზე ნიღბის ტარების აკრძალვით ოცნება ცდილობს ადამიანები კიდევ უფრო დაუცველი გახადოს იმ ტერორის მიმართ, რომლის დამყარებაც ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად სურს.. “2024 წლის 8 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იგეგმებოდა კანონის მიღება, „რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის […]

“ასე ექცევა სისტემა ადამიანებს… დედამიწის ზურგზე ყველაზე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ” – დავით ლოლუა

საპროტესტო აქციის დროს გზის მანქანით გადაკეტვის გამო მოქალაქე, დავით ლოგუა პოლიციამ 1 000 ლარით დააჯარიმა – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით ლოგუა თავადვე ავრცელებს. “ასე ექცევა სისტემა ადამიანებს, ვინც ცდილობს ხმა ამოიღოს უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება. 1000 ლარი მთლად ჯამაგირი მაქვს, რითაც ვარჩენ ოჯახს ამ ძნელბედობის ჟამს. დედამიწის ზურგზე ყველაზე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, […]

მოსკოვში ააფეთქეს რუსი გენერალი, რომელმაც უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა

მოკოსვში ააფეთქეს გენერალი, რომელმაც უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი იმ დროს აფეთქდა, როცა საკუთარი სახლიდან გამოდიოდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც. კირილოვისა და მისი თანაშემწის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა. „გამოძიების თანახმად, 17 დეკემბერს, დილით მოსკოვში, რიაზანსკის პროსპექტზე, […]

საია: ელისაშვილის მსგავსად, აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს. საია მიიჩნევდა, რომ ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში, პირველი წარდგენის სხდომაზეც არ ყოფილა, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული. „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა განიხილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შესახებ. ბრალდების მხარე […]

“2008 წლამდე ვანო მერაბიშვილი ივანიშვილს ანგარიშებს რატომ აბარებდა და ყველა კაპრიზს რატომ უსრულებდა?”–

შიგადაშიგ ნაცები მათი პერიოდის ოპოზიციის ან მათ მიმართ კრიტიკაულად განწყობილი ადამიანების ბოსტანში კენჭს გადმოაგდბენ, ხოლმე, 2012 წელს როგორ ვერ ხვდებოდით, რომ ივანიშვილი რუსული პროექტი იყოო, ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო. ანუ ვინც მიშას აკრიტიკებდით, თქვენი ბრალია, რა დღეშიც ვართო. თან არ დაასრულეს. დღეს ერთ ასეთს დავუწერე პასუხად და აქაც დავაკოპირებ: მეც მაინტერესებს, 2003-2008 წლებში თქვენ რატომ ვერ […]

“ვგმობთ “ოცნების” გაუმართლებელ ძალადობას, მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა” – CoD-ის წევრი ქვეყნები

ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ – “დემოკრატიათა თანამეგობრობის” მმართველი საბჭოს წევრები (კანადა, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. “ჩვენ მოვუწოდებთ, “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის […]