საქართველოს რკინიგზის მოგება 65.8 მილიონი ლარით შემცირდა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 152 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 65.8 მილიონი ლარით შემცირდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომპანიის შემოსავალი 10%-ით, ანუ 14 მილიონი ლარით არის გაზრდილი. თუმცა, გაზრდილი ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით მკვეთრად შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება, რამაც 16.5 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წლის […]

რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა სიცხემ და როგორ დავიცვათ ბავშვები? – რეკომენდაციები

“ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვს აქვს: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულის რევა, ღებინება,დაბუჟება, ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა), […]

საჩხერეში სიძის მეგობრის სასიკვდილოდ დაჭრისთვის 1 პირი ცხელ კვალზე დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, რომელმაც საჩხერეში სიძის მეგობარი სასიკვდილოდ დაჭრა. “გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჭ.-ს სიძესთან, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, გ.კ.-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც გ.კ.-ს მეგობარი – […]

მძიმე ბრალდება სალსედოს – მექსიკელ ფეხბურთელს დედა მისი დის მკვლელობაში ადანაშაულებს

“კრუზ ასულის” 30 წლის მცველ კარლოს სალსედოს დედამისი მარია იზაბელ ერნანდეს ნავარო უმძიმეს ბრალდებას უყენებს და მისი დის მკვლელობაში ადანაშაულებს. პაოლა სალსედო მექსიკაში, ჰუსკილუკანის მუნიციპალიტეტში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გასული თვის ბოლოს დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის გოგონას გაძარცვის მიზნით ორი ადამიანი დაესხა თავს. სალსედომ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. გოგონა საავადმყოფოში […]

“ბაიერნმა” ჟოაო პალინია შეიძინა

ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, “ბაიერნმა” 29 წლის ნახევარმცველი ჟოაო პალინია შეიძინა. პორტუგალიელი უკვე მიუნხენეში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და 2028 წლამდე კონტრაქტსაც გააფორმებს. “რეკორდმაისტერი” “ფულემს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსები დაემატება. პალინიას კარიერის განმავლობაში “სპორტინგში”, “მორეირენსესა” და “ბრაგაში” უთამაშია. 2022 წლიდან ის “ფულემის” ღირსებას იცავდა.

გია ვოლსკი გერმანიის ელჩს პასუხობს: „არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში“

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. ის საქართველოს ხელისუფლების მიმართ განცხადებებს, სულ მცირე, უსამართლობად აფასებს. საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. ის საქართველოს ხელისუფლების მიმართ განცხადებებს, სულ მცირე, უსამართლობად აფასებს. „არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში და აბსოლუტურად საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ […]

ვოლსკი: წვრთნების გადადება პოზიციების დათმობას ნიშნავს, ეს რუსეთს უპირატესობას აძლევს

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების გადადება სამხრეთ კავკასიაში პოზიციების დათმობას ნიშნავს. მისი თქმით, ეს უპირატესობას აძლევს ყველაზე საფრთხის შემცველ მხარეს – რუსეთს. “სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა გითხრათ ძალიან მყარად: რასაკვირველია, აქ ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი არის რუსეთის ფაქტორი, არამარტო საქართველოში, ზოგადად კავკასიაში. გაურკვეველი დროით ამ სწავლებების […]

10 ივლისი დიდი ქართველი კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის დაბადების დღეა

“… მიყვარს ჩემი ქვეყანა, მისი ყოველი კუთხე – კუნჭული. მშობლიური იმერეთი, კახეთი, გურია, სამეგრელო… აქედან მოდის ხალხური სიმღერების სიყვარულიც. ჩემი სისხლია ეს. სიმღერა ნოტებით არასდროს მისწავლია. ნოტით ვერ ისწავლი ხალხურ სიმღერას. უნდა ბევრი იწანწალო, უნდა შეგესოს შენი მიწა-წყლის ეკალი. ექსკურსანტად შენს ქვეყანას არ უნდა მოევლინო. ექსკურსიით შენს ხალხს ვერ გაიცნობ”… ამბობდა დღევანდელი იუბილარი რევაზ ლაღიძე. […]

ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 2 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ 2 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ივლისს გაიმართა. გირგორიადისს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. გრიგორიადისმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი 16 მაისს დატოვა. […]

2 300 ლარით დააჯარიმა სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც “აგენტების კანონის” მიღების დღეს პარლამენტთან დააკავეს და სცემეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 300 ლარით დააჯარიმა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციამ “აგენტების კანონის” მესამე მოსმენით მიღების დღეს, 14 მაისს, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე დააკავა. გრიგორიადისი ამ დღეს დააკავეს მეგობარ გოგოსთან ერთად, რომელიც მალევე გაათავისუფლეს, იზოლატორში გადაყვანის გარეშე, თუმცა ის სხეულის დაზიანებით კლინიკაში მოხვდა. ლაზარე გრიგორიადისი კი, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, […]