ანა დოლიძე – ყველას მოგწვდებით ყველგან და გაგებინებთ პასუხს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოში ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებთან დაკავშირებით ჰააგაში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია ,,ძლიერი საქართველო“ ავრცელებს. ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგაში მთელი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია ჩაიტანა, მათ შორის, როგორიც არის დევნა თბილისის ქუჩებში, წამება და არაადამიანური მოპყრობა. “მოგესალმებით ჰააგიდან, სადაც ჩამოვედი იმისთვის, რომ ინფორმაცია ჩამომეტანა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ […]

„თანამშრომლობის პროგრამა(Leniency) კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“ – ირაკლი შაკიაშვილი

GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი შაკიაშვილმა „კომერსანტის დილასთან“ თანამშრომლობის პროგრამა (Leniency)-ის შესახებ ისაუბრა. შაკიაშვილის თქმით, ხსენებული პროგრამა კარტელური შეთანხმებების გამოვლენის ეფექტიან საშუალებაა, რადგან კონკურენციის უწყებებს საშუალება ეძლევათ, ჰქონდეთ პირველწყაროდან მოპოვებული ე.წ. „ინსაიდერული“ ინფორმაცია და მტკიცებულებები. მისი ეფექტიანი მუშაობა კი კონკურენტული და ჯანსაღი ბიზნეს-ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია. „თანამშრომლობის პროგრამა ე.წ – Leniency წარმოადგენს კონკურენციის პოლიტიკის […]

თუ იქნება ინიცირებული შეხვედრა მთავრობის მხრიდან სიამოვნებით მივალ და ვეტყვი, თუ რა ხდება საქართველოში ტურიზმის სექტორში – შალვა ალავერდაშვილი

რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ,,კომერსანტი’’ შალვა ალავერდაშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, მზად არიან თუ არა ასოციაციის წევრები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართონ. რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისთვის ირაკლი კობახიძესა და ბიზნესების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ცნობილი არ არის და ის მთავრობის მეთაურს მოუწოდებს, გაასაჯაროოს მათი ვინაობა ვისთანაც […]

ღვინის კოლექციის ნაწილმა ანონიმისგან, Sotheby’s-ზე თითქმის 1,5 მილიონი დოლარი შეაგროვა

„ღვინის კოლექციონერის კოლოსალური მარნის“ აუქციონის პირველ ნაწილში, რომელიც გაიმართა Sotheby’s-ში დეკემბრის დასაწყისში, მათ შეძლეს 1,46 მილიონი დოლარი შეგროვდა. ფასები, რომლითაც გაიყიდა ლოტები, მითითებულია აუქციონის სახლის ვებსაიტზე. ყველაზე ძვირად გაიყიდა ლოტი, რომელშიც შედიოდა სამი ბოთლი Montrachet 2020 Domaine de la Romanee-Conti. 20-30 ათასი დოლარის დეკლარირებული ღირებულებით ლოტი გაიყიდა 23,7 ათას დოლარად. rbc

“ვგმობთ ძალადობას ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ევროპულ არჩევანს იცავენ”

” ვგმობთ ძალადობას იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც იცავენ ჩვენ ევროპულ არჩევანს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები, კურსდამთავრებულები, კონცერმაისტერები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ავრცელებენ. “თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ემსახურება ქართულ, შესაბამისად ევროპულ ხელოვნებას. ევროპული არჩევანი არის გარანტირებული ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლით. კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები ვგმობთ ძალადობას იმ ახალგაზრდების […]

შშმ პირთა საბჭოს წევრები ომბუდსმენს მიმდინარე პროცესებზე სხდომის გამართვისკენ მოუწოდებენ

სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი სახალხო დამცველს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ მოიწვიოს საბჭო, რათა საფუძვლიანად იქნას განხილული ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, როგორც შშმ პირთა უფლებათა ჭრილში, ისე მეინსტრიმ. „აღსანიშნავია, რომ ყველა საკითხი რაც ქვეყანაში ქმნის კრიზისულ მდგომარეობას, […]

გოშევსკა: რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას?

კვირების განმავლობაში ათასობით ქართველი ქუჩებში გადის და ქართული ოცნების პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძვის. იბრძვის პრორუსული პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც ქვეყანა რუსეთისკენ დამალვის გარეშე მიჰყავს. დაპატიმრებები, ძალადობა ევროკავშირთან ურთიერთობის გაყინვა არის ხელისუფლების პასუხი ქართული საზოგადოების მიმართ. საპროტესტო აქციების სლოგანია – გაიღვიძე საქართველო. იგივეს ვიტყოდდ – გაიღვიძე ევროპა და დავდგეთ ერთად მომიტინგეების გვერდით. ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, “ბევრი რამ […]

ლუაზო: უნდა დავამტკიცოთ, რომ ქართველ ხალხს ტყუილად არ აქვს ჩვენი იმედი

ძვირფასო კოლეგებო, დავყრუვდით და არ გვესმის, რას ამბობენ დემონსტრანტები საქართველოში უკვე ამდენი დღეა? მე გეტყვით, მე მათ შევხვდი – არჩევნები მოიპარეს, როგორც მათი მომავალი და თავისუფლება – მათი ოცნებაც მოიპარეს. ქართული ოცნება მუდმივად იმეორებს, რომ საქართველო ევროპაა და არა რუსეთი. თუმცა ჩვენ ვხედავთ რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჟურნალისტების ცემასა და ოპოზიციონერების დაპატიმრებას. ჩვენ ვხედავთ, რომ […]

ვინც პატივს სცემს საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანს პირველ რიგში იმას ლანძღავენ

ვინც პატივს სცემს საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანს პირველ რიგში იმას ლანძღავენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. „იყო ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს გვიჭერდა, შემდეგ გახდა ორი, ორივეს ლანძღავდნენ, ახლა გახდა ხუთი. ეს რას ნიშნავს იცით, სადაც შეუძლიათ მიიღონ ყოველგვარი კონტროლის გარეშე აბსოლუტურად დამოუკიდებელი […]

საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა. “სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია შეეხებოდა ოკუპირებული […]