ეკონომიკური კრიზისი გასტრონომიასაც ეხება – “სვის ოტელის” მზარეული

სასტუმრო “სვის ოტელის” მზარეული, ბაია ლეკიაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ წინასწარი მოლოდინები რაც იყო, რა მოგებაც უნდა ენახა ბიზნესს, ყველაფერი ჩაიშალა. მისივე ცნობით, ამ დროისათვის ყველა ჯავშანი გაუქმებულია და საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებისთვის აღარ არის უსაფრთხო გარემო. „ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. ხელისუფლებაში ვინც დანიშნეს პრეზიდენტად, ზეგავლენას ყველა სფეროზე ახდენს. ეკონომიკური კრიზისი გასტრონომიასაც ეხება. ამის გათვალისწინებით, ფასების ინფლაცია, გაძვირებული […]

მამუკა მდინარაძე – დღეს რომ წყნარად ვლაპარაკობთ და ერთმანეთს ბარბარობას ვულოცავთ, არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ 28 ნოემბერს, სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებით რისკები დავაზღვიეთ

28 ნოემბრის განცხადება რომ არა და ის ინფორმაცია, რაც ქართულ საზოგადოებას 28 ნოემბრის შემდეგ მიეწოდა, წარმოიდგინეთ გუშინ რა შეიძლება მომხდარიყო. აგენტურული ოპოზიციის მიერ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად დალაგებული გეგმა, რომელიც მოქმედებაში შეიძლება სანახევროდ ან მეოთხედი მოვიდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის […]

ალიკანტეში მოქმედმა ქართულმა დიასპორამ გიორგი კეკელიძის ბესტსელერი „დედა და ილია“ წარადგინა

15 დეკემბერს ალიკანტეში მოქმედმა ქართულმა დიასპორამ გიორგი კეკელიძის ბესტსელერი „დედა და ილია“ წარადგინა. აგრეთვე, გაიმართა შეხვედრა წიგნის მთავარ გმირთან – ინგა ბენდელიანი-თოფურიასთან და მის ოჯახთან. წიგნი SMH sports -მა გამოსცა. წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას, დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და […]

„რომელიმე საახალწლო წვეულებაზე თუ ხართ დაპატიჟებული? – ამაზე პასუხი მიხვდებით რა ხდება სფეროში“ – ბურჯანაძე

სარესტორნო ბიზნესი გაჩერებულია – ამის შესახებ ინდუსტრიის წარმომადგენლებმა „საქმიან დილასთან“ ისაუბრეს. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წლის ყველაზე აქტიურ თვეს ბიზნესი სრულად გაჩერებულია, გაუქმებულია ყველა წინასაახალწლო ღონისძიება და დაპაუზებულია ყველა დაწყებული პროექტი. „არ დარჩა არცერთი სფერო, საზოგადოების არცერთი ნაწილი, რომელსაც აზრი არ გამოეთქვა ევროპაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რეალ მადრიდის და ბარსელონას ფანებიც კი გაერთიანდნენ, წარმოუდგენელი და შეუსაბამოა […]

“დე ლაურენტისი კონტეს ამას შეჰპირდა” – რას წერს იტალიური გამოცემა?

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, გუნდის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შეჰპირდა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობას გააძლიერებს, ამის შესახებ ინფორმაციას Arenapoli-ს ჟურნალისტი ფრანჩესკო მანიო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმაა, “ტორინოს” ყოფილი მცველი რამდენიმე კვირას გამოტოვებს, “პარტენოპეიმ” კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი შემცვლელის დამატებას ეცდება. იტალიური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ “ნაპოლი” “არსენალის” ცენტრალური […]

რასა იუკნევიჩიენე – სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში მოემგზავრება, რათა ევროკავშირის დემოკრატიის გულში მოგვმართოს – საქართველოს შესახებ ლიეტუვაში ყველაზე ხშირი კითხვაა: არის იმედი? დიახ, არის იმედი!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საქართველოს ლიდერი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, რათა ევროკავშირის დემოკრატიის გულში მოგვმართოს. არის იმედი? ეს ლიეტუვაში საქართველოს შესახებ დასმული ყველაზე ხშირი შეკითხვაა. დიახ, არის იმედი. […]

ხატია დეკანოიძე – პოლიცია არის „ბანდერლოგებთან“ ერთად კოორდინაციაში, ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან წლების განმავლობაში, ბევრ ქვეყანაში ვმუშაობდი იმისთვის, რომ საქართველოს მსგავსი პატრულის სისტემა შექმნილიყო

ყველა ნაწამები, რეჟიმის მიერ დაკავებული ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი. ეს არის რეჟიმი. მათ შორის პოლიციაც, რომელიც „ბანდერლოგებთან“ ერთად არის კოორდინაციაში. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებით მტკივნეული, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნული განცხადება ხატია დეკანოიძემ შსს-სთან გააკეთა, სადაც ახალგაზრდებმა აქცია გამართეს სლოგანით „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“. „პოლიცია არის „ბანდერლოგებთან“ ერთად […]

დუბრავკა შუიცა – საქართველოში სიტუაცია უარესდება – ეს პირველი შემთხვევაა, როცა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა სწრაფად და საგრძნობლად უხვევს ევროპული გზიდან

საქართველოში ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას სასწრაფო ნაბიჯები რეპრესიების შესაჩერებლად, დაკავებული დემონსტრანტების გასათავისუფლებლად და ხელახლა ჩაერთოს გაწევრიანების პროცესში, – ამის შესახებ დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტში განაცხადა, რომელმაც განცხადება ევროკომისიის სახელით გააკეთა. „თითქმის სამი კვირაა ქართველი ხალხი საპროტესტო აქციებს აწყობს ქვეყნის მასშტაბით, რათა დაიცვან მათი დემოკრატიული […]

აქციაზე დაკავებული დავით გოგილაშვილი – სპეცრაზმელმა სახეში წიხლი ამომარტყა და ცხვირი გამიტყდა – საპირფარეშოში შემიყვანეს, ტუალეტის ქაღალდი მომიტანეს, ამით გაიჩერე სისხლიო

სპეცრაზმელმა სახეში წიხლი ამომარტყა და ცხვირი გამიტყდა, ცხვირიდან შედედებული სისხლი მომდიოდა, მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი. მეუბნებოდნენ კიდეც, თუ კიდევ მოხვალ აქციაზე, ვეღარ გადარჩებიო,- ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულმა დავით გოგილაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც ის განმარტავს, მის მიმართ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. „ოქმის შედგენის დროს გადარეკეს, რა ჩავწეროთო, რა მუხლს მედავებოდნენ დამკავებელმა […]

რუსეთში ნავალნის ადვოკატებისთვის ხუთ წელზე მეტი ვადით ითხოვენ პატიმრობას

რუსეთში, ვლადიმირის ოლქის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე, პროკურატურამ ხუთ წელზე მეტი ვადით მოითხოვა პატიმრობის მისჯა სამი პირისთვის, რომლებიც კოლონიაში დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადვოკატები იყვნენ. საქმე ეხება მათ მონაწილეობას ექსტრემისტულ გაერთიანებაში. ამ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, “ნოვაია გაზეტაზე” დაყრდნობით. ბრალდების მხარე ითხოვს ვადიმ კობზევს პატიმრობა მიესაჯოს 5 წლით და 11 თვით, ალექსეი ლიპცერს […]