ცნობილია, რომელ არხზე შეგეძლებათ “ლუდოგორეცისა” და ბათუმის “დინამოს” მატჩის ხილვა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში ბათუმის “დინამო” დღეს გასვლაზე “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდება. რაზგრადიდან შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზია” შემოგთავაზებთ. დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას ბათუმი 17 ივლისს უმასპინძლებს.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა. საპროკურორო საბჭოს ინფორმაციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა. „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი – […]

ანა ნაცვლიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ სიტყვით გამოვიდა

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომელშიც ევროკავშირის ასოცირებული ტრიოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პანელური დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს კანდიდატი ქვეყნებისთვის საერთო ინტერესის ისეთ საკითხებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, თავისუფალი […]

ირაკლი ფავლენიშვილი – ჩვენ დღეს შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ ივანიშვილის ბანდის დამარცხებაში და ახალგაზრდებისთვის ნათელია, რომ ივანიშვილის დამარცხებაში მთავარი ინსტრუმენტი არის ერთიანობა

ჩვენ დღეს შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ ივანიშვილის ბანდის დამარცხებაში და ახალგაზრდებისთვის ნათელია, რომ ივანიშვილის დამარცხებაში მთავარი ინსტრუმენტი არის ერთიანობა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა იყო ერთიანობა. „ჩვენ დღეს შევხვდით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები არიან ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ბანდას. ჩვენთვის და […]

ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ოთარ შამუგია აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ქალაქ ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალ რეგიონულ ოფისში სამუშაო პროცესს გაეცნო. ინფორმაციის თანახმად, შენობაში განთავსდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეულები, როგორებიცაა მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური […]

დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებაზე – ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია – რა თქმა უნდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ

ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერის, კირ სტარმერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კრემლში ეს განცხადება ჯერ არ უნახავთ. „მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს […]

გია ვოლსკი – არასამთავრობო სექტორის შესახებ განცხადებები უსამართლობაა და კითხვებს წარმოშობს: მართლაც, ხომ არ არის რაღაც იდეა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მთავრობა ლომჯარიასმაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს?!

არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის თემასთან დაკავშირებით ასეთი განცხადებები სულ მცირე უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს – მართლაც, ამ ნაბიჯების უკან ხომ არ არის რაღაც იდეა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მთავრობა ლომჯარიასმაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს?! – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, “პარტნიორების მხრიდან არ არსებობს პასუხი კითხვაზე, აშშ-ში, კანადაში, დიდ […]

გია ჯაფარიძე – აშშ-მა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვა, ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – ერთადერთი გამოსავალია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვა, ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი, ამ განცხადებას უერთდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უერთდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ერთადერთი გამოსავალი კი ამ სიტუაციაში არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება და ღრმავდება. […]

საქართველოს რკინიგზის მოგება 65.8 მილიონი ლარით შემცირდა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 152 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 65.8 მილიონი ლარით შემცირდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომპანიის შემოსავალი 10%-ით, ანუ 14 მილიონი ლარით არის გაზრდილი. თუმცა, გაზრდილი ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით მკვეთრად შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება, რამაც 16.5 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წლის […]

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე […]