მოსკოვთან ავიალაინერი „სუხოი სუპერჯეტი“ ჩამოვარდა

მოსკოვის რეგიონში სამგზავრო ლაინერი „სუხოი სუპერჯეტი“ ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც, რუსული სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, მხოლოდ ეკიპაჟი იმყოფებოდა.
რუსეთის გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ხომალდი ტყეში ჩამოვარდა და მიწაზე დაცემის შემდეგ აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ორი პილოტი და ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი.
RIA წერს, რომ კატასტროფა მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო ლაინერი ვნუკოვის აეროპორტში მიემართებოდა ქარხნიდან, სადაც შესაკეთებლად იყო დატოვებული.
რუსული მედიის ცნობით, მომხდარზე გამოძიება როსავიაციის სპეციალისტების ჩართულობით დაიწყო საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს