ალიკანტეში მოქმედმა ქართულმა დიასპორამ გიორგი კეკელიძის ბესტსელერი „დედა და ილია“ წარადგინა

15 დეკემბერს ალიკანტეში მოქმედმა ქართულმა დიასპორამ გიორგი კეკელიძის ბესტსელერი „დედა და ილია“ წარადგინა. აგრეთვე, გაიმართა შეხვედრა წიგნის მთავარ გმირთან – ინგა ბენდელიანი-თოფურიასთან და მის ოჯახთან.
წიგნი SMH sports -მა გამოსცა. წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას, დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით – სოხუმი – ჭუბერი – რუსთავი – ჰალე – რუსთავი – ალიკანტე – კალიფორნია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას.
„წიგნი საზღვარგარეთ პირველად წარდგა და ეს პატივი ალიკანტეში მოქმედ ქართულ დიასპორას ხვდა წილად.
გულითად მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო და მხარდაჭერა აღმოგვიჩინა აღნიშნული ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში“, – ნათქვამია ალიკანტეს ქართული სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს – აქედან 500 000 მოკლულია