ირანის პრეზიდენტი – რუსეთი ირანის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია

რუსეთი ირანის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა. „ამ რთულ პერიოდში ჩინეთი და რუსეთი ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ. ჩვენ ამ მეგობრობას ვაფასებთ. რუსეთი ირანის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია და ჩემი ადმინისტრაცია ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების ერთგული დარჩება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. მასუდ პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ თეირანი უკრაინაში […]

მოსახლეობის დაბერება დაჩქარდა – გაერო

მსოფლიოს მოსახლეობა პიკს 2080-იანი წლების შუა პერიოდში მიაღწევს. ამის შესახებ გაეროს უახლეს ანგარიშში წერია. ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს 8,2 მლრდ ადამიანიდან მომდევნო 60 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 10,3 მლრდ იქნება. 2100 წელს კი, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა, სავარაუდოდ, 6%-ით ანუ 700 მლნ-ით ნაკლები იქნება, ვიდრე ათი წლის წინ იყო მოსალოდნელი. ”ბოლო წლებში დემოგრაფიული ლანდშაფტი მნიშვნელოვნად განვითარდა” […]

აზრა ზეია საქართველოს მთავრობას: შეასწორეთ კურსი, შეასრულეთ საზოგადოების ევროპული მისწრაფებები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, აზრა ზეიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) დაწერა, რომ „აშშ-ი კვლავ ღრმადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. მათ შორისაა „უცხოური გავლენის შესახებ კანონი“ და რიტორიკა, რომელიც ძირს უთხრის მის გზას ევროკავშირისკენ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას.“ აზრა ზეის წერს: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს […]

“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება – დასაქმებულთა მოთხოვნები უცვლელია

გაფიცვის მე-2 დღე – “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია. დასაქმებულები ხელმძღვანელობისგან ღირსეულ შრომით პირობებსა და ხელფასების ზრდას ითხოვენ. მათი თქმით, მუშაობა სტრესულ გარემოსა და ანტისანიტარიაში უწევთ, რაზეც კომპანიის მენეჯმენტს რეაგირება არ აქვს. “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების თქმით, გაფიცვა გაგრძელდება მანამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები. ძირითად მოთხოვნებთან ერთად ისინი კომპანიას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ მენეჯერები, რომლებიც გავრცელებულ ე.წ. “სქრინებში” […]

პრეზიდენტის კომისიამ იუსტიციის საბჭოს წევრობაზე რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა კინწურაშვილს

საქართველოს პრეზიდენტის შექმნილმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობაზე რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისს დანიშნავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის […]

კალაძე: რეგიონში ყველას თავისი ინტერესი აქვს – ამერიკას, ევროპას, რუსეთს

ყველას თავისი ინტერესი აქვს რეგიონში, ამერიკას თავისი ინტერესი აქვს, ევროპას თავისი ინტერესი აქვს, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს, თურქეთს თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და გავატაროთ, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესები. ჩვენზე უკეთესად ჩვენს ინტერებს ვერავინ გაატარებს.

სარგებელს “აიაქსიც” ნახავს… ბოლო უცნობი დეტალები მიქაუტაძის ტრანსფერზე – გიორგი დღეს მონაკოში იქნება და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს

სარგებელს “აიაქსიც” ნახავს… ბოლო უცნობი დეტალები მიქაუტაძის ტრანსფერზე – გიორგი დღეს მონაკოში იქნება და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო “მონაკოში” საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის ბოლო დეტალებზე წერს. მისი ინფორმაციით, ჩვენებური დღეს მონაკოში იქნება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს. ჩვენი იტალიელი კოლეგა წერს, რომ Louis II-ს ბინადრები, 23 […]

იუსტიციის საბჭოში წევრობაზე პრეზიდენტის კომისიამ რეკომენდაცია ბურჯანაძეს, წიქარიშვილს გაუწია

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრობაზე რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა კინწურაშვილს გაუწია. საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისს დანიშნავს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები […]

ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 ბავშვი დაიღუპა – დაშავებულია 130-ზე მეტი

ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა. BBC-ის ცნობით, შემთხვევა ცენტრალური პლატოს შტატის დედაქალაქ ჯოსში, პარასკევს დილით მოხდა, როდესაც მოსწავლეები გამოცდებს წერდნენ. პოლიციის ცნობით, დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ. ცნობილია, რომ სკოლაში 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. ადგილობრივმა მცხოვრებმა, აბელ ფუანდაიმ BBC-ს განუცხადა, რომ “ტრაგედიის მასშტაბები საშინელია”. ნგრევის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია, […]

ბოლო დროს ბევრი სპეკულაცია იყო, რას აპირებს ბაიდენი? ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი, რომელიც ამ ერისთვის საფრთხეს წარმოადგენს – ჯო ბაიდენი

ვაპირებ, არჩევნებში მონაწილეობა მივიღო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დეტროიტში შეკრებილი მომხრეებისთვის მიმართვისას განაცხადა. ბაიდენის თქმით, აპირებს, კიდევ ერთხელ დაამარცხოს ტრამპი. „თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ ამ ბოლო დროს ბევრი სპეკულაცია იყო. რას აპირებს ჯო ბაიდენი? აპირებს თუ არა დარჩეს რბოლაში? ის აუცილებლად წავა. აი, ჩემი პასუხი: მე ვაპირებ, მონაწილეობა […]