პროევროპულ აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, პროევროპულ აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსი თირქიას მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. „მკვეთრი გაუმჯობესებაა ყველა პარამეტრის, მათ შორის – მხედველობისაც… ყველა პარამეტრი სტაბილურია, თუმცა მისი მდგომარეობა საყურადღებო გახლავთ. ამ ეტაპისთვის მისი დაყოვნება რეანიმაციულ დეპარტამენტში აღარ არის საჭირო… პაციენტის ყველა ქცევა, მოქმედება გახლავთ ცნობიერი“, – უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს […]
რატი იონათამიშვილი – გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს და თუ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, საერთოდ არაფერს ცვლის

გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს და თუ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, საერთოდ არაფერს ცვლის, ამიტომ ძალიან გაუგებარი და ღიმილისმომგვრელი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებმა […]
რეალური მიზანი დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯაა და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება უკანასკნელი დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილეების ქუჩებში და სახლებთან დაკავების შემთხვევებს და მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ მათი განყოფილებაში გადაყვანის რეალური მიზანი დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯაა და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება. როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, გასული დღეების განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და […]
სუიცა: დასანქცირდნენ ის ადამიანები საქართველოში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე

მოგესალმებით, უკვე 3 კვირაა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ეს მოჰყა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გახსნიან. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. სიტუაცია საქართველოში უარესდება, ბოლო 5 კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი იქნა დაკავებული და 300-მა განიცადა ძალადობა. პოლიციამ დააკავა 400-ზე მეტი პირი და მათ […]
იუკნევიჩიენე: ზურაბიშვილი ხალხის მიერ არჩეული ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი – ევროპული საქართველოს ლიდერი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, რათა ევროკავშირის დემოკრატიის გულში მოგვმართოს. არის რაიმე იმედი? ამ კითხვას ლიეტუვაში საქართველოს შესახებ ყველაზე ხშირად სვაემ. დიახ, იმედი არსებობს. წინა კვირას, როდესაც თბილისში ვიყავი უამრავი ადამიანი ვნახე ევროკავშირის დროშებით. არა მარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის პატარა სოფლებში. 500-მდე დაკავებული, ასობით ნაცემი, […]
,,ლიეტუვას ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ადამიანს იმ მიზეზით, რომ ის არის მშობელი” – გოგა ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა პრესკონფერენცია აცხადებს: „მე მინდა ვკითხო ევროკავშირს (რადგან ლიეტუვა ევროკავშირის წევრია) თუ გამოხატვის თავისუფლება იზღუდება და დანაშაულია ევრობიუროკრატების თვალსაზრისით, რამ განაპირობა ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის დასანქცირება? მე არ ვარ მთავრობის წევრი, არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი. ის რასაც მე ვაკეთებ, პრესკონფერენციებს თუ ტელევიზიებში გამოსვლებს, ეს არის ერთი ადამიანის პირადი აზრი, ანუ გამოხატვის თავისუფლება. […]
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით ხვალ მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ევროპარლამენტის სხდომას, ხვალ დაესწრება და ევროპარლამენტის წევრებს მიმართავს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს: “სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ხვალ დილით მიმართავს”
ავტომობილთან დაკავშირებული ხარჯები გაიზარდა – „თიბისი კაპიტალი“

მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 15%-ით გაიზარდა , ხოლო საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 65 ლარს გაუტოლდა, ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ სექტორულ კვლევაშია ნათქვამი. უფრო კონკრეტულად, მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში საწვავზე უნაღდო დანახარჯებმა თიბისი ბანკის არხებით, 10%-ანი წლიური ზრდა აჩვენა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ საწვავზე 51 ლარი შეადგინა.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია დასრულდა

მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა. სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, სხვა მეტროსადგურების განახლებაც იგეგმება. „პროექტის განხორციელებამ გარკვეული დრო წაიღო, რადგან, როდესაც დემონტაჟი განხორციელდა, გამოვლინდა ძალიან სერიოზული პრობლემები, მთლიანად ამორტიზებული იყო შენობა და მოგვიწია გამაგრება. პროექტის ფარგლებში მთლიანად […]
“ახლა ვართ უპატრონოდ დარჩენილი, ძალიან დიდ საფრთხეში ვართ ჩავარდნილი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა “ვივამედიდან” ჩართვისას ისაუბრა სამშობლოს სიყვარულზე და დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს მისთვის მთავარი ადამიანის თავისუფლებაა: “ჩემი კონცეფცია არის თავისუფალი ადამიანი. თავისუფლება, როგორც ადამიანის უმაღლესი ფასეულობა, რადგან მხოლოდ ის იძლევა ქვეყნისა და ადამიანის განვითარებისა და წინსვლის საშუალებას. არაფერი ისე არ ფასდება, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი […]