ზურაბ ჭიაბერაშვილი – ჩვენი მეგობრებისგან მკაფიო განაცხადი გვაქვს ქართველ ხალხს, რომ ამ რეჟიმით, „ქართული ოცნებით“ ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, აშშ-სგან ქართველ ხალხს მკაფიო განაცხადი აქვს, რომ „ქართული ოცნების” რეჟიმით ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისაკენ და ნატო-სკენ. „ჩვენი მეგობრებისგან ევროკავშირისგან და შეერთებული შტატებისგან მკაფიო განაცხადი გვაქვს ქართველ ხალხს, რომ ამ რეჟიმით, “ქართული ოცნებით” ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისაკენ და ნატო-სკენ. ეს არის ყველაზე მკაფიო არჩევანი […]

ლანჩხუთში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. ურუშაძისა და თამარ მეფის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად გაეცნო.

ბუდუს, ჩაკვეს, სანიოლის მილოცვა ლევან კობიაშვილს – კადრები წვეულებიდან

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დაბადების დღე აქვს. ლევან კობიაშვილმა დაბადების დღე ღია სივრცეში, ოჯახის წევრებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად აღნიშნა. წვეულებას არაერთი ცნობადი სახე ესწრებოდა, მათ შორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები მეუღლეებთან ერთად. სტუმრებს შორის იყვნენ ნინი ზარქუა, ანუკი არეშიძე, სალომე ღვინიაშვილი მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად. როგორც “ინსტაგრამზე“ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ლევან კობიაშვილის იუბილეს ესწრებოდა ზაზა ფაჩულიაც. […]

„უკრაინა შეაჩერებს პუტინს“ — ბაიდენმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სიტემების გადაცემა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა ნატოს საიუბილეო სამიტის გახსნაზე უკრაინისთვის ხუთი ახალი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემა დააანონსა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კიევში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე მიტანილი სარაკეტო იერიში. „კარგია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე, რადგან ისტორიის ეს მომენტი ითხოვს ჩვენს კოლექტიური ძალას. ავტოკრატებს სურთ დაამხონ გლობალური წესრიგი, რომელიც თითქმის 80 წელია დამყარებულია. ევროპაში პუტინის აგრესიული […]

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო

“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, 9 ივლისს ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ექსპერტების რჩეული კომპანია ნომინაციაში – ეფექტიანი მართვის სტილი, სტაბილურობისა და უმაღლესი ხარისხის გარანტი, ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის კომპნანია PSP და ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა. მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის […]

“ჩინეთი დედას გვიტირებს, ვალებში ამოგვახრჩობს! ოპოზიცია ისევ იმ “ვიდით” ზის…” – ქეთევან ენუქიძე

საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა კურსი. ცდილობს მოსწყდეს დასავლურ ცივილიზაციას, უარი თქვას მის ღირებულებებზე და ფინანსურ დახმარებაზეც კი. აპირებს ეკონომიკური კავშირის დამყარებას ჩინეთთან და გეგმავს, რომ ამ მიმართულებით დაიწყოს სახელმწიფოს განვითარება. ეს პერსპექტივაში მოიაზრებს, რომ აქ უნდა მოხდეს რადიკალური ცვლილებები. პარალელურად ოპოზიციაში რაღაც პროცესები მიდის. მე ჯერ კიდევ ვერ მოვისმინე, რომ ვინმე ლაპარაკობდეს საფრთხეზე არგუმენტირებულად და ამბობდეს […]

2023 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში 1 836 033 ლარი დაიხარჯა – TI

2023 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე 1,836,033.17 ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასებაში ვკითხულობთ. TI-ის შეფასებით, ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან ირმა ზავრადაშვილი (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან – ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი); პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 […]

უახლოეს პერიოდში საერთაშორისო აკრედიტაციას კიდევ რამდენიმე კლინიკა მიიღებს

ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში საერთაშორისო აკრედიტაციას კიდევ რამდენიმე კლინიკა მიიღებს. ამერიკის აკრედიტაციის კომისიის – AACI განცხადებით, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტმა ძირითადი შეფასების შედეგად დააკმაყოფილა მათი სტანდარტები და უახლოეს პერიოდში მიიღებს აკრედიტაციას. ინფორმაციას „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, იგივე ეტაპზეა საგიტარიუსის და კანვენის კლინიკების აკრედიტაციის პროცესიც. AACI-ის ვიცე პრეზიდენტის არჩილ […]

ამერიკელი ალპინისტის ცხედარი პოლიციამ 22 წლის შემდეგ იპოვა

ამერიკელი ალპინისტის, უილიამ შტამფლის ცხედარი პოლიციამ 22 წლის შემდეგ ანდების რეგიონში, ზღვის დონიდან 5 200 მეტრზე, მთა უასკარანზე იპოვა – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, The Guardian ავრცელებს. The Guardian-ის ცნობით, შტამპფლის ცხედარი ყინულმა და ცივმა ტემპერატურამ შეინარჩუნა მის სამთო ფეხსაცმელთან, კრამპონებთან და ტანსაცმელთან ერთად. პოლიციის თქმით, ცხედრის იდენტიფიცირება მარტივად მოხდა, რადგან გარდაცვლილს თან ჰქონდა […]

ოფიციალურად: სპინაცოლა “ნაპოლის” ფეხბურთელია

“ნაპოლიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 31 წლის მცველი ლეონარდო სპინაცოლა დაიმატა. გამოცდილი უკანახაზელი ბოლოს “რომაში” ასპარეზობდა, რომელთანაც კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახლდათ. “პარტენოპეიში” უახლოეს საათებში ჩაირიცხება “ტორინოდან” ალესანდრო ბონჯორნო. კლუბი ახლოს არის რომელუ ლუკაკუს დამატებასთანაც. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტე ფედერიკო კიეზას დამატებასაც გეგმავს, რომლის გაშვებასაც “იუვენტუსი” აპირებს.