ლარი ისევ გაუფასურდა

ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7274 ლარია, ლარი დოლართან 0.41 თეთრით გაუფასურდა. ერთი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9696 ლარია, ლარი ევროსთან 1.56 თეთრით გაუფასურდა. ახალი გაცვლითი კურსი ხვალ ამოქმედდება.

ამნისტიის პროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყება

ამნისტიის პროექტი 15 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შემოვა და შემდეგ მისი განხილვა კომიტეტებში გადაინაცვლებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „მინდა, მადლობა გადავუხადო რატი იონათამიშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, რომელმაც ეს პროექტი მოამზადა, ასევე საქართველოს მთავრობისა და პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებთან თანამშრომლობითაც ხდებოდა ამნისტიის პროექტის შემუშავება. ეს არის […]

შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისთვის, მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება “საქართველოს ბანკისგან”

“საქართველოს ბანკმა” სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, პროექტი მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, ბანკი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში. მათ შორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მათივე ცნობით, “საქართველოს ბანკის” სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა მოტივირებულ, ნიჭიერ სტუდენტებს შეუძლიათ. ამისათვის, ისინი უნდა იყვნენ […]

მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პარლამენტის წევრი ისა კარამანი ხელმძღვანელობს – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და გამოწვევებს, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და შედეგებს. ხაზი გაესვა საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების […]

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე სსფ-ის და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისა და ფინანსთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, მაღალი რანგის შეხვედრაში, რომელიც მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში იმართება, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა […]

1-ელი ოქტომბრიდან ბრაკონიერობაზე სანქციები მკაცრდება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპრექტი, რომლის თანახმად, ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონით, რომელიც 2024 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, ელექტროშოკური მოწყობილობა „თევზჭერის ელექტროიარაღად“ დაკვალიფიცირდა. „თევზჭერის ელექტროიარაღისა და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის უკანონო ბრუნვა კი, მკაცრად დარეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის […]

ზაზა გოგავა – ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების და მათთან ერთად ბრძოლა ყოველთვის პატივია, დანარჩენი საქმით უნდა დავამტკიცოთ

მინდა მადლობა გადავუხადო უმაღლეს მთავარსარდალს ნდობისთვის, მადლობა ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, მადლობა ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ჩემთვის დიდი პატივი იქნება მათთან ერთად ბრძოლაში შესვლა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის ორგანიზაციას, ბევრი რამ ვისწავლე მათგან, ბევრ რამეს ვისწავლი იგორის მსგავსი ახალგაზრდებისგან, იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გოგავამ. ზაზა […]

„თევზის მოხმარება გაიზარდა“ – განვითარების რა ეტაპზეა აკვაკულტურა საქართველოში?

ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია “ფორეჯის” თავმჯდომარის შეფასებით, აკვაკულტურის დარგი იზრდება, წარმოება დასტაბილურდა, რასაც თევზზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს. ამის შესახებ BMG-სთან სოფო დიასამიძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა. აკვაკულტურა საქართველოში ბოლო წლებია ვითარდება, თუმცა ნელი ტემპით. საქსტატის მიხედვით, 2023 წელს აკვაკულტურის მეურნეობების 90% ოჯახური მეურნეობაა და მხოლოდ 10% წარმოადგენს საწარმოებს. გასული წლის მდგომარეობით, აკვაკულტურის მეურნეობებს […]

გაერო მოითხოვს, რუსეთმა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური დატოვოს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხუთშაბათს მოსთხოვა რუსეთს „სასწრაფოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო და სხვა არასანქცირებული პერსონალი“ უკრაინის ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურიდან და დააბრუნოს იგი უკრაინის ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ. 193 წევრისგან შემდგარმა გენერალურმა ასამბლეამ 99 ხმით, 9-ის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. 60-მა წევრმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. ზაპორიჟიის ქარხანა, ყველაზე დიდი ევროპაში, რუსეთმა მას შემდეგ აიღო, რაც 2022 წლის […]

ჩელენჯ თასი | ფრანგებთან თბილისში, ბრიტანელებთან სტუმრად

ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ 2024/25 წლების სეზონის ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ჯგუფური ეტაპის თამაშების განრიგი გამოაქვეყნა. ქართული პროფესიული ფრენჩაიზი “შავი ლომი” ჩელენჯ თასში მეორედ მონაწილეობს. უკვე ვწერდით, რომ ის მესამე ჯგუფში ფრანგულ “ვანთან” და “ბაიონასთან”, უელსურ “სქარლეთსთან”, შოტლანდიურ “ედინბურგთან” და ინგლისურ “გლოსთერთან” მოხვდა. დებულების თანახმად, ექვსივე გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ოთხ-ოთხ თამაშს გამართავს, ორს შინ და […]