პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებით მაქსიმალურად დავაზღვიეთ რისკები, გუშინდელი დღის ნარატივი უნდა ყოფილიყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმა – გადაზღვევა იყო საჭირო, დროული, პრევენციული და დასწრებითი

პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებით მაქსიმალურად დავაზღვიეთ რისკები, გუშინდელი დღის ნარატივი უნდა ყოფილიყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმა – გადაზღვევა იყო საჭირო, დროული, პრევენციული და დასწრებითი ერთი წამით წარმოვიდგინოთ კაია კალასის გუშინდელი პირველი განცხადება, რომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ისაუბრებენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე; რომ არა 28 ნოემბრის განცხადება, რომ არა ის ინფორმაცია, რაც ქართულ […]

ეკა გიგაური – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დასწრება სასამართლო პროცესზე მიუთითებს, რომ მხარს უჭერენ ხალხის ბრძოლას და ხედავენ დარღვევებს – ამიტომ მოხდა მოსამართლეების და მაღალჩინოსნების დასანქცირება

ევროკავშირის და 5 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც 30 ნოემბერს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაშავებულ დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლო დატოვეს. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარის, ეკა გიგაურის განცხადებით, დასავლელი პარტნიორებისთვის აშკარაა, თუ როგორ ეპყრობიან დაკავებულ პირებს. „ის ფაქტი, რომ ისინი მოვიდნენ და მთლიანად პროცესს დაესწრნენ, […]

მამუკა მდინარაძე – როგორც კი რუსთაველზე ადამიანების რაოდენობა შემცირდა, რაღაცით ამის პიარული კომპენსირება უნდა მოეხდინათ – მარშებს იმისთვის აორგანიზებენ, რომ ხალხის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსირონ

როგორც კი რუსთაველზე ადამიანების რაოდენობა შემცირდა, რაღაცით ამის პიარული კომპენსირება უნდა მოეხდინათ – მარშებს იმისთვის აორგანიზებენ, რომ ხალხის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსირონ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, მარშების ორგანიზატორების უკან პოლიტიკური პარტიები დგას. „დაიწყეს პროფესიებზე აპელირება. მათი მომხრე შეიძლება იყოს ექიმიც, ადვოკატიც – პოლიტიკურ პარტიას ნებისმიერ პროფესიაში ჰყავს მომხრე. აქაც […]

ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი საქართველოს შესახებ დებატებზე – ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია და დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს

ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია და დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თბილისიდან ახლახან დავბრუნდი და რაც იქ ვნახე, სიმართლე გითხრათ, გამაოგნებელი იყო. მთავრობა, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდეგ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს […]

სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ

„დეზერტირების ბაზართან“ შეკრებილმა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირზე მსვლელობის მონაწილეებს ასევე შეუერთდა სტუდენტთა ნაწილიც. გაერთიანებული საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, მსვლელობას კვლავ გააგრძელებს. აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის წინ საავტომობილო გზაც სრულად გადაკეტეს. მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან გაჩერდნენ და დაკავებულ მსახიობებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ასევე მხარდაჭერის მიზნით, აქციების […]

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამ პოზიციაზე წარმატებები უსურვა. „შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ […]

მალგოჟატა გოშევსკა – ქალბატონო კალას, რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას? – თქვით, რომ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ, მზადაა – მაშინ გააკეთეთ ეს!

ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას? – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა. „კვირების განმავლობაში ათასობით ქართველი გამოდის ქუჩებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ, პრორუსული პარტიის, რომელიც პირდაპირ უბიძგებს ქვეყანას რუსეთის მკლავებისკენ. დაპატიმრებები, ძალადობა ევროკავშირთან ურთიერთობის გაყინვა არის […]

“ჩემი აზრით, შემდეგი რონალდო ის იქნება” – პორტუგალიელის ყოფილი აგენტი

კრიშტიანო რონალდოს ყოფილ აგენტს, ჟორჟე მენდეშს, ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ სთხოვა დაესახელებინა ფეხბურთელი, რომელსაც აქვს შანსი, მომავალი კრიშტიანო რონალდო გახდეს. მენდეშის თქმით, ის რონალდოს მსგავს მოთამაშედ ყველაზე მეტად “ბარსელონას” შემტევს ლამინე იამალს მიიჩნევს. “რონალდოს დონეზე ასვლა ურთულესი იქნება. ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. თუმცა ამ მომენტში ვიტყოდი, რომ იამალს აქვს შანსი მომავალი რონალდო გახდეს”, – განაცხადა […]

მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 16 მილიონამდე ლარს დახარჯავს

საქართველოს მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საახალწლო ღონისძიებებისთვის 15.8 მლნ ლარს დახარჯავს. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს მოაწერა. როგორც განკარგულებაში წერია, მთავრობის ადმინისტრაციისთვის ამ თანხას ფინანსთა სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს. ცნობისთვის, თბილისის მერიამ მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოები განახორციელა, თუმცა მიმდინარე მოვლენების პარალელურად, მეწარმეებმა „საახალწლო […]

არის იმედი? ეს ლიეტუვაში საქართველოს შესახებ დასმული ყველაზე ხშირი შეკითხვაა. დიახ, არის იმედი – რასა იუკნევიჩიენე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საქართველოს ლიდერი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, რათა ევროკავშირის დემოკრატიის გულში მოგვმართოს. არის იმედი? ეს ლიეტუვაში საქართველოს შესახებ დასმული ყველაზე ხშირი შეკითხვაა. დიახ, არის იმედი. […]