კრემლისთვის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები მიუღებელია

ნატოს ვაშინგტონის საიუბილეო სამიტზე, ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, კრემლში ამერიკის პრეზიდენტს აკრიტიკებენ. მოსკოვში ფიქრობენ, რომ ჯო ბაიდენის განცხადებები რუსეთის პრეზიდენტისადმი უპატივცემულო იყო და განმარტავენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება მათთვის მიუღებელია. მოსკოვმა უყურადღებოდ ამერიკის პრეზიდენტის არცერთი განცხადება არ დატოვა, აქცენტი ჯო ბიადენის ორ კომენტარზე გაკეთდა. ერთი, სადაც ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტის წარდგენისას პუტინი გამოაცხადა, ნათქვამი […]
“ცხადია, ყველა დაკვირვების რეჟიმში გადავიდა” – გიორგი ჯახუტაშვილი ბიზნესის განწყობაზე

“ცხადია, ყველა დაკვირვების რეჟიმში გადავიდა” – ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა ბიზნესის განწყობაზე გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა. გიორგი ჯახუტაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ადგილი დემოკრატიულ სამყაროშია და განვითარდება მხოლოდ დემოკრატიული გზით უნდა მოხდეს. ამასთან ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ყველამ – ბიზნესმა, არასამთავრობო სექტორმა თუ მოქალაქეებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ იმ სფეროში, სადაც საქმიანობენ. „ცხადია, ყველა გადავიდა […]
“მიმიფურთხებია იმ მთავრობისთვის, რომელიც 7 000 სტუდენტს სპეკულაციურ დარგში დასაქმების მეტს ვერაფერს სთავაზობს” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: მრცხვენია, რომ ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანაში ენერგიითა და ხალისით აღსავსე ახალგაზრდების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი “ევოლუშენ გეიმინგია”! იცით, რას წარმოადგენს ეს კომპანია? “ევოლუშენს” დილიდან საღამომდე ახალგაზრდები ჩაკეტილი ჰყავს ბნელ ოთახებში, სადაც ისინი კამერების წინ კარტს ჩეხავენ, სხვადასხვა აზარტულ თამაშებს წარადგენენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კი (განსაკუთრებით ქვეყნებიდან, სადაც კაზინოები აკრძალულია) მოთამაშეები ინტერნეტით ერთვებიან და თავინათ […]
რუსეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც გარემონტების შემდეგ აეროპორტისკენ მიფრინავდა

რუსეთში, მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც რუსულ სამთავრობო მედიაში წერენ, ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი კოლომნის რაიონში, ტყის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსეთის გადაუდებელ ვითარებათა სამსახურში ამბობენ, რომ წინასწარი მონაცემებით ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია. ბორტზე სამი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ორი პილოტი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ თვითმფრინავი გარემონტების შემდეგ ქარხნიდან […]
I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს ესტუმრა

2024 წლის I კვარტალში დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ვიზიტორთა უმეტესობა რუსეთიდან და ინდოეთიდან იყო, – ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაშია საუბარი. რომლის მიხედვითაც რუსი ტურისტების წილმა 30% შეადგინა, ინდოელების – 28%. ამას გარდა, საქართველოს სტუმრობდნენ – პოლონეთიდან (12%), ისრაელიდან (12%) და ყაზახეთიდან (9%). PMCG-ის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ჯერ […]
„კონდიციონერის გამოყენება კარგია, თუმცა დაცული უნდა იყოს მისი მოხმარების პირობები“ – ალექსანდრე გოგინავა

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად კომპანიების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში კონდიციონერებს აქტიურად მოიხმარენ. კონდიციონერები განთავსებულია საზაფხულო საბავშვო ბაღებშიც, თუმცა – მხოლოდ დერეფნებსა და დარბაზებში, რათა ბავშვებს დაბალი ტემპერატურის პირობებში არ მოუწიოთ ყოფნა. მოქალაქეების ნაწილს მიაჩნია, რომ კონდიციონერი საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის და ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი გაგრილების ამ საშუალების გამოყენებაზე უარს ამბობს. ნაწილისთვის კი კონდიციონერის გარეშე […]
გიორგი ტყემალაძე – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა 48 მილიონი ლარით იზრდება

თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა 48 მილიონი ლარით გაიზრდება , – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა. „დღეს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა გაიზრდება 48 მილიონი ლარით“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. გიორგი ტყემალაძის განმარტებით, […]
პროექტის „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ პრეზენტაცია გაიმართა

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში სამეცნიერო პროექტის „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ პრეზენტაცია გაიმართა. სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში ვიზიტი განხორციელდა, სადაც საერთაშორისო აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და მეცნიერებს ქართული მწერლობა გააცნეს. პროექტი მიზნად ისახავდა. ქართული ლიტერატურის ინტერნაციონალიზაციასა და პოპულარიზაციას. ასევე, სამომავლოდ ერთობლივი ტრანსნაციონალური პროექტებისა და კვლევების წარმოებას, საერთაშორისო საგრანტო პროექტებში სამომავლო […]
ირაკლი ხელაძე – თბილისის ბიუჯეტი 48 000 000 ლარით იზრდება, რაც დედაქალაქის მეტი განვითარების საწინდარია

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ხელაძემ საკრებულოს სხდომაზე თავისი გამოსვლა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. ამასთან, ირაკლი ხელაძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი 48 000 000 ლარით იზრდება, რაც დედაქალაქის მეტი განვითარების საწინდარია. ,,დიდ მადლობას ვუხდი ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ქართულ საზოგადოებას უდიდესი ბედნიერება მიანიჭა. გაწეული უდიდესი შრომისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს […]
გურამ ოქროპირიძე – მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის, იმ ბრძოლისა და თავდადებისთვის, რომელიც თითოეულმა მათგანმა აჩვენა

მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის, იმ ბრძოლისა და თავდადებისთვის, რომელიც თითოეულმა მათგანმა აჩვენა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ განაცხადა. დეპუტატმა სიტყვით გამოსვლა მილოცვით დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო […]