საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში 4 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს 2024 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში (ICT Development Index (IDI) 2024) მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის 57 ადგილს იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველომ 87.8 ქულა დააგროვა ინდექსში, რომელსაც გაერო-ს სპეციალიზებული ორგანიზაცია, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) ყოველწლიურად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2012 […]

პეტრას აუსტრევიჩუსი – მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, კომპასი გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან

მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან , – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “2008 წლიდან პირველად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განზრახვა არ იქნა ჩაწერილი. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, დაამარცხონ “ლიბერალური ფაშიზმი”. მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან ”, […]

აუსტრევიჩიუსი: მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, კომპასი გაასწოროს

2008 წლიდან პირველად, გაქრა ჩანაწერი NATO-ში საქართველოს გაწევრიანების განზრახვა შესახებ. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, დაამარცხონ “ლიბერალური ფაშიზმი”. მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან.

ყირგიზეთში დააკავეს უშიშროების სამსახურის ყალბი თანამშრომელი, რომელიც ქრთამს სძალავდა უცხოელს

ყირგიზეთის ხელისუფლებამ 12 ივლისს განაცხადა, რომ ორი დღის წინ დააკავეს კაცი, რომელიც ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლად ასაღებდა თავს და 3000 დოლარს იღებდა ჩინეთის მოქალაქისგან. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ კაცმა მსხვერპლს ადრე გამოსძალა 18 000 დოლარი და “დაჰპირდა” მის წინააღმდეგ დაწყებული – დაუზუსტებელი – საგამოძიებო საქმის დახურვას. წარსულში ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, […]

GWP გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების პროექტში 23 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი – გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაიწყო. „ჯივიპის“ ინფორმაციით, კომპანია პროექტში 23 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად აახლებს 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს. ასევე, განახლებულ ქსელზე დამონტაჟდება 133 ერთეული […]

აშშ-მ და გერმანიამ იარაღის კონცერნის ხელმძღვანელის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს

აშშ-ის და გერმანიის სპეცსამსახურებმა ჩაშალეს გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით მზადდებოდა. ამის შესახებ CNN-მა და ნიუ იორკ თაიმსმა აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების ხუთ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია. Rheinmetall-ი არის ყველაზე დიდი გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის უკრაინასაც, აწვდის […]

მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში, მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სასწრაფო სამსახურები და მედია ავრცელებენ. რუსეთის სასწრაფო სამსახურების ცნობით, რუსული წარმოების სამგზავრო თვითმფრინავი Superjet 100 მოსკოვის ოლქის კოლომენსკის რაიონში ჩამოვარდა. ის მოსკოვის ოლქის ქალაქ ლუხოვიციდან მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში მიფრინავდა. თვითმფრინავში სამი ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა დაიღუპა. სასწრაფო სამსახურების ინფორმაციით, თვითმფრინავის […]

“სუსმა 5 ქალი გაუშვა ტაქსებში ამ ისტორიით” – რას წერს სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც წერს: ცნობისთვის, სუსმა ერთდროულად 5 ქალი გაუშვა სამარშრუტო ტაქსებში ერთი და იგივე ისტორიით: “მე ვარ ვივამედის ექიმი. პირადად შევესწარი თუ როგორ სცემა სააკაშვილმა მკურნალი ექიმი. მიუხედავად ამისა ამ ექიმს მაინც ეცოდება და მიაქვს მასთან საკვები.” ერთი ჩემი ნაცნობი თვითონ შეესწრო ორი სხვადასხვა ქალის სხვადასხვა ხაზებზე ასეთ ნაამბობს. მოგვიანებით გამოვიდა […]

აკაკი ალადაშვილი – გულშემატკივრების ერთგულება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმ წარმატებისა, რომელსაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია

თბილისის საკრებულოს წევრმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქართველი გულშემატკივარი, მისი მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფეხბურთში მიღწეული წარმატებისა. „ფეხბურთის ფედერაციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს და ჩვენს უძვირფასეს გულშემატკივარს. თქვენგან მიღებული დადებითი ემოციები და ერთგულება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ წარმატებისა, რომელსაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა […]

ვლადიმერ ბოჟაძე – საქართველო მხოლოდ ექვს თვეში 519 მილიონ ლარს დამატებით შემოსავალს რომ იღებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშისთვის და განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა დაუმტკიცეს ევროპას და მსოფლიოს, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. „უსამართლობაა ის, რაც ხდებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. უსამართლობაა, რაც ახლაც გრძელდება სამწუხაროდ, როცა ჩვენს ქართულ ჯარს, ჩვენს […]