“ბორჯღალოსნები” | ჩვენ და იაპონია

13 ივლისს “ბორჯღალოსნები”, საქართველოს დროით 14:05 საათზე, იაპონიას სენდაიში, “იურტელ სთედიუმზე” ისტორიაში მეშვიდედ ერკინებიან. განვლილი 6 თამაშიდან სამი თბილისში, “მიხეილ მესხზე” გაიმართა, ორჯერ იაპონელებმა გვიმასპინძლეს, ერთი შეხვედრა კი ნეიტრალურ მოედანზე შედგა. 6-იდან 5 მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო საქართველომ ერთადერთხელ, 10 წლის წინ გაიმარჯვა. იაპონიას პირველად 2006 წელს ოსაკაში ვეწვიეთ და მასპინძლებმა 32:7 მოიგეს. 2012 […]

“ნაპოლის” მოვლენა ჰყავს – პრემიერლიგის ნებისმიერი კლუბისთვის შესანიშნავი შენაძენი იქნება” – დევიდ უები

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის თანაშემწემ, ინგლისელმა დევიდ უებმა Sky Sport UK-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი უნიჭიერესია: „ის მართლაც დიდი ტალანტია. როდესაც ვარჯიშებზე მასთან მჭიდრო კონტაქტში მუშაობ, ხვდები რამდენად კარგია. ჩემი აზრით, დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია. ფენომენალური ნიჭის მქონეა და ამასთან ფანტასტიკური ადამიანია. მოედანზე ჩინებულია და ყველა თანაგუნდელთან […]

1-ელი ოქტომბრიდან ბრაკონიერობაზე სანქციები მკაცრდება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპრექტი, რომლის თანახმად, ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონით, რომელიც 2024 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, ელექტროშოკური მოწყობილობა „თევზჭერის ელექტროიარაღად“ დაკვალიფიცირდა. „თევზჭერის ელექტროიარაღისა და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის უკანონო ბრუნვა კი, მკაცრად დარეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის […]

იგორ ნარმანია – ჩემთვის ნდობის გამოცხადება არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ალბათ, პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი

ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ალბათ, პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ იგორ ნარმანიამ პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენის შემდეგ გააკეთა. ნარმანიამ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავასა და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში, […]

თინა ბოკუჩავა – 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი, შეუძლებელი უნდა შევძლოთ – ჩვენი პარტიული საარჩევნო სიების მინიმუმ 30% დაკომპლექტებული იქნება ქალებით

არჩევნებამდე დარჩა 106 დღე. შეუძლებელი უნდა შევძლოთ, უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში, რათა გვქონდეს ყველაზე ეფექტური კამპანია , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბოკუჩავამ ბრიფინგზე მიდი მოადგილეები – ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია წარადგინა. მან, ასევე, მოუწოდა პარტიის ქალთა ორგანიზაციას, აირჩიონ თავმჯდომარე, რომელიც მისი მესამე […]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოადგილეები – ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოადგილეები – ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია წარადგინა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი. „მჯერა ერთიანობით, საერთო ძალისხმევით, გუნდურობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გადარჩება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. არჩევნებამდე დარჩა 106 დღე, შეუძლებელი უნდა შევძლოთ, უნდა ვიმუშაოთ 24 საათიან რეჟიმში, რათა […]

ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლეებისთვის, საჭიროებიდან გამომდინარე, გადასხმების რაოდენობა იზრდება

ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის, საჭიროებიდან გამომდინარე, ინფუზიების (გადასხმების) რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა. „დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომლის თანახმად, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამით მოსარგებლეებს ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებიდან გამომდინარე, 18 ინფუზიამდე დაუფინანსდებათ. აქამდე ქვეპროგრამით 14 გადასხმა […]

ნეპალში მეწყრის გამო მდინარეში ჩაცვივდა ავტობუსები, რომლებშიც ათობით ადამიანი იყო

ნეპალში მაშველები ეძებენ 60-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ მას შემდეგ, რაც მეწყერმა ორი სამგზავრო ავტობუსი ადიდებულ მდინარე ტრიშულიში ჩაიტანა. ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუდან დასავლეთით, დაახლოებით 90 კილომეტრის მოშორებით მიმდინარე მასშტაბურ სამძებრო ოპერაციაში სამხედროები მონაწილეობენ. ოპერაციას ართულებს წყალდიდობა, ადიდებული მდინარის ტალახიანი წყალი კი საფრთხეს უქმნის თავად მაშველებსაც, იტყობინება Reuters-ი. ცნობილია, რომ გადარჩა სამი ადამიანი, რომლებმაც ავტობუსიდან […]

მოსკოვთან ავიალაინერი „სუხოი სუპერჯეტი“ ჩამოვარდა

მოსკოვის რეგიონში სამგზავრო ლაინერი „სუხოი სუპერჯეტი“ ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც, რუსული სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, მხოლოდ ეკიპაჟი იმყოფებოდა. რუსეთის გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ხომალდი ტყეში ჩამოვარდა და მიწაზე დაცემის შემდეგ აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ორი პილოტი და ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი. RIA წერს, რომ კატასტროფა მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო ლაინერი ვნუკოვის აეროპორტში მიემართებოდა ქარხნიდან, სადაც შესაკეთებლად იყო […]

თურქეთის ამოცანაა, გახდეს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუდმივი წევრი – ერდოღანი

თურქეთის ამოცანაა, გახდეს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუდმივი წევრი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვაშინგტონში განაცხადა. „ჩვენი მიზანია, გავხდეთ მუდმივი წევრი და არა – დამკვირვებელი. თურქეთი უნდა შეუერთდეს შანხაის ხუთეულს, როგორც მუდმივი წევრი. მე განვიხილე ეს საკითხი ბოლო სამიტზე ბატონ პუტინთან, ჩემს ყაზახ კოლეგასთან და ვთხოვე მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ […]